შეძლებდით 2026 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის ერთიანი ეროვნული გამოცდის ტექსტის რედაქტირების სწორად შესრულებას?  - ტესტი - მშობლები

შეძლებდი ქართულის ეროვნული გამოცდის ჩაბარებას? - ტესტი წლევანდელი გამოცდის შეკითხვებით

2026-08-13 10:47:12+04:00

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, გამოცდების დასრულების შემდეგ, სხვადასხვა საგანში გამოყენებული ტესტები და შეფასების სქემები გამოაქვეყნა.

დღეს ერთ საინტერესო ტესტს გთავაზობთ: ქართული ენისა და ლიტერატურის ტექსტის რედაქტირების დავალებებიდან სხვადასხვა წინადადება ამოვარჩიეთ. თქვენი ამოცანაა, წინადადებები გაასწოროთ. ხოლო, თუ თვლით, რომ გასწორება არ სჭირდება, უცვლელად დატოვოთ.

ეს ტესტი დაგეხმარებათ, გაიგოთ, რამდენად კარგად გახსოვთ გრამატიკა და ის საკითხები, რომლებიც სასკოლო პროგრამითაა გათვალისწინებული:

1. პირველი ვარიანტის ტექსტის რედაქტირების დავალებაში შემდეგი წინადადება გვხვდება:

ორივე ავტორი კარგად იცნობდნენ ძველ ქართულ ხუროთმოძღვრებას.

შეცვლიდით ამ წინადადებას? თუ შეცვლიდით, აირჩიეთ შესაბამისი პასუხი:

  • არ შევცვლიდი, წინადადება სწორად წერია.
  • შევცვლიდი შემდეგი ფორმით: ორივე ავტორი კარგად იცნობდა ძველ ქართულ ხუროთმოძღვრებას.
  • შევცვლიდი შემდეგი ფორმით: ორივე ავტორები კარგად იცნობდნენ ძველ ქართულ ხუროთმოძღვრებას.
  • შევცვლიდი შემდეგი ფორმით: ორივე ავტორები კარგად იცნობდა ძველ ქართულ ხუროთმოძღვრებას.

2. პირველი ვარიანტის ტექსტის რედაქტირების დავალებაში შემდეგი წინადადება გვხვდება:

ბანკის შენობა, რომელიც ძველი ხუროთმოძღვრული მოტივების გამოყენების შესანიშნავი ნიმუშია დიდი გავლენა იქონია შემდგომი პერიოდის ქართული არქიტექტურის განვითარებაზე.

გაასწორეთ წინადადება:

  • ბანკის შენობა, რომელიც ძველი ხუროთმოძღვრული მოტივების გამოყენების შესანიშნავი ნიმუშია, დიდი გავლენა იქონია შემდგომი პერიოდის ქართული არქიტექტურის განვითარებაზე.
  • ბანკის შენობამ, რომელიც ძველი ხუროთმოძღვრული მოტივების გამოყენების შესანიშნავი ნიმუშია, დიდი გავლენა იქონია შემდგომი პერიოდის ქართული არქიტექტურის განვითარებაზე.
  • ბანკის შენობამ, რომელიც ძველი ხუროთმოძღვრული მოტივების გამოყენების შესანიშნავი ნიმუშია დიდი გავლენა იქონია, შემდგომი პერიოდის ქართული არქიტექტურის განვითარებაზე.

3. მეორე ვარიანტის ტექსტის რედაქტირების დავალებაში შემდეგი წინადადება გვხვდება:

ეს ულამაზესი შენობა მე-XX საუკუნის დასაწყისში ევროპაში გავრცელებული მოდერნის სტილით არის აგებული.

შეცვლიდით წინადადებას? თუ შეცვლიდით, აირჩიეთ შესაბამისი პასუხი:

  • არ შევცვლიდი, წინადადება სწორად წერია.
  • შევცვლიდი შემდეგი ფორმით: ეს ულამაზესი შენობა მე-XX-ე საუკუნის დასაწყისში ევროპაში გავრცელებული მოდერნის სტილით არის აგებული.
  • შევცვლიდი შემდეგი ფორმით: ეს ულამაზესი შენობა XX-ე საუკუნის დასაწყისში ევროპაში გავრცელებული მოდერნის სტილით არის აგებული.
  • შევცვლიდი შემდეგი ფორმით: ეს ულამაზესი შენობა XX საუკუნის დასაწყისში ევროპაში გავრცელებული მოდერნის სტილით არის აგებული.

4. მეორე ვარიანტის ტექსტის რედაქტირების დავალებაში შემდეგი წინადადება გვხვდება:

თავის მშვენიერ სახლში სარაჯიშვილი ხშირათ აწყობდა არისტოკრატთა და ხელოვანთა შეკრებებს.

როგორ გაასწორებდით?

  • თავისი მშვენიერ სახლში სარაჯიშვილი ხშირათ აწყობდა არისტოკრატთა და ხელოვანთა შეკრებებს.
  • მის მშვენიერ სახლში სარაჯიშვილი ხშირად აწყობდა არისტოკრატთა და ხელოვანთა შეკრებებს.
  • თავის მშვენიერ სახლში სარაჯიშვილი ხშირად აწყობდა არისტოკრატთა და ხელოვანთა შეკრებებს.

5. მესამე ვარიანტის ტექსტის რედაქტირების დავალებაში შემდეგი წინადადება გვხვდება:

კედლის მხატვრობა, ბუხრების გაფორმება და ვიტრაჟები ეკუთვნით ირანელ ოსტატებს, ვინც იმ დროს თბილისში სამუშაოდ იყვნენ ჩამოსულნი.

როგორ გაასწორებდით?

  • კედლის მხატვრობა, ბუხრების გაფორმება და ვიტრაჟები ეკუთვნით ირანელ ოსტატებს, რომლებიც იმ დროს თბილისში სამუშაოდ იყვნენ ჩამოსულნი.
  • კედლის მხატვრობა, ბუხრების გაფორმება და ვიტრაჟები ეკუთვნით ირანელ ოსტატებს, რომელიც იმ დროს თბილისში სამუშაოდ იყვნენ ჩამოსულნი.
  • კედლის მხატვრობა, ბუხრების გაფორმება და ვიტრაჟები ეკუთვნით ირანელ ოსტატებს, ვინებიც იმ დროს თბილისში სამუშაოდ იყვნენ ჩამოსულნი.

6. მესამე ვარიანტის ტექსტის რედაქტირების დავალებაში შემდეგი წინადადება გვხვდება:

სამ სართულიანი შენობის ფასადი ევროპულია.

გაასწორებდით ამ წინადადებას? თუ შეცვლიდით, აირჩიეთ შესაბამისი პასუხი:

  • არ შევცვლიდი, წინადადება სწორად წერია.
  • შევცვლიდი შემდეგი ფორმით: სამსართულიანი შენობის ფასადი ევროპულია.
  • შევცვლიდი შემდეგი ფორმით: სამსართულებიანი შენობის ფასადი ევროპულია.

7. მესამე ვარიანტის ტექსტის რედაქტირების დავალებაში შემდეგი წინადადება გვხვდება:

სახლის მაშინდელი მეპატრონეს სურვილით 1902 წელს შენობის მარცხენა ნაწილი შეუცვლიათ.

როგორ შეცვლიდით ამ წინადადებას?

  • სახლის მაშინდელ მეპატრონეს სურვილით 1902 წელს შენობის მარცხენა ნაწილი შეუცვლიათ.
  • სახლის მაშინდელ მეპატრონის სურვილით 1902 წელს შენობის მარცხენა ნაწილი შეუცვლიათ.
  • სახლის მაშინდელი მეპატრონის სურვილით 1902 წელს შენობის მარცხენა ნაწილი შეუცვლიათ.

8. მეოთხე ვარიანტის ტექსტის რედაქტირების დავალებაში შემდეგი წინადადება გვხვდება:

თბილისში აღმაშენებლის გამზირზე, დგას შენობა რაც ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ნაგებობაა.

როგორ გაასწორებდით?

  • თბილისში აღმაშენებლის გამზირზე, დგას შენობა, რაც ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ნაგებობაა.
  • თბილისში აღმაშენებლის გამზირზე დგას შენობა, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ნაგებობაა.
  • თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, დგას შენობა, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ნაგებობაა.

9. მეოთხე ვარიანტის ტექსტის რედაქტირების დავალებაში შემდეგი წინადადება გვხვდება:

კინოთეატრ „აპოლოს“ შენობა 20-ე საუკუნის დასაწყისში ევროპაში გავრცელებული მოდერნის სტილის საუკეთესო ნიმუშია.

როგორ გაასწორებდით?

  • კინოთეატრ „აპოლოს“ შენობა მე-20-ე საუკუნის დასაწყისში ევროპაში გავრცელებული მოდერნის სტილის საუკეთესო ნიმუშია.
  • კინოთეატრ „აპოლოს“ შენობა მე-20 საუკუნის დასაწყისში ევროპაში გავრცელებული მოდერნის სტილის საუკეთესო ნიმუშია.
  • კინოთეატრი „აპოლოს“ შენობა მე-20 საუკუნის დასაწყისში ევროპაში გავრცელებული მოდერნის სტილის საუკეთესო ნიმუშია

10. მეოთხე ვარიანტის ტექსტის რედაქტირების დავალებაში შემდეგი წინადადება გვხვდება:

მოდერნის სტილის მრავალი ნიშნები შეიმჩნევა ნაგებობის ინტერიერშიც.

როგორ შეცვლიდით?

  • მოდერნის სტილის მრავალი ნიშანი შეიმჩნევა ნაგებობის ინტერიერშიც.
  • მოდერნის სტილის მრავალი ნიშნები შეიმჩნევა ნაგებობის ინტერიერებშიც.
  • მოდერნის სტილების მრავალი ნიშნები შეიმჩნევა ნაგებობის ინტერიერშიც.

სწორი პასუხები:

  1. ორივე ავტორი კარგად იცნობდა ძველ ქართულ ხუროთმოძღვრებას.
  2. ბანკის შენობამ, რომელიც ძველი ხუროთმოძღვრული მოტივების გამოყენების შესანიშნავი ნიმუშია, დიდი გავლენა იქონია შემდგომი პერიოდის ქართული არქიტექტურის განვითარებაზე.
  3. ეს ულამაზესი შენობა XX საუკუნის დასაწყისში ევროპაში გავრცელებული მოდერნის სტილით არის აგებული.
  4. თავის მშვენიერ სახლში სარაჯიშვილი ხშირად აწყობდა არისტოკრატთა და ხელოვანთა შეკრებებს.
  5. კედლის მხატვრობა, ბუხრების გაფორმება და ვიტრაჟები ეკუთვნით ირანელ ოსტატებს, რომლებიც იმ დროს თბილისში სამუშაოდ იყვნენ ჩამოსულნი.
  6. სამსართულიანი შენობის ფასადი ევროპულია.
  7. სახლის მაშინდელი მეპატრონის სურვილით 1902 წელს შენობის მარცხენა ნაწილი შეუცვლიათ.
  8. თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, დგას შენობა, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ნაგებობაა.
  9. კინოთეატრ „აპოლოს“ შენობა მე-20 საუკუნის დასაწყისში ევროპაში გავრცელებული მოდერნის სტილის საუკეთესო ნიმუშია.
  10. მოდერნის სტილის მრავალი ნიშანი შეიმჩნევა ნაგებობის ინტერიერშიც.

ზოგადი განათლება, მართლწერის საკითხების ცოდნა, მსჯელობის, დამოუკიდებელი აზროვნების, დაკვირვების, ტექსტის სწორად წაკითხვისა და გააზრების უნარი - სწორედ ეს სჭირდებათ აბიტურიენტებს - ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდილი პედაგოგის რჩევები აბიტურიენტებს
მადლობა მოუხადა თუ მადლობა გადაუხადა? - შეამოწმეთ, რამდენად კარგად იცით ქართული მართლწერა (ტესტი)