სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად განხორციელდება - როდიდან შეძლებენ მშობლები შეძენას? - მშობლები

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად განხორციელდება - როდიდან შეძლებენ მშობლები შეძენას?

2026-08-07 15:33:47+04:00
შპს საგანმანათლებლო რესურსების ცნობით, სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად განხორციელდება:
"საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო გახდა.
შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ დირექტორი მიხეილ ყუფარაძე ETON KIDD-ის საწარმოს ეწვია, სადაც სასკოლო ფორმების წარმოების პროცესს, გამოყენებულ ტექნოლოგიებს და ხარისხის კონტროლის მექანიზმებს გაეცნო.
შეგახსენებთ, რომ სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“, მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შეკერვის მიზნით, ბაზრის კვლევა გამოაცხადა, რომლის შედეგადაც გამარჯვებულად საქართველოში რეგისტრირებული ჩინური კომპანია Glory Textile Industry გამოვლინდა.
768247891-122104577853290971-3950930776057158064-n-1786102795.jpg767508355-122104579491290971-2393714146848525168-n-1786102794.jpg765817801-122104580325290971-690003834246622962-n-1786102794.jpg765929264-122104578549290971-6216496926799748889-n-1786102794.jpg
765187855-122104579797290971-1411230135268451450-n-1786102793.jpg
კომპანიამ სასკოლო ფორმების დამზადებისა და საქართველოში მიწოდების უზრუნველსაყოფად ჩინეთში მოქმედ მწარმოებელ ბრენდს Jiangsu SUMEC ETON KIDD Brand Management-თან ითანამშრომლა.
სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად განხორციელდება:
  • I ეტაპი – 25 აგვისტო;
  • II ეტაპი – 15 ოქტომბერი;
  • III ეტაპი – 30 ნოემბერი.
პირველ ეტაპზე სასკოლო ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1-14 სექტემბრის პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება. ხოლო, მეორე და მესამე ეტაპებზე ფორმების რეალიზაცია II–VI კლასების მოსწავლეებისთვის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ფორმის ტარება დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოა... თუ მშობელი გააპროტესტებს და არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება განსაზღვრული, როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები, რაც შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს... - გივი მიქანაძე
ვინ მიიღებს სასკოლო ფორმას უფასოდ და რა შედის ფორმის კომპლექტში
სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია - მისი განსხვავებული ფასით გაყიდვა დაუშვებელია