"რა შანსია, თბილისში შეხვდე მსოფლიოს ყველაზე მოდურ პოლიტიკოს კახა კალაძეს?" - ცნობილი ბელორუსი იუთუბერი კახა კალაძეს შეხვდა (ვიდეო) - მშობლები

"რა შანსია, თბილისში შეხვდე მსოფლიოს ყველაზე მოდურ პოლიტიკოს კახა კალაძეს?" - ცნობილი ბელორუსი იუთუბერი კახა კალაძეს შეხვდა (ვიდეო)

2026-08-10 11:29:37+04:00

ბელორუს იუთუბერებს, ვალიას და სერგეის, რომლებსაც სამოგზაურო იუთუბ-არხი აქვთ, Dream and travel, 200 ათასზე მეტი გამომწერით, სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ამჯერად ვალენტინა საქართველოში, თბილისში აღმოჩნდა და ქალაქის მერთან გადაღებული ბლოგი განათავსა სოციალურ ქსელში. მან კახა კალაძე წარადგინა, როგორც მსოფლიოს ყველაზე მოდური პოლიტიკოსი, შემდეგ კი მას შეკითხვები დაუსვა ქართულ სტუმარ-მასპინძლობაზე და ქართულ კერძებზე.

კალაძის თქმით, მისი საყვარელი კერძებია ხინკალი, ქაბაბი და ასევე ძალიან აფასებს ქართულ წითელ ღვინოს.

რაც შეეხება "მსოფლიოში ყველაზე მოდური პოლიტიკოსის" სტატუსს, მას მერე, რაც ის მერი გახდა, მისი სტილი და "ლუქები" სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით, პოსტსაბჭოთა სივრცეში, ხშირად ხდება განხილვის საგანი მისი სტილი. ინსტაგრამზე, ტიკ-ტოკზე ხშირად შეხვდებით ბლოგებს და მოკლე მიმოხილვებს მის სტილზე, ფოტოებს მისი გამოსვლებიდან. წერენ იმ სამოსის ღირებულებაზეც, რაც მას აცვია. ბევრი იმასაც აღნიშნავს, რომ მის სტილში შესაძლოა მისი დიზაინერი მეუღლის წვლილიც არის. იმასაც ამბობენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი მისი იტალიასთან და მილანთან ხანგრძლივი კავშირიცაა — ფეხბურთელობის წლები AC Milan-ში გაატარა.

b347d1371496b881c55a801f11916-1786347940.webp1734272415193717810-1786347940.jpg59775ed1a43e1809b7b241f2bb45c-1786347940.webp9a4d0611c40489d55c455f4feb327-1786347940.webp6d582b0384e2fbeca90dd02a7b335-1786347940.webp5fdea5a30858340e352fb8fdcfaf4bd9-1786347939.jpg

4d914033a46a5954dd1956de28e07-1786347939.webp

ობიექტური მიზეზების გამო, იმავე გამორჩეული სტილის და ძვირად ღირებული სამოსისთვის კრიტიკის ობიექტიც არაერთხელ გამხდარა მერი ქართულ სოციალურ სივრცეში და მედიაში. რამდენჯერმე გაჟონა ინფორმაციამ მისი რამდენიმე კონკრეტული ნივთის შესახებ.

  • 2022 წლის მაისში კალაძის ერთ-ერთ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა მისი New Balance-ის უნისექსი კედების გამო. კონკრეტული მოდელი ოფიციალურ საიტზე 496 დოლარი ღირდა.
  • 2019 წელს: კახა კალაძის Vetements-ის მაისურზე/პერანგზე გამოჩნდა ცნობები და ამ ნივთის ფასი 749 ევრო აღმოჩნდა.

იტალია და ჩვენ... - კახა კალაძე და ანუკი არეშიძე შვილებთან ერთად იტალიის მთებში ისვენებენ (ფოტოები)
ქართველი ბიზნესმენის მდიდრული ქორწილი კანში, რომელსაც კახა კალაძე სტუმრობდა, რიკი მარტინი და ვალერი მელაძე მღეროდნენ, მაქსიმ გალკინი კი წამყვანი იყო (ვიდეო)