"76 წლის რიჩარდ გირი ახალგაზრდა მსახიობს ეხუტება" - ამ სათაურით რამდენიმე პოსტი გავრცელდა სოციალურ ქსელში და ბოლო დღეებია, რიჩარდ გირისა და ახალგაზრდა გოგონას ფოტოები აქტიურად ვრცელდება. ბევრმა ჩათვალა, რომ ვარსკვლავს რომანი აქვს, თუმცა ასე სულაც არ არის. სინამდვილეში, მას ახალ რომანტიკულ დრამაში იღებენ, რომლის სახელწოდებაც "ასიმეტრიაა". გადაღებები ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში მიმდინარეობს და სწორედ იქიდან არის ფოტოებიც.

რიჩარდ გირის პარტნიორი 28 წლის მსახიობი დიანა სილვერსია. ფილმი ლიზა ჰოლიდეის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა.
ფილმი ახალგაზრდა რედაქტორზეა, რომელიც ცენტრალურ პარკში 70 წლის მწერალს - ეზრა ბლეიზერს ხვდება. მათ შორის რომანი გაჩაღდება, მაგრამ მათი ურთიერთობა საფრთხეშია, როდესაც მათი რომანი საჯაროდ ხდება ცნობილი.



რეალურ ცხოვრებაში რიჩარდ გირიც დაქორწინებულია მასზე გაცილებით უმცროს ქალზე. მისი მეუღლე, ალეხანდრა სილვა, 43 წლისაა. წყვილი 2018 წელს დაქორწინდა და ორი ვაჟი ჰყავს. ამჟამად ისინი ესპანეთში ცხოვრობენ.