ასტროლოგიაში აგვისტო ტრადიციულად მიიჩნევა თვედ, როდესაც ვარსკვლავები ადამიანთა ბედისწერას განსაკუთრებული სიჩქარით განაგებენ. გამონაკლისი არც 2026 წლის ბოლო საზაფხულო თვე იქნება. წელს აგვისტოში რამდენიმე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა ემთხვევა, რაც ასტროლოგიაზეც აისახება. 12 აგვისტოს მზისა და მთვარის დაბნელებებს შორის ყველაზე მძლავრი დერეფანი გაიხსნება. ეს პერიოდი 28 აგვისტოს დასრულდება. პირველი დაბნელების დღეს ახალმთვარეობა, პლანეტების აღლუმი და ძლიერი ვარსკვლავთცვენა დაემთხვევა.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, დაბნელების დერეფანი თექვსმეტდღიანი თავისებური ხიდია, რომელიც წარსულს მომავლისგან ყოფს. ეს თითოეულ ადამიანზე აისახება, რის გამოც სათანადოდ მომზადებაა საჭირო.
12 აგვისტოს მზის დაბნელებაა. ლომის ნიშანი ჩვენს ეგოზე, შემოქმედებაზე, სიყვარულსა და აღიარების სურვილზე აგებს პასუხს. დაბნელება პირველ კარს გააღებს და ცვლილებებისკენ დიდ ბიძგს მოგვცემს. ბევრი იგრძნობს იმიჯის შეცვლის, საკუთარი თავის წარმოჩენის, არასასურველი სამსახურიდან წასვლის ან ახალი ურთიერთობის დაწყების დიდ სურვილს. თუმცა, ლომის ენერგიას სწორად მართვა სჭირდება. მისი გავლენით ნებისმიერი წამიერი იდეა შეიძლება ბედისწერის მისიად მოგვეჩვენოს. ამიტომ, ასტროლოგები იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას არ გვირჩევენ.
მეორე კარი ყველაზე საიდუმლოებით მოცულ ნიშანში სავსემთვარეობით დაიხურება. თუ ლომი მოქმედებას ითხოვდა, თევზები გაშვებას მოითხოვს. ეს დაბნელება (რომელიც ვიზუალურად "სისხლიან მთვარეს" დაემსგავსება) ქვეცნობიერიდან ძველ წყენებს, დავიწყებულ შიშებსა და დაუსრულებელ ამბებს გაააქტიურებს. ის საბოლოო წერტილს დაუსვამს იმ ისტორიებს, რომლებსაც ვაყოვნებთ, მაგრამ მათ გაგრძელება აღარ უწერია. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღის შემდეგ საბოლოოდ გაირკვევა, რას წავიღებთ შემოდგომაზე და რას დავტოვებთ სამუდამოდ წარსულში.

დაბნელების დერეფნის გავლენას ასტრონომიულ მოვლენებამდე გაცილებით ადრე იგრძნობთ. პირველ დაბნელებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე ლომის ენერგია უკვე გააქტიურდება. დერეფნის დასრულების შემდეგ კი მღელვარება კიდევ ერთი კვირა გაგრძელდება. თუმცა, პიკი მაინც 12-დან 28 აგვისტომდე პერიოდზე მოდის.
თვის შუა რიცხვები ტურბულენტური იქნება. უკვე 11 აგვისტოს მარსი კირჩხიბის ნიშანში გადავა. ეს ჩვენ უფრო მოწყვლადსა და ფეთქებადს გაგვხდის. ოჯახური დავები, ყოფითი წვრილმანები და ძველი პრეტენზიები ჩვეულებრივზე მეტად გვატკენს გულს. ყველაზე ქაოსური დღე 17 აგვისტო შეიძლება, გახდეს, როდესაც მარსი ნეპტუნთან დაძაბულ ასპექტს შექმნის. ამ დღეს ძალების ამაოდ დახარჯვის, ახლობლების სიტყვების არასწორად გაგების ან აფიორაში ჩაბმის რისკი დიდია.
22 აგვისტოს შემდეგ მზე ზოდიაქოს ყველაზე პრაქტიკულ ნიშანში, ქალწულში გადავა და აზრებს მიწაზე დააბრუნებს. გაჩნდება ბიუჯეტის გადათვლის, სამუშაო სივრცის მოწესრიგებისა და გეგმების რეალისტურობის შეფასების სურვილი.
რა არ უნდა გავაკეთოთ დაბნელების დერეფანის დროს

12-დან 13 აგვისტოს ღამე განსაკუთრებული თარიღია. ამ დროს ერთ წერტილში ახალმთვარეობა, მზის დაბნელება და ძლიერი ვარსკვლავთცვენა იყრის თავს. პერსეიდების მეტეორული ნაკადი პიკს მიაღწევს. ამ პერიოდში ლომის კარიბჭე იხსნება და მიზნებისკენ მიმავალი გზები მაქსიმალურად სწორდება.
ასტროლოგების თქმით, ამ დროს მიზნების მისაღწევად სამყაროს დახმარება უნდა სთხოვოთ. ჩამოვარდნილ ვარსკვლავზე კონკრეტული სურვილი ჩაიფიქრეთ. სურვილი მკაფიო უნდა იყოს: რა გსურთ, რატომ და რა ვადაში. ეს რამდენჯერმე გაიმეორეთ.
12 აგვისტოს ცაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება. ექვსი პლანეტა ერთ ხაზზე განლაგდება. მერკურის, ვენერას, იუპიტერის, სატურნის, ურანისა და ნეპტუნის აღლუმს თითოეული ჩვენგანი იგრძნობს, თუმცა ზოგიერთი ნიშანი - განსაკუთრებით მწვავედ:
აგვისტოს მთავარი თავისებურება ერთმანეთის მიყოლებით მომხდარ მოვლენათა ჯაჭვში მდგომარეობს. ჯერ ლომის ცეცხლოვანი მზის დაბნელება გვიბიძგებს რისკისა და გაბედულებისკენ. შემდეგ დაბნელების დერეფანი იწყება, სადაც გეგმები სიმტკიცეს კარგავს. თვეს კი თევზების დაბნელება ასრულებს, რომელიც ყველა ეჭვს ზედაპირზე ამოიტანს.
ასტროლოგების თქმით, ეს თვე ემოციურ საქანელას დაემსგავსება. 12 აგვისტოდან კონტრასტების პერიოდი იწყება. ბევრის ცხოვრებაში კარმული გაკვეთილები შემოვა, რაც დაუსრულებელ საქმეებს, გაწყვეტილ ურთიერთობებსა და წარსულის ადამიანებს უკან დააბრუნებს და საბოლოო გადაწყვეტილებებისკენ გვიბიძგებს.