მდი­ნა­რე ხო­ბის­წყალ­ში დედა-შვი­ლი და­იხ­რჩო - მშობლები

მდი­ნა­რე ხო­ბის­წყალ­ში დედა-შვი­ლი და­იხ­რჩო

2026-08-06 13:28:54+04:00

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი დინებამ გაიტაცა, დედამ გადარჩენა სცადა, თუმცა დინებამ ისიც გაიტაცა.

ბავშვის ცხედარი ადგილობრივმა იპოვა და მდინარიდან ამოასვენა. დედის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. გარდაცვლილი ქალი ელენიკო სახეიშვილია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

12 წლის წინ დაკარგული ბიჭის საქმეში ჩართული ადვოკატი მამიდის საეჭვო ქმედებებზე საუბრობს: ქალბატონი უარს აცხადებს ინფორმაციის მოწოდებაზე... წლობით მიმდინარეობდა საქმის ჩაფარცხვის ოპერაცია