"...დაბადებიდანვე, ჭიპის დამუშავება იყო თუ ბანაობა და ასე შემდეგ, ჩემთვის ყოველდღიური ამბავი იყო... შვილები რომ გაჩნდნენ, პირველივე თვალის გასწორებიდან, მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს..." - კახა კინწურაშვილი მამობაზე და ოჯახზე - მშობლები

"...დაბადებიდანვე, ჭიპის დამუშავება თუ ბანაობა, ჩემთვის ყოველდღიური ამბავი იყო... შვილები რომ გაჩნდნენ, პირველივე თვალის გასწორებიდან, მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს..." - კახა კინწურაშვილი მამობაზე და ოჯახზე

2026-08-11 16:10:25+04:00

მსახიობი კახა კინწურაშვილი ანა ტყებუჩავას პოდკასტში "მეხუთე ელემენტი" საუბრობს მამობაზე, მეუღლეზე, პროფესიაზე და ა.შ.

  • კახა ცნობილია, როგორც კარგი მამა და მეუღლე. ის მთლიანად ჩართულია შვილების აღზრდაში, მოვლაში. 2013 წლის 13 აგვისტოს დაიწერა ჯვარი პროფესიით იურისტ მზიკა ყანჩელზე. წყვილს ორი შვილი ჰყავს - ქალ-ვაჟი. კახა მეუღლის პირველ მშობიარობას დაესწრო. მერე მშობიარობა კოვიდპანდემიას დაემთხვა და მხოლოდ ამიტომ არ იყოს მის გვერდით. "იოანეს დაბადებას დავესწარი. ეს იმდენად დიდი მოვლენაა, რომ ყველა კაცმა უნდა ნახოს. ესეც რომ არ იყოს, არ შეიძლება საყვარელი ადამიანი მიატოვო და ცალკე ინერვიულო. ქალი ამ დროს უდიდეს პროცესებს გადის. არ მეგონა, ასეთი შთამბეჭდავი პროცესი თუ იქნებოდა. იმის გამო არ დავსწრებივარ, მეფიქრა, ბავშვი, რომ დაიბადება, პირველმა ვნახო-მეთქი. მინდოდა, მზიკას გვერდით ვყოფილიყავი და მარტო არ დამეტოვებინა. ჩემი იქ ყოფნა ძალიან დაეხმარა", - აღნიშნა მაშინ მსახიობმა.

ამჯერად კი უფრო ვრცლად ისაუბრა ოჯახურ ამბებზე.

მამობა

- ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, ამხელა პასუხისმგებლობის აღება, მითუმეტეს ამ გადმოსახედიდან, უფრო მეტად იაზრებ პასუხისმგებლობას... დასაწყისში თითქოს რაღაცნაირად ინტუიციით ვხვდები, რომ დიდ პასუხისმგებლობასთან გექნება შეხება იმიტომ, რომ ეს არ არის რაღაცა ვალდებულება, რომ შვილი გააჩინო, უბრალოდ დემოგრაფიაზე იზრუნო... აქ არის რაღაც გადაწყვეტილება, ეხება ადამიანს, ცალკე სამყაროს, რომელიც იბადება, რომელსაც წინ ელის ბედნიერებაც, გულისტკივილიც, იმედგაცრუებაც და ამ ყველაფერს რომ წარმოიდგენ, ფიქრობ, რომ შენ რამდენად გაქვს ზოგადად უფლება, გარდა იმისა, რომ შენ გაქვს ამის შესაძლებლობა, რომ ადამიანი მოვლინო ამ ქვეყანას, რამდენად გაქვს ამის უფლება და რამდენად მზად ხარ იტვირთო პასუხისმგებლობა... იმიტომ, რომ მზადყოფნაში შვილის დაბადებას ვერ დახვდები, ეს არ არის რაღაცა, რომელსაც შეისწავლი, ეს არის პროცესი, ძალიან დიდი პროცესი, სიცოცხლეა, ცხოვრებაა... მთლიანობაში რაც შეეხება ზოგადად შვილთან ურთიერთობას, ჩემთვის პირადად გარდა იმისა, რომ ეს არის პასუხისმგებლობა, ამ პროცესმა მე როგორც ადამიანი ბევრად უფრო გამაძლიერა, შეიძლება ითქვას, რომ უკეთესიც გამხადა. უფრო მეტი ძალა მომცა, გავუმკლავდე იმ გამოწვევებს, რომელიც ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში არის.

kaxa-kincurashvil-1786451919.jpg

...დაბადებიდანვე, ჭიპის დამუშავება თუ ბანაობა და ასე შემდეგ, ჩემთვის ყოველდღიური ამბავი იყო. არაფრისთვის არ მიმიქცევია ყურადღება. შვილები რომ გაჩნდნენ, პირველივე დღიდან, პირველივე თვალის გასწორებიდან, მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს და ვცდილობ ვიყო სულ მათ გვერდით...

...თუმცა არასდროს არ ხარ საკმარისი, როგორც მშობელი. შვილისთვის არასდროს არ არის საკმარისი ის, რაც მშობელმა გააკეთა იმიტომ, რომ ჯერ ერთი შვილმა არ იცის, რეალურად რა გააკეთა თავიდან ბოლომდე... შეიძლება რაღაცას ხედავს, მაგრამ თუნდაც პატარა რომ იყო, რა გააკეთა, რისი გადალახვა მოუწიათ მშობლებს... ამიტომ კარგი მამობა თუ დედობა საკმარისად როგორ უნდა შეფასდეს, არ ვიცი... რომ აი, კარგი მამა ხარ თუ კარგი დედა ხარ, ეს პროცესია. ახლა მე ჩემს შვილებთან ერთად ვსწავლობ ურთიერთობას. რა თქმა უნდა, რაღაცა დალექილი გამოცდილება მაქვს, რაღაცა წაკითხული მაქვს, ნანახი მაქვს, საკუთარი მაქვს, ამ ყველაფერს ერთად ვაზავებ, მაგრამ ერთია, რომ ეს გამოცდილება გაქვს და მეორეა, რომ მართლა ნებისმიერი ადამიანი ცალკე ინდივიდია და შესაბამისად რაღაცეები ასე არ ჭრის.

მაგალითად, ჩემს შვილებთან თუნდაც რაღაცა კამათი რომ მომდის ან რაღაც არ მომწონს, ხალხი არის გარშემო თუ არ არის მაგას არ ვუფთრხილდები და ეს უბრალოდ ჩემი გადაწყვეტილება კი არ არის, ამაზე საუბარი გვქონია მე და იოანეს, მე და თინას. იცოდე, რომ რაღაცას ხალხის გამო არ გავითვალისწინებ იმიტომ, რომ შენ ხარ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე "ხალხი რას ეტყვის". ამიტომ მე და შენ თუ რაღაცაზე ვკამათობთ და ეგ შეიძლება ვიღაცისთვის უხერხული სანახავი იყოს, მე ეგ არ მაინტერესებს იმიტომ, რომ შენ ხარ ჩემთვის მნიშვნელოვანი, ანუ შენი პიროვნებაა ჩემთვის მნიშვნელოვანი და იმ წამს დაშვებულ შეცდომაზე მითითება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხალხი რას იფიქრებს. ამიტომ იგივეს აკეთებენ, სხვათა შორის, იოანეც და თინაც. თუ რამე ესე არ მოეწონება, პირდაპირ შეუძლიათ ხალხში თქვან და ეს გაუკეთებიათ ბევრჯერ და ეს ჩვენს ურთიერთობაში პრობლემა არ არის, პირიქით, რაღაცნაირად ეგ უფრო დიდ ძალას გვაძლევს...

488868486-9752192018134696-276206000130044837-n-1786451917.jpg

მშობიარობაზე დასწრება

...ეს იყო თანადგომა და თანაგრძნობა ამ პროცესში ჩემი მეუღლის მიმართ, იმიტომ, რომ ამხელა პროცესს გადის ადამიანი და მთავარ დღეს მთავარ მომენტში მის გვერდზე უნდა იყო. მიუხედავად იმისა რომ თავიდან არ უნდოდა, მერე მაგაზე აღარ გვილაპარაკია მთელი ორსულობის პერიოდი, აღარ ვაწუხებდი... მაგრამ დრო რომ მოვიდა, შევედი და პრობლემა არ ჰქონდა. თვითონაც მიხვდა, რომ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვისაც, როგორც პიროვნებისთვის.

kaxa-kincurash-64fa2-1786451918.jpg

დეა კულუმბეგაშვილის ფილმზე რომ ვმუშაობდით, რაღაც პერიოდი მე და ია (სუხიტაშვილი - რედ.) სამშობიაროში ვცხოვრობდით, ასე ვთქვათ. უფლება მოგვცეს, ტრენინგები გავიარეთ და მშობიარობებს ვესწრებოდით... მაგრამ სულ სხვა პროცესია, როდესაც უყურებ შენი შვილის დაბადებას. ძაან ძაან სუბიექტური ხარ მაგ შემთხვევაში და ბევრად უფრო მისტიკურ ელემენტებს ხედავ ამ ყველაფერში...

მეუღლის აზრი

...ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მსაზღვრელი, პირობითად, მე ეს გმირი გამომივიდა თუ არ გამომივიდა, არის ჩემი მეუღლე. რაღაც კუთხით ის რომ მოდის პრემიერაზე ან ნახულობს ფილმს, მისი აზრი ყველაზე მეტად მაინტერესებს. ჩემი შვილები ჯერ ვერ ნახულობენ... და მაინტერესებს, ის პერიოდი, რომელიც არ ვიყავი მათ გვერდით, ღირდა თუ არა. მაგ კუთხით ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ეს უფრო დიდ ძალას გაძლევს, ბევრად უფრო კონცენტრირებული ხარ მუშაობის დროს იმიტომ, რომ იცი: ერთია, რაღაცა საქმეს ემსახურები და პირობითად გამტარი ხარ ამ შემთხვევაში, და მეორეა, რომ შენი ცხოვრების ნაწილი მიაქვს ამას და ეს შენი ცხოვრების ნაწილი მარტო შენ არ გეკუთვნის, შენს ოჯასაც ეკუთვნის და შენი პასუხისმგებლობაა, ამ ნაწილის განაწილება როგორ მიდის... ამიტომ პირველი, ვისი აზრიც მაინტერესებს, მზიკაა.. მკაცრია, პირდაპირია..

511019792-24113527398241252-169910685509029812-n-1786451918.jpg514542577-24175849452009046-1683626278223332056-n-1786451918.jpg514264561-24186907114236613-6242540311771294883-n-1786451918.jpg

ოჯახური კრიზისები

...მთავარი სიყვარულია, აღმოჩენა საკუთარ თავში ამ განცდის და ვინ იწვევს ამ განცდას შენში, ეს ხომ მნიშვნელოვანია. ის, რომ ცხოვრება შეიძლება რუტინული იყოს, ეგ ერთია, ხვდები და როდესაც იღებ ისეთ გადაწყვეტილებას, რომ შენ ადამიანთან ერთად გინდა ცხოვრება, ანუ შენ აპრიორშივე შენს საკუთარ სივრცეს თმობ და ეს ძალიან დიდი გადაწყვეტილებაა. ძალიან უნდა გიყვარდეს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას თუ იღებ, მაშინ ამ გადაწყვეტილებას უნდა სცე ძალიან დიდი პატივი და ატარო... ცხოვრებაა... როგორც ხან წვიმიანი ამინდია და ხან - მზიანი, ზუსტად ეგრეა ყოველდღიურობა და ურთიერთობაც - შესაბამისად, უბრალოდ შენ უნდა მიიღო ის მოცემულობა, რა მოცემულობაც არის და თუ ამ მოცემულობაში ერთმანეთს ისევ ხედავთ, ერთმანეთი ისევ გაინტერესებთ, ყველა გამოწვევა ხდება მარტივი...

არ არსებობს სხვა რამ, რაც შეიძლება, შვილებზე წინ დავაყენო... შვილთან გატარებულ დროს არაფერი არ ჯობია... - ზვიად დოლიძე მამობაზე და შვილისთვის დაწერილი ემოციური ლექსი (ვიდეო)
ყოველდღე 8-ზე ვდგები, ვამზადებ, მიმყავს ბაღში, მერე ვრეცხავ სარეცხს... ბაღში თუ არ წავიდნენ, იმ დღეს დაღუპული ვარ... სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ჩემი გაზრდილები არიან - გიორგი ყიფშიძე მარტოხელა მამობაზე