მლეთაში გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის საქმეზე პირველად ალაპარაკდა საჯაროდ და ტვ-პირველს მისცა ინტერვიუ ანი გელაშვილმა, რომელიც გურამთან ერთად იყო იმ დღეს და რომელიც არის კახა გელაშვილის ქალიშვილი - რომელიც იმ დღეს ახალგაზრდებს თან ახლდა. ანი გელაშვილი ამბობს, რომ პირველივე დღიდან თანამშრომლობდა ყველა გამოძიებასთან, საუბრობს იმაზე, რომ გურამმა რატომღაც განგებ უთხრა დედას, რომ ტელეფონის "კარტა" დაეწვა და ტელეფონი სახლში დატოვა, და რომ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელზეც თითქოსდა გურამ დადიანიძის ხმაა აღბეჭდილი, რომელიც შველას ითხოვს, ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს:
- სიცრუეა, რომ სამძებრო სამუშაოები შეწყდა ოთხი დღის შემდეგ. პირადად ჩვენ, მთელი გურიკას სამეგობრო, არა მარტო სანათესაო, ყველანი ერთი თვის განმავლობაში სამძებრო სამუშაოებს ვატარებდით სხვადასხვა ეკიპაჟთან ერთად. ეს იყო სამაშველო ეკიპაჟი, საპატრულო ეკიპაჟი. ჩვენ ისინი გვეხმარებოდნენ, ჩვენ მათ ვეხმარებოდით და ყველანი ერთობლივი ძალებით ვცდილობდით ჩვენი მეგობრის მოძებნას პირველივე წუთიდან. ამას ხაზგასმით ვიტყვი და ამას ადასტურებს კიდევაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადება, რომელშიც ხაზგასმით არის ნაჩვენები, რომ ჩვენ საპატრულო და სამაშველო ეკიპაჟებს მაშინვე შევატყობინეთ ჩვენი მეგობრის დაკარგვასთან დაკავშირებით...
პირდაპირ გეტყვით, მხოლოდ ჩემი დაკითხვის ფურცელი აღემატება ათს და თქვენ წარმოიდგინეთ, თექვსმეტი მოწმე რომ იკითხება....
დადგინდება კიდეც, რომ არანაირი "კარტა" არ ყოფილა გადამწვარი... თავად თქვა ეს, რომ დაეწვა ნომერი და ამიტომ, და ეს უთხრა დედას, რომ კარტა იყო გადამწვარი.თუმცა რეალობა თურმე სხვაა.
აქ კიდევ ერთი ძალიან საეჭვო გარემოებაა. ლომისაზე წასვლა დაიგეგმა იმ დღეს. ჩვენ არავინ არ ვიცოდით, თუნდაც წინა დღეს, რომ ხვალ წავიდოდით ლომისაზე. აი, ეს მინდა ხაზგასმით ვთქვა... რომ გავიგე ქალბატონი სოფოს მხრიდან, რომ გურიკამ წინა დღით შეატყობინა ლომისაზე წასვლასთან დაკავშირებით, ძალიან დიდი კითხვის ნიშანი გამიჩნდა. რანაირად, თუკი ჩვენ იმ დღეს დავიგეგმეთ?
...ჩვენ თვითონაც ძალიან დიდ გაურკვევლობაში ვართ, ჩვენთვისაც ძალიან დიდი ბურუსით არის ეს ამბავი მოცული.როგორ შეიძლება ადამიანი აორთქლდეს, სადაც არანაირი კვალი, მით უმეტეს, რომ მაშინვე ერთვებიან სამძებრო სამუშაოებში, არაერთი სხვადასხვა სტრუქტურა, მოსახლეობა, რომელმაც ყველა ქვა იცის სად არის? ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს.
არავისთან არ უკამათია, არც ჩვენთან და არც სხვასთან. ჩვენ თვალწინ იქ არანაირი კამათი არ მომხდარა... მკვლელობის ვერსიად ცალსახად გამოვრიცხავთ...
...ამაზე ალბათ ოჯახის წევრები უფრო ამომწურავად გაგცემენ პასუხს...
მამას ძალიან ვეცოდებოდით მთელი ის დღეები, ჩვენთან ერთად რომ დადიოდა...