უამრავი ქალის საყვარელი თურქი სუპერვარსკვლავი თავის ფანზე დაქორწინდა და ბევრისთვის მოულოდნელად, ერთგულ ქმრად და კარგ მამად იქცა - ტარკანის სიყვარულის ამბავი - მშობლები

უამრავი ქალის საყვარელი თურქი სუპერვარსკვლავი თავის ფანზე დაქორწინდა და ბევრისთვის მოულოდნელად, ერთგულ ქმრად და კარგ მამად იქცა - ტარკანის სიყვარულის ამბავი

2026-08-14 13:48:31+04:00

თურქი ვარსკვლავი ტარკანი 1990-2000-იან წლებში სუპერპოპულარული იყო. თურქეთის გარდა, მისი პოპულარობა პოსტსაბჭოთა სივრცეშიც საკმაოდ დიდი იყო. საქართველოშიც ბევრი უსმენდა ტარკანს და ცეკვავდნენ მის მელოდიებზე. როგორ განვითარდა მისი ცხოვრება და სად არის ახლა ტარკანი?

გერმანიაში დაბადებული თურქი მომღერალი

ტარკან თევეთოღლუ 1972 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა გერმანიის ქალაქ ალცაიში, თურქული წარმოშობის ოჯახში. მისი ოჯახი რიზეს რეგიონიდანაა.1986 წელს, როცა ის 13 წლის იყო, ოჯახი თურქეთში დაბრუნდა და კოჯაელის პროვინციის კარამურსელში დასახლდა.

ბავშვობაში მუსიკა ძალიან უყვარდა და თურქეთში მან მუსიკის, მათ შორის თურქული კლასიკური მუსიკის, სწავლა დაიწყო. მოგვიანებით ოჯახი სტამბოლში გადავიდა და ტარკანმა სწავლა Üsküdar Musiki Cemiyeti-ში გააგრძელა.

მისი პროფესიული კარიერა 1992 წელს დაიწყო პირველი ალბომით Yine Sensiz. ალბომის დაახლოებით 800 ათასი ეგზემპლარი გაყიდა და ტარკანი თურქულ მუსიკალურ სამყაროში ძალიან სწრაფად გახდა ცნობილი. შემდეგ მოვიდა Aacayipsin (1994), რომელმაც მისი ვარსკვლავური სტატუსი კიდევ უფრო გაამყარა. მაგრამ ნამდვილი გარდატეხა იყო 1997 წლის Ölürüm Sana და განსაკუთრებით სიმღერა Şımarık — ის, რომელსაც მსოფლიოში ხშირად Kiss Kiss-ის სახელით იცნობენ. სიმღერამ თურქეთის საზღვრებს ძალიან სწრაფად გასცდა და ტარკანი ევროპასა და სხვა ქვეყნებშიც პოპულარულ ვარსკვლავად აქცია. 1998 წელს მისი ალბომი Tarkan 50-ზე მეტ ქვეყანაში გამოვიდა, ხოლო 1999 წელს მან World Music Award მიიღო.

artworks-000055815961-8a2swt-t500x500-1786702780.jpg

images-1786702709.jpg

შემდეგ წლებში გამოვიდა მისი არაერთი ცნობილი ალბომი და ჰიტი. 2006 წელს ინგლისურენოვანი ალბომიც, Come Closer, გამოუშვა, თუმცა მისი მთავარ ძალად მაინც თურქულენოვანი მუსიკა დარჩა. ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, ტარკანის ჩანაწერების გაყიდვამ 15 მილიონ ეგზემპლარს გადააჭარბა.

მოულოდნელი და დიდი სიყვარული

ტარკანის პირადი ცხოვრება ყოველთვის ძალიან აინტერესებდა საზოგადოებას. განსაკუთრებით იმიტომ, რომ მისი კარიერის პირველ ათწლეულებში მას ჰქონდა სექს-სიმბოლოსა და მიუწვდომელი ვარსკვლავის იმიჯი. ამიტომაც მისი დაოჯახება ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

2016 წელს მან პინარ დილექზე იქორწინა, რომელთანაც მანამდე 5-წლიანი ურთიერთობა აკავშირებდა.

პინარი მასზე შეყვარებული და მისი ფანი ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში ყოფილა. 2011 წელს, გერმანიაში მორიგი კონცერტის შემდეგ, გოგო უბრალოდ მივიდა მასთან და გაეცნო და ასე დაიწყო მათი ურთიერთობა, რომლისაც ბევრს არ ჯეროდა... ახლაც, როცა ახსენებენ, რომ "ტარკანმა თავის ფანზე იქორწინა", პინარს ეს არ მოსწონს. ის ხაზგასმით ამბობს, რომ ისინი უბრალოდ ფანი და კერპი არ ყოფილან, მით უმეტეს, რომ ქორწინებამდე დიდი სიყვარული და 5-წლიანი კავშირი ჰქონდათ.

ba3f5a57-4638-4402-970b-861e690cdc24-1786702709.jpg

62251b0e45d2a0cdfc81f059-1786702709.webp

201960-1786702709.webptarkan-in-esi-pinar-dilek-le-10-yil-once-10782355-1885-amp-1786702709.webp

2018 წელს ტარკანი მამა გახდა — მას და პინარს ქალიშვილი, ლია, შეეძინათ.

6a565f256c266798e18f6a56-1786702709.webp

შვილის დაბადებიდან ტარკანი უსაზღვროდ მოსიყვარულე მამად გადაიქცა და მეუღლე იმასაც აღნიშნავს ხოლმე, რომ ის არაჩვეულებრივი ქმარია. როცა პინარმა პირველად მისცა ინტერვიუ, ტარკანი სრულიად სხვანაირად აღწერა, ვიდრე ხალხს შეიძლებოდა წარმოედგინა: უშუალო, თავმდაბალი, ყურადღებიანი და ძალიან ფაქიზი ადამიანი.

ხშირად წერდნენ, რომ კაცი, რომელსაც 1990-იან წლებში თურქეთში თითქმის ყველა იცნობდა როგორც თავისუფალ, ქარიზმატულ და უამრავი ქალის კერპს, ერთგულ მეოჯახედ გარდაიქმნა. ტარკანის ამბობს ხოლმე, რომ პინართან ურთიერთობამ მას სიმშვიდე და სტაბილურობა მოიუტანა. 2016 წელს კი, ქორწინებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მან აღიარა: „ქორწინება კარგად მოქმედებს ჩემზე“.

მათმა ქორწინებამ წლებს გაუძლო. ტარკანი შემოქმედებითადაც კვლავ აქტიურია და აგრძელებს მუსიკის წერას და კონცერტების ჩატარებას. ამბობს, რომ თვითკმარი და ბედნიერია კარიერაშიც და პირად ცხოვრებაშიც.

80-იანების სექს-სიმბოლოს, იტალიელი საბრინას ახლანდელი ცხოვრება და სილამაზის საიდუმლო
კასანდრას ვარსკვლავები კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს... - როგორ გამოიყურებიან 1990-იანების პოპულარული სერიალის მსახიობები?
1980-90-იანი წლების ცნობილ მომღერალს თაყვანისმცემლები ვეღარ ცნობენ - რა მოუვიდა სანდრას?