რა სასჯელი ელის ქალს, რომელსაც შვილების მკვლელობისთვის ასამართლებენ და რა თქვა სასამართლოზე მისმა ყოფილმა ქმარმა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მეორედ დაქორწინდა? - მშობლები

რა სასჯელი ელის ქალს, რომელსაც შვილების მკვლელობისთვის ასამართლებენ და რა თქვა სასამართლოზე მისმა ყოფილმა ქმარმა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მეორედ დაქორწინდა?

2026-08-12 23:36:59+04:00

ამ საქმის განხილვას მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს. ამერიკაში, მასაჩუსეტსში მცხოვრები 35 წლის ქალი, ყოფილი მედდა, ლინდსი კლენსი სასამართლოს წინაშე სამი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობის ბრალდებით წარდგა. მე-12 დღეა, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროკურორები ამტკიცებენ, რომ ლინდსიმ წინასწარ განზრახვით და დაგეგმილად მოკლა საკუთარი შვილები. ძიების მიხედვით, 2023 წლის 24 იანვარს ლინდსი კლენსიმ თავისი სამი შვილი — 5 წლის კორა, 3 წლის დოუსონი და 8 თვის კალანი — სავარჯიშო ზოლების გამოყენებით მოკლა, გაგუდა.

თუმცა საქმე თავიდანვე უჩვეულოდ წარიმართა იმის გამო, რომ დაცვის მხარემ "მშობიარობის შემდგომ დეპრესიას" დააბრალა ეს ყველაფერი და ქალის მძიმე ფსიქიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ასევე იმ პრეპარატებს, რომლებსაც ის იღებდა. თავადაც ამბობს, რომ ხმები ჩაესმოდა, რომლებიც ბავშვებისა და საკუთარი თავის მოკვლას უბრძანებდნენ... ამიტომაც გადახტა ის მეორე სართულიდან მას მერე, რაც შვილები გამოასალმა სიცოცხლეს...

რა ხდება სასამართლოზე

ლინდსი კლენსის სასამართლო პროცესი მეთორმეტე დღეა მიმდინარეობს. კლენსი თავს დამნაშავედ არ ცნობს სამართლებრივი თვალსაზრისით, თუმცა არ უარყოფს, რომ შვილების სიკვდილი მის მოქმედებებს უკავშირდება. მისი დაცვის მთავარი არგუმენტი არის, რომ მკვლელობის მომენტში მას ჰქონდა მძიმე ფსიქიკური აშლილობა — მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი და ბიპოლარული აშლილობის სიმპტომები — და ამიტომ სისხლისსამართლებრივად პასუხისმგებელი არ უნდა იყოს.

პროკურატურა კი ამტკიცებს სრულიად საპირისპიროს: კლენსიმ შეგნებულად და წინასწარ განზრახვით იმოქმედა, რის გამოც მას პირველი ხარისხის მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

072226-gd-plymouth-clancy-05-1786566085.jpg

ამჟამინდელი მთავარი ბრძოლა სწორედ ფსიქიკურ მდგომარეობაზეა.ბოლო დღეებში სასამართლოში განსაკუთრებით საინტერესო გახდა მისი ფსიქიატრიული მკურნალობის ისტორია.

დაცვის მხარე ცდილობს აჩვენოს, რომ ტრაგედიამდე კლენსის მდგომარეობა სწრაფად უარესდებოდა:

  • ჰქონდა მძიმე უძილობა;
  • ჰქონდა აკვიატებული და საშიში აზრები;
  • საუბრობდა სიცოცხლის დასრულების სურვილზე;
  • იღებდა სხვადასხვა ფსიქოტროპულ მედიკამენტს;
  • სხვადასხვა ექიმთან მკურნალობდა და ამ ექიმებს ერთმანეთან კავშირი არ ჰქონიათ;
  • გარკვეულ მომენტში ფსიქიატრიულ კლინიკაში თვითონაც მივიდა დახმარების სათხოვნელად.

დაცვას სურს დაანახოს ნაფიც მსაჯულებს, რომ ეს ყველაფერი არ იყო უბრალოდ დეპრესია და რომ კლენსის რეალობის აღქმა შესაძლოა უკვე სერიოზულად დარღვეული ჰქონდა.

პროკურატურის პრობლემა კი ის არის, რომ კლენსის მკურნალ ექიმთა ნაწილმა სასამართლოში განაცხადა: მათ არ დაუნახავთ ისეთი ნიშნები, რომლებიც მიუთითებდა, რომ იგი შვილებისთვის უშუალო საფრთხეს წარმოადგენდა. მაგალითად, მისი ერთ-ერთი ფსიქიატრი ამბობს, რომ კლენსისთან შეხვედრების დროს არ გამოვლენილა ჰალუცინაციები ან კონკრეტული გეგმა ბავშვების მოსაკლავად.

ყველაზე მძიმე დღევანდელი ჩვენება

დღეს, 12 აგვისტოს, ნაფიცმა მსაჯულებმა მოუსმინეს სამედიცინო ექსპერტს, ექიმ სტოუნბრიჯს, რომელმაც ბავშვების სიკვდილის სამედიცინო დეტალებზე ისაუბრა.ჩვენება იმდენად მძიმე იყო, რომ კლენსი სასამართლო დარბაზში ატირდა. ექსპერტმა აღწერა ბავშვებში ასფიქსიის ნიშნები და მათი მდგომარეობა მას შემდეგ, რაც ისინი დაიხოცნენ.

ამავე დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა მთავარი წინააღმდეგობა: ერთი მხრივ, დაცვა საუბრობს კლენსის მძიმე ფსიქიკურ კრიზისზე; მეორე მხრივ, პროკურატურა ცდილობს აჩვენოს, რომ მისი ქმედებები იყო კონკრეტული, თანმიმდევრული და გაცნობიერებული.

lindsay-clancy-ap-jt-260806-1786046215724-hpmain-1x1-992-1786566086.jpg

სასჯელი

თუ კლენსი დამნაშავედ ცნეს პირველი ხარისხის მკვლელობაში, მას უვადო პატიმრობა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე ემუქრება. თუ ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს დაცვის პოზიცია და დაასკვნეს, რომ იგი დანაშაულის მომენტში ფსიქიკური დაავადების გამო სისხლისსამართლებრივად პასუხისმგებელი არ იყო, შედეგი სრულიად განსხვავებული იქნება — ასეთ შემთხვევაში იგი ციხის ნაცვლად ფსიქიატრიულ დაწესებულებაში შეიძლება მოათავსონ.

სად იყო ბავშვების მამა?

ეს ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ნაწილია ამ ამბის.მამა, პატრიკ კლენსი იმ დღეს სახლში იყო. ლინდსიმ მას უთხრა, რომ გასულიყო რაღაც პროდუქტების საყიდლად. პატრიკი სახლიდან გავიდა, ხოლო ლინდსი ბავშვებთან მარტო დარჩა.

ldvtppwxkcak3f7u75sm56pxwa-1786566638.jfif

12751472-clancy-family-ho-mz-15-230130-1675102993185-hpmain-16x9-992-1786564545.jpegimages-1786564545.jfif

ძიების ვერსიით, პატრიკი დაახლოებით 45 წუთი იყო გარეთ, აფთიაქში და მაღაზიაში. სავარაუდოდ, ამ პერიოდში მოკლა ქალმა ბავშვები, შემდეგ კი თვითონ მეორე სართულიდან გადმოხტა... თუმცა გადარჩა და პარალიზებული დარჩა.

maxresdefault-1786564545.jpg

როდესაც პატრიკი დაბრუნდა, მან თავად აღმოაჩინა ცოლი, რომელიც მიწაზე ეგდო, და მოგვიანებით - ბავშვების ცხედრები სახლის სარდაფში... და მანვე დარეკა 911-ზე...

რა თქმა უნდა, პატრიკი არაერთხელ გამოიკითხა გამომძიებლების მიერ და ჩვენებები მისცა სასამართლოშიც. ყველაზე მთავარი შეკითხვა მისი მისამართით - ნუთუ ვერ ხვდებოდა, რომ მის ცოლს არ ჰქონდა ჯანსაღი ფსიქიკა (თუ მკვლელობების მძიმე ფსიქიკური მდგომარეობის შედეგია) და როგორ ტოვებდა მას შვილებთან? მით უმეტეს, გავრცელებული ცნობებით, იმ პერიოდში ლინდსი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს მკურნალობდა და ოჯახი დახმარებას ეძებდა.

ამიტომ პროკურატურისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა: რამდენად მოულოდნელი იყო მისი ქმედება და შეეძლო თუ არა ქმარს ამის წინასწარ განჭვრეტა?

260729-patrick-clancy-rs-03670b-1786564545.webp

სასამართლოზე მან დეტალურად ისაუბრა შვილებზე და იმ საღამოს მოვლენებზე. მისი ჩვენება განსაკუთრებით ემოციური იყო, რადგან მან ბავშვები თავად იპოვა...

პატრიკის გამოსვლებში ისიც საინტერესოა, რომ ის არასდროს ადანაშაულებს დედას და არც აგრესიულია მის მიმართ. ის არის ადამიანი, რომელმაც დაკარგა სამივე შვილი, ხოლო მის ცოლს ამ საზარელ მკვლელობებში ადანაშაულებენ...

ამასთან, მისი ოჯახის წევრებიც სასამართლოში ლინდსის წინააღმდეგ განსაკუთრებით აგრესიულ პოზიციას არ იკავებენ. მაგალითად, მისმა მამამ, კრისტოფერ კლენსიმ,სასამართლოში ლინდსის შესახებ თქვა, რომ ის კარგი დედა იყო, რაც დაცვისთვის მნიშვნელოვანი ჩვენებაა.

ეს დეტალი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან დაცვის მთელი სტრატეგიაა აჩვენოს: ლინდსი არ იყო ჩვეულებრივი, მოძალადე ან გულგრილი დედა — ის იყო ადამიანი, რომლის ფსიქიკური მდგომარეობაც ტრაგედიამდე სწრაფად და კატასტროფულად გაუარესდა.

პროკურატურა კი ცდილობს აჩვენოს საპირისპირო: რომ მან საკმარისი დრო და შესაძლებლობა მიიღო გადაწყვეტილების მისაღებად, ბავშვები ერთმანეთის მიყოლებით მოკლა და შემდეგ ფანჯრიდან გადახტა, რაც, მათი აზრით, უფრო გაცნობიერებულ მოქმედებაზე მიუთითებს.

და სწორედ ამიტომაა ეს საქმე იურიდიულად ძალიან რთული: ფაქტობრივად მკვლელობაზე დიდი დავა აღარ არის; ბრძოლა მიდის იმაზე, იყო თუ არა ლინდსი იმ მომენტში სამართლებრივად შეურაცხადი.

და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი:

ამასობაში, სანამ საქმეს იძიებენ, პატრიკი ლინდსის გაეყარა და მეორედ იქორწინა. 2026 წლის აპრილში ის ნიუ-იორკში მოღვაწე რეპროდუქციულ ენდოკრინოლოგზე დაქორწინდა...

დანაშაული სასჯელის გარეშე - მას საუკეთესო მეგობრის ქმართან ფარული რომანი ჰქონდა, რამაც საბოლოოდ მკვლელობამდე მიიყვანა
დედა ქალიშვილს ანონიმურად უგზავნიდა მუქარის შემცველ, დამამცირებელ მესიჯებს და თვითმკვლელობისკენაც მოუწოდებდა - მიზეზად შვილის შეყვარებულის მიმართ სიმპათიებიც დასახელდა