"ეს რა ვისწავლე, არ მეგონა, თუ ასეთი გემრიელი იქნებოდა ხახვის მარინადი.
პატარა ხახვები გავსერე, ჩავალაგე ქილაში, ლიტრანახევრიანი ერთმა კილო ხახვმა შეავსო.
ჩავაყოლე:
- 2 ფოთოლი დაფნა
- 10 კბილი ნიორი
- რამდენიმე ცალი შავი პილპილი
- ხმელი ქინძის მარცვალი
- 1 ცალი ახალი წიწაკა
- 1 სუფრის კოვზი მარილი
- 2 სუფრის კოვზი შაქარი
- დავასხი 2 ჭიქა გადადუღებული და გაცივებული წყალი და 1 ჭიქა ძმარი.
2 დღეში ისეთი მარინადი კეთდება, რომ არც ერთ სალათს არ მიირთმევთ მის გარეშე, ხორციან კერძებსაც ასასწაულებს..."