გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის ბებია, შორენა ბალხამიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.დაკავებული მოზარდის ბებია სოციალურ ქსელში ასევე, ალექსანდრე გაბაშვილის და ანი ნასყიდაშვილის პირადი მიმოწერის "სქრინებსაც" აქვეყნებს.
"კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი გიგა ავალიანზე თავდასხმისთვის?
ათი თვე გავიდა. ათი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოძიება. ამოღებული იყო ტელეფონები, შესწავლილი იყო მიმოწერები, დაკითხული იყვნენ ადამიანები, ჩატარებული იყო არაერთი საგამოძიებო მოქმედება.
ნია არ დაუკავებიათ. ათი თვის განმავლობაში - 16 წლის ბავშვის წინააღმდეგ მიმდინარეობდა უმძიმესი და დაუნდობელი საჯარო კამპანია.
ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებდით, როგორ ხდებოდა ნიას სახელის საჯაროდ ტირაჟირება, ენით აუღწერელი შეურაცყოფა და ცილისწამება. როგორ აცხადებდნენ მას „მთავარ ფიგურად“, „წამქეზებლად“, ფაქტობრივად უკვე დამნაშავედ - სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, განაჩენამდე და ბრალის დამტკიცებამდე.
ეკა კუპატაძის ტკივილი ჩვენთვის ყოველთვის გასაგები იყო. მან შვილი დაკარგა. ჩვენ მთელი გულით ვწუხვართ გიგა ავალიანის გარდაცვალების გამო და ამ ტრაგედიის სიმძიმე არასოდეს დაგვიკნინებია. პირიქით ჩუმად ვიყავით იქამდე სადამდეც შესაძლებელი იყო. მიუხედავად ქალბატონი ეკას პირდაპირი მკვლელობის მუქარებისა რომ სისხლს აიღებდა და ყველას დახოცდა.
მაგრამ ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ნიას, როგორც არასრულწლოვნის, როგორც ბაშვის, ღირსება, პირადი ცხოვრება და უდანაშაულობის პრეზუმფცია ფეხქვეშ იქნა გათელილი.
მის წინააღმდეგ გაჩნდა ისეთი საზოგადოებრივი სიძულვილი, რომ ათასობით ადამიანმა განაჩენი გამოძიებასა და სასამართლოს დაასწრო.
16 წლის ბავშვი საზოგადოებამ უკვე გაასამართლა - საქმის მასალების ცოდნის გარეშე.
წინა პოსტში გაგიზიარეთ ვალერიან იმნაძის მიერ გადმოგზავნილი სქრინები 34-ე ტომიდან, და რას ვხედავთ იქ?
29-30 სექტემბერი - თავდასხმამდე.
ეს არის ალექსანდრე გაბაშვილის (SASHKAAA) და ანი ნასყიდაშვილის პირადი მიმოწერა.
ნია ამ საუბარში საერთოდ არ მონაწილეობს.
ალექსანდრე ამბობს:
„ძლივს დავაჯერე რომ არაფერს არ ვაპირებ“
შემდეგ:
„ანუ ამან არ უნდა გაიგოს არაფერი “ ვაფშე.
„არაფერი“
ანი:
„მაგას ვერც გაიფიქრებს რო ცემ“
ალექსანდრე ნიას მეგობარს სთხოვს, ნიას უთხრას, თითქოს:
„ვითომ პროსტა დაველაპარაკე და ვსო იმ მათემატიკას“
ამავე საუბარში საუბარია იმაზეც, რომ ნიამ რო "ცემა-ტყეპა გაიგოს " ალექსანდრეს დაშორდება.
უბრალოდ წაიკითხეთ ეს სიტყვები და დაფიქრდით: თუ ნიამ ალექსანდრე გიგას ცემისთვის წააქეზა - რატომ უმალავდა ალექსანდრე ნიას, რომ ცემას აპირებდა?
თუ ნია იყო „წამქეზებელი“ - რატომ დააჯერა ალექსანდრემ, რომ არაფრის გაკეთებას არ აპირებდა? განაგრძეთ კითხვა