როგორც ცნობილია, კრიშტიანუ რონალდუმ თითქმის ათწლიანი ურთიერთობის შემდეგ შეყვარებულსა და თავისი ორი შვილის დედაზე - ჯორჯინა როდრიგესზე იქორწინა. ქორწილის შესახებ ბევრი დაიწერა, თუმცა ის გასაიდუმლოებული იყო და ფოტოები არ გამოქვეყნებულა.
ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მხოლოდ მათი ხელების ფოტო, საქორწინო ბეჭდებიათ, პოსტს კი წყვილის ინიციალები, CG, დაურთო.

სულ რაღაც ერთ საათში პოსტმა თითქმის 6 მილიონი მოწონება დააგროვა. გულშემატკივრებმა კომენტარებში ახალდაქორწინებულებს მიულოცეს და ახალ ურთიერთობაში ბედნიერება უსურვეს.
2025 წლის აგვისტოში, 10 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, რონალდუმ საბოლოოდ სთხოვა თავის საყვარელ ქალს ხელი. პრესაში გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, საქორწინო ცერემონია 2026 წლის 8 აგვისტოს, პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე იყო დაგეგმილი.
დღესასწაულის ცენტრალური ნაწილი ფუნშალის ტაძარი იყო, 500 წელზე მეტი ხნის ისტორიული შენობა. ამ ადგილის არჩევა შემთხვევითი არ არის: რონალდუსთვის, რომლის ოჯახიც ყოველთვის კათოლიკურ ტრადიციებს იცავდა, მშობლიურ მიწაზე საუკუნოვან ეკლესიაში ქორწილი მის ფესვებთან სიმბოლური დაბრუნება იყო. მადეირა ფეხბურთელის დაბადების ადგილი არაა, თუმცა მან ბავშვობა აქ გაატარა, მისი დედა, დოლორეს ავეირო, აქ ცხოვრობს და აეროპორტში მისი სახელობის ქანდაკება და მუზეუმია.
საეკლესიო ცერემონიის შემდეგ, რომელიც ადგილობრივი დროით 15:00 საათზე იყო დაგეგმილი, სტუმრები და ახალდაქორწინებულები ხუთვარსკვლავიან Savoy Palace Hotel-ში მდიდრულ მიღებას უნდა დასწრებოდნენ. ამ სასტუმროში ფასები ღამეში 1100 ფუნტიდან იწყება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სასტუმროს ორი სართული და რამდენიმე ბარის ზონა უკვე დაჯავშნილია 7 და 8 აგვისტოსთვის და სტუმრებს ეცნობათ კერძო ღონისძიებისთვის ზოგიერთი ზონის დახურვის გამო შესაძლო უხერხულობის შესახებ.
ბანკეტი, გავრცელებული ხმების მიხედვით, ტრადიციული პორტუგალიური კერძებით და ცნობილი შეფ-მზარეულების საფირმო კერძებით უნდა გაეწყოთ.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა სავარაუდო სტუმრების სია, რომელშიც ათობით გლობალური ვარსკვლავია: კილიან მბაპე, ვინისიუს უმცროსი, რიო ფერდინანდი, ვინ დიზელით, რიანა, ჯენიფერ ლოპესი, დრეიკი, ტრევის სკოტი და სხვდები. ზეიმს ასევე დაესწრებიან რონალდუს თანაგუნდელები და პორტუგალიელი ვარსკვლავები. და მთავარი სახელი, რომელმაც ნამდვილი დისკუსია გამოიწვია - ლიონელ მესი, რონალდუს დიდი ხნის მეტოქე საფეხბურთო მოედანზე.
შეგახსენებთ, რომ სპორტულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი წყვილის რომანი 2016 წელს მადრიდში დაიწყო, სადაც ჯორჯინა Gucci-ს ბუტიკში გაყიდვების ასისტენტად მუშაობდა. იმ დროს რონალდუ რეალ მადრიდში თამაშობდა და შემთხვევითი შეხვედრა თითქმის ათი წლის განმავლობაში მიმდინარე ურთიერთობაში გადაიზარდა.



2025 წლის აგვისტოს ჯორჯინამ სოციალურ ქსელში მდიდრული ნიშნობის ბეჭდით გამოჩნდა. ბეჭდის ღირებულება დაახლოებით 5 მილიონ დოლარად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ის დაახლოებით 35 კარატიანი ბრილიანტით არის შემკული.