ევროპისმცოდნეობის პროგრამის აკრედიტაციის გაუქმებამ აბიტურიენტებში ერთგვარი პანიკა გამოიწვია. ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ ის პროგრამები, რომლებსაც აკრედიტაციის ვადა 1-2 წელიწადში ეწურებათ, საერთოდ ხომ არ წაშალონ არჩეული პროგრამების სიიდან. რამდენად გამართლებულია ეს შიში, რა უნდა უნდა იცოდეს აბიტურიენტმა აკრედიტაციაზე და რა უნდა გაითვალისწინონ სამომავლოდ.
აკრედიტაციის ვადის მოახლოება თავისთავად არ ნიშნავს, რომ პროგრამა „სარისკოა“ ან აბიტურიენტმა ის აუცილებლად უნდა ამოშალოს არჩევანიდან. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცნობარში მითითებული თარიღი, არამედ ისიც, დაწყებულია თუ არა ხელახალი აკრედიტაციის პროცესი და რა ეტაპზეა პროგრამა. თუ უნივერსიტეტმა განაცხადი კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა და შესაბამისი პროცედურები დაცულია, პროგრამა გარკვეული დროით კვლავ აკრედიტებულად ითვლება. ამიტომ აბიტურიენტისთვის ყველაზე სწორი ნაბიჯი პროგრამის ამოშლა კი არა, მისი მიმდინარე სააკრედიტაციო სტატუსის გადამოწმებაა.
აი, როგორ უნდა მოხდეს ეს - მივყვეთ ეტაპობრივად:
აბიტურიენტთა ცნობარში პროგრამის არჩევისას ერთ-ერთი მონაცემი, რომელსაც აბიტურიენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს, აკრედიტაციის ვადაა.
თუ პროგრამის გვერდით, მაგალითად, წერია, რომ მისი აკრედიტაციის ვადა 2026 წლის 31 დეკემბერს იწურება, სრულიად ბუნებრივია კითხვა: თუ აბიტურიენტი ახლა ამ პროგრამაზე ჩააბარებს, შემდგომში მას პრობლემა ხომ არ შეექმნება?
ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპისმცოდნეობის პროგრამაზე 2026 წელს მიღება აკრედიტაციის ვადის ამოწურვის მიზეზით შეიზღუდა.
მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ორი საკითხი: პროგრამის აკრედიტაციის ვადის ამოწურვა და პროგრამისთვის აკრედიტაციაზე უარის თქმა ან აკრედიტაციის გაუქმება.
კანონის მიხედვით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ პროგრამის აკრედიტაციის მოქმედი ვადა წლის ბოლოს იწურება, არ ნიშნავს, რომ აბიტურიენტმა პროგრამა არჩევანიდან აუცილებლად უნდა ამოიღოს. მნიშვნელოვანია, რა ეტაპზეა პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის პროცესი და აკმაყოფილებს თუ არა ის კანონით განსაზღვრულ პირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში პროგრამა აკრედიტაციის ვადის გასვლის შემდეგაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში აკრედიტებულად ჩაითვლება.
"უმაღლესი განათლების შესახებ" კანონის 63-ე მუხლის მიხედვით, აკრედიტაციის მიზანია დადგინდეს, რამდენად შეესაბამება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტაციის სტანდარტებს.
კანონი აკრედიტაციის ხუთ ძირითად სტანდარტს განსაზღვრავს. ესენია:
კანონი ასევე ადგენს, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაშია შესაძლებელი.
აკრედიტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ხოლო აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო.
"უმაღლესი განათლების შესახებ" კანონის 66-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადა 7 წელია.
კანონი ასევე ითვალისწინებს პირობით აკრედიტაციას, რომლის ვადაც არ შეიძლება იყოს ოთხ წელზე მეტი.
სწორედ აქ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნორმა აბიტურიენტებისთვის.
"უმაღლესი განათლების შესახებ" კანონის 66-ე მუხლის მე-11 პუნქტი სპეციალურ მექანიზმს ითვალისწინებს.
თუ:
მაშინ აკრედიტაციის საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე პროგრამა აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამად ჩაითვლება აკრედიტაციის ვადის გასვლიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.
ანუ, თუ პროგრამის აკრედიტაციის ვადა, მაგალითად, 2026 წლის 31 დეკემბერს იწურება და ზემოთ ჩამოთვლილი ორივე პირობა შესრულებულია, 2027 წლის 1 იანვარს პროგრამა ავტომატურად არ ჩაითვლება არააკრედიტებულ პროგრამად.
აქ მნიშვნელოვანია ერთი დეტალი: ეს არ ნიშნავს, რომ პროგრამას აკრედიტაცია ავტომატურად კიდევ 180 დღით გაუგრძელდა. კანონის მიხედვით, შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში პროგრამა ჩაითვლება აკრედიტებულად აკრედიტაციის ვადის გასვლიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში, აკრედიტაციის საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე.
აქ უკვე მნიშვნელობა აქვს აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებას.
კანონის 66-ე მუხლის მიხედვით, აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება იყოს:
თუ საბჭო პროგრამას აკრედიტაციას მიანიჭებს, პროგრამა განხორციელდება მინიჭებული აკრედიტაციის ფარგლებში.
თუ პროგრამას პირობითი აკრედიტაცია მიენიჭა, პროგრამა განხორციელდება შესაბამისი აკრედიტაციის ფარგლებში და გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით.
ხოლო თუ პროგრამას აკრედიტაციაზე უარი ეთქვა ან აკრედიტაცია გაუუქმდა, უკვე მოქმედებს კანონის 66-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შედეგები.
კანონის თანახმად, თუ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაციაზე უარი ეთქვა, აკრედიტაცია გაუუქმდა ან პროგრამის აკრედიტაციის ვადა გაუვიდა, უნივერსიტეტს ეზღუდება იმ პროგრამაზე სტუდენტების, აბიტურიენტების, მაგისტრანტობის კანდიდატებისა და დოქტორანტობის კანდიდატების მიღების უფლება.
ეს სწორედ ის შემთხვევაა, რომელსაც აბიტურიენტისთვის პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.
ამიტომ მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ორი სიტუაცია:
თუ აკრედიტაციის ვადა იწურება და ხელახალი აკრედიტაციის პროცესი მიმდინარეობს - ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ პროგრამა ავტომატურად გაუქმდება ან მასზე მიღება დაუყოვნებლივ შეწყდება. შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში მოქმედებს კანონის 66-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული 180-დღიანი მექანიზმი.
თუ პროგრამას აკრედიტაციაზე უარი ეთქვა ან აკრედიტაცია გაუუქმდა - ამ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები მოქმედებს, მათ შორის პროგრამაზე ახალი სტუდენტების მიღების უფლების შეზღუდვა.
პროგრამის აკრედიტაციასთან დაკავშირებული პრობლემის შემთხვევაში კანონმდებლობა მოქმედი სტუდენტების ინტერესებსაც ითვალისწინებს.
კანონის 66-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო დაფინანსებით მოსარგებლე სტუდენტს, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, შეუძლია აკრედიტაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადის არსებობის შემთხვევაში სწავლა იმავე პროგრამაზე გააგრძელოს და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება ან ისარგებლოს მობილობის უფლებით და გადავიდეს სხვა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე. ასეთ შემთხვევაში მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების დარჩენილი ოდენობა სხვა აკრედიტებულ პროგრამაზე შეიძლება გადაიტანოს.
კანონი ასევე ადგენს, რომ სტუდენტს, რომელიც აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს და პროგრამას აკრედიტაციაზე უარი ეთქვა ან აკრედიტაცია გაუუქმდა, შესაბამისი ვადის გასვლის ან აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ სტუდენტის სტატუსი 5 წლის ვადით უჩერდება და მას მობილობის უფლება აქვს.
ცალკეა მოწესრიგებული შემთხვევა, როდესაც პროგრამას უბრალოდ აკრედიტაციის ვადა გაუვიდა.
ამ შემთხვევაში კანონის 66-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, სტუდენტს აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე უფლება აქვს, მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებამდე სწავლა იმავე საგანმანათლებლო პროგრამაზე გააგრძელოს და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება.
მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებიდან სტუდენტს სტატუსი 5 წლის ვადით უჩერდება და მას მობილობის უფლება აქვს.
ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პროგრამას უკვე ირჩევენ.
კანონის 66-ე მუხლის მე-8 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის მიხედვით, აბიტურიენტი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით.
ეს ნორმა მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, როდესაც პროგრამაზე მიღების უფლება აკრედიტაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძვლით შეიზღუდა.
თუ აბიტურიენტს სურს პროგრამის არჩევა, რომელსაც აკრედიტაციის ვადა უახლოეს პერიოდში ეწურება, მხოლოდ ცნობარში მითითებული თარიღის ნახვა საკმარისი არ არის.
უნდა გაირკვეს:
სწორედ ამ პირობების არსებობაა მნიშვნელოვანი იმის დასადგენად, გავრცელდება თუ არა კონკრეტულ პროგრამაზე კანონის 66-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული 180-დღიანი მექანიზმი.
2026 წლის პროგრამებისთვის რა ვადაა მნიშვნელოვანი?
აკრედიტაციის დებულებით 2026 წლისთვის კონკრეტული ვადაცაა განსაზღვრული.
თუ საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაციის ვადა 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ეწურება, მისი ხელახალი აკრედიტაციის მიზნით სააკრედიტაციო განაცხადის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენის ვადა 2026 წლის 1 ივლისის ჩათვლით იყო განსაზღვრული.
ამიტომ, ასეთ პროგრამასთან დაკავშირებით ახლა მნიშვნელოვანია, აბიტურიენტმა გადაამოწმოს, წარედგინა თუ არა ცენტრს სააკრედიტაციო განაცხადი დადგენილ ვადაში და გამოიცა თუ არა ცენტრის დირექტორის შესაბამისი აქტი უნივერსიტეტის აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის შესახებ.
თამარ იაკობაშვილი