კაცი, რომლის ცოლმაც შვილები მოკლა და სასჯელს ელოდება, მალევე დაქორწინდა... ისიც აღიარა, რომ იცოდა ცოლის მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაზე... - სულ უფრო მატულობს ეჭვები და შეკითხვები ბრალდებულის ქმრის მისამართით - მშობლები

კაცი, რომლის ცოლმაც შვილები მოკლა და სასჯელს ელოდება, მალევე დაქორწინდა... ისიც აღიარა, რომ იცოდა ცოლის მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაზე... - სულ უფრო მატულობს ეჭვები და შეკითხვები ბრალდებულის ქმრის მისამართით

2026-08-13 20:36:41+04:00

როგორც ცნობილია, ამერიკაში გახმაურებული სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმის განხილვას მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს. მასაჩუსეტსში მცხოვრები 35 წლის ქალი, ყოფილი მედდა, ლინდსი კლენსი სასამართლოს წინაშე სამი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობის ბრალდებით წარდგა და სასამართლო პროცესი კვლავ მიმდინარეობს. დღეს ნაფიცი მსაჯულები იმ სახლში იყვნენ, სადაც ეს საშინელი ტრაგედია დატრიალდა.

პროკურორები ამტკიცებენ, რომ ლინდსიმ წინასწარ განზრახვით და დაგეგმილად მოკლა საკუთარი შვილები. ძიების მიხედვით, 2023 წლის 24 იანვარს ლინდსი კლენსიმ თავისი სამი შვილი — 5 წლის კორა, 3 წლის დოუსონი და 8 თვის კალანი — სავარჯიშო ზოლების გამოყენებით მოკლა, გაგუდა. დაცვის მხარე კი "მშობიარობის შემდგომ დეპრესიას" და მის შემდგომ ფსიქიკურ გართულებებს აბრალებს ამ ყველაფერს, ასევე იმ პრეპარატებს, რომლებსაც ის იღებდა. თავად ქალიც ამბობს, რომ ხმები ჩაესმოდა, რომლებიც ბავშვებისა და საკუთარი თავის მოკვლას უბრძანებდნენ... ამიტომაც გადახტა ის მეორე სართულიდან მას მერე, რაც შვილები გამოასალმა სიცოცხლეს...ის ახლაც ეტლში მჯდომი ესწრება სასამართლო პროცესებს.

lindsay-clancy-ap-jt-260806-1786046215724-hpmain-1x1-992-1786566086.jpg072226-gd-plymouth-clancy-05-1786566085.jpg

თუ კლენსი დამნაშავედ ცნეს პირველი ხარისხის მკვლელობაში, მას უვადო პატიმრობა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე ემუქრება. თუ ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს დაცვის პოზიცია და დაასკვნეს, რომ იგი დანაშაულის მომენტში ფსიქიკური დაავადების გამო სისხლისსამართლებრივად პასუხისმგებელი არ იყო, შედეგი სრულიად განსხვავებული იქნება — ასეთ შემთხვევაში იგი ციხის ნაცვლად ფსიქიატრიულ დაწესებულებაში შეიძლება მოათავსონ...

12751472-clancy-family-ho-mz-15-230130-1675102993185-hpmain-16x9-992-1786564545.jpeg

თუმცა ბოლო დღეებში სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის მისი მეუღლის სახელი და სულ უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ მისი ის როლი, რაც ამჟამად იკვეთება (ანუ არავითარი) დანაშაულში, მთლად ასეც არ უნდა იყოს... ამ მომენტისთვის არ არსებობს საჯაროდ ცნობილი მტკიცებულება, რომ პატრიკმა დაგეგმა დანაშაული, ლინდსი წააქეზა ან მისი ფსიქიკური მდგომარეობით მანიპულირებდა. მისთვის ამ საქმეში არანაირი ბრალი არ წაუყენებიათ. პირიქით, სასამართლოში ამჟამად ბრალდებული მხოლოდ ლინდსია. თუმცა ეჭვები და კითხვები არსებობს და ყოველდღიურად ძლიერდება.

მივყვეთ მოვლენებს და გავიგოთ, რამდენად აქვს უფლება არსებობის ვერსიას, რომ კლენსის ქმარი ძალიან კარგად აცნობიერებდა ყველაფერს და ამ მთელი ტრაგედიის შემდეგ, ის არის მხოლოდ "კარგად" - ამასობაში, სანამ საქმეს იძიებენ, პატრიკმა მოასწრო, რომ ლინდსიზე განქორწინებულიყო, ახალი სიყვარული გაეჩინა და მეორედ ექორწინა. 2026 წლის აპრილში ის ნიუ-იორკში მოღვაწე რეპროდუქციულ ენდოკრინოლოგზე დაქორწინდა...

სად იყო ბავშვების მამა დანაშაულის დროს?

პატრიკ კლენსი იმ დროს სახლში იყო. ლინდსიმ მას უთხრა, რომ გასულიყო რაღაც პროდუქტების საყიდლად. პატრიკი სახლიდან გავიდა, ხოლო ლინდსი ბავშვებთან მარტო დარჩა.

ძიების ვერსიით, პატრიკი დაახლოებით 45 წუთი იყო გარეთ, აფთიაქში და მაღაზიაში. სავარაუდოდ, ამ პერიოდში მოკლა ქალმა ბავშვები, შემდეგ კი თვითონ მეორე სართულიდან გადმოხტა...როდესაც პატრიკი დაბრუნდა, მან თავად აღმოაჩინა ცოლი, რომელიც მიწაზე ეგდო, და მოგვიანებით - ბავშვების ცხედრები სახლის სარდაფში... და მანვე დარეკა 911-ზე...

260729-patrick-clancy-rs-03670b-1786564545.webp

რა თქმა უნდა, პატრიკი არაერთხელ გამოიკითხა გამომძიებლების მიერ და ჩვენებები მისცა სასამართლოშიც. ყველაზე მთავარი შეკითხვა მისი მისამართით - ნუთუ ვერ ხვდებოდა, რომ მის ცოლს არ ჰქონდა ჯანსაღი ფსიქიკა (თუ მკვლელობების მძიმე ფსიქიკური მდგომარეობის შედეგია) და როგორ ტოვებდა მას შვილებთან? მით უმეტეს, გავრცელებული ცნობებით, იმ პერიოდში ლინდსი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს მკურნალობდა და ოჯახი დახმარებას ეძებდა.

  • ამიტომ პროკურატურისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა: რამდენად მოულოდნელი იყო მისი ქმედება და შეეძლო თუ არა ქმარს ამის წინასწარ განჭვრეტა?

სასამართლოზე მან დეტალურად ისაუბრა შვილებზე და იმ საღამოს მოვლენებზე. მისი ჩვენება განსაკუთრებით ემოციური იყო, რადგან მან ბავშვები თავად იპოვა...პატრიკის გამოსვლებში ისიც საინტერესოა, რომ ის არასდროს ადანაშაულებს დედას და არც აგრესიულია მის მიმართ. ის არის ადამიანი, რომელმაც დაკარგა სამივე შვილი, ხოლო მის ცოლს ამ საზარელ მკვლელობებში ადანაშაულებენ...

რაც შეეხება ცოლის მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობას, რაც აჩენს ყველაზე მთავარ ეჭვებს, პატრიკმა იცოდა, რომ ლინდსის მდგომარეობა მძიმე იყო.

თავად თქვა სასამართლოში, რომ 2022 წლის დეკემბერში ლინდსიმ უთხრა, რომ ჰქონდა საშიში აზრები ბავშვებისთვის ზიანის მიყენებაზე. მან ასევე უთხრა, რომ სუიციდური აზრებიც ჰქონდა. პატრიკმა ჰკითხა კიდეც, ხომ არ სჭირდებოდა ბავშვებისგან განცალკევება, მაგრამ ლინდსიმ დაამშვიდა, რომ არ იყო საჭირო. პატრიკის თქმით, ერთ წუთში ლინდსი ასეთ რამეებს ეუბნებოდა, შემდეგ კი ჩვეულებრივად ამზადებდა ბავშვებისთვის საჭმელს ან აძინებდა.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია: პატრიკმა იცოდა, რომ პრობლემა სერიოზული იყო.

მეორე მხრივ, მან თქვა, რომ ლინდსისგან მანამდე არასდროს უნახავს რაიმე სახის ძალადობა ბავშვებზე.

  • მეორე შეკითხვა ბავშვების დედასთან ერთად დატოვებაზეა. პროკურატურის ვერსიით, ეს ერთ-ერთი საეჭვო გარემოებაა: ლინდსი ბავშვებთან მარტო დარჩა, შემდეგ კი ბავშვები დახოცა.

მაგრამ ამ ფაქტს ავტომატურად ვერ მივყავართ დასკვნამდე, რომ პატრიკმა ეს განზრახ გააკეთა. პატრიკმა თქვა, რომ სახლიდან დაახლოებით 45 წუთით წავიდა, მათ შორის საჭმლისა და სხვა ნივთების მოსატანად. სასამართლოში მისი ზარიც მოისმინეს 911-ზე — დაბრუნების შემდეგ მან ლინდსი გარეთ იპოვა და შემდეგ ბავშვები აღმოაჩინა.

  • და მესამე - მისი შემდგომი ცხოვრება. ეს სწორედ ის ნაწილია, რაც ადამიანურად შეიძლება ძალიან საეჭვოდ ჩანდეს:

სამი შვილის ტრაგიკულ დაღუპვას და ცოლის დაპატიმრებას, მოჰყვა განქორწინება და ახალი ქორწინება.

რასაკვირველია, ადამიანის ხელახლა დაქორწინება თავისთავად არ არის იმის მტკიცებულება, რომ მან წინა მეუღლისა და შვილების სიკვდილი მოაწყო.მით უმეტეს, სასამართლოში პატრიკმა ლინდსის შესახებ საკმაოდ განსხვავებული სურათი დახატა: მან აღწერა, როგორც მოსიყვარულე დედა, რომელსაც ტრაგედიამდე დაეწყო ფსიქიკური პრობლემები...

და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო დეტალი

ახლანდელ სასამართლო პროცესებზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ პატრიკის კომპიუტერშიც არსებობდა გარკვეული საძიებო მოთხოვნები თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. ეს აუცილებლად რაიმეს მტკიცებულება არ არის, განსაკუთრებით იმიტომ, რომ გამოძიებამ ათასობით ციფრული ჩანაწერი შეისწავლა და კონტექსტი გადამწყვეტია....თუმცა ფაქტია, თუ საზოგადოებას გაუჩნდა ეს შეკითხვები, გაუჩნდებოდა პროკურატურასაც დაამ ეტაპზე საჯაროდ ცნობილი მასალებიდან არავითარი დამადასტურებელი მტკიცებულება არ ჩანს.

სასამართლო მიმდინარეობს და ყველა, ვინც ამ ამბით დაინტერესებულია და შეძრული, ელოდება, როგორ განვითარდება მოვლენები...

რა სასჯელი ელის ქალს, რომელსაც შვილების მკვლელობისთვის ასამართლებენ და რა თქვა სასამართლოზე მისმა ყოფილმა ქმარმა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მეორედ დაქორწინდა?