მომღერალი თამუნა ამონაშვილი ნოე სულაბერიძის გადაცემაში საუბრობს მეუღლეზე, რომელთან ერთადაც არის უკვე 22 წელია და წყვილი ერთად ზრდის ტყუპ ქალ-ვაჟს:
რვა წელია სხვაობა ჩვენ შორის. დღემდე მგონია, რომ ოცდახუთი-ოცდაათი წლის ვარ, ასეთი შინაგანი განწყობა მაქვს ყველაფრის მიმართ...

კარგა ხანს მდია, ასე ვთქვათ, ალბათ, ორი წელი. სხვათა შორის, ლალი ტოტიკაშვილმა გაგვაცნო ერთმანეთს. კლიპის გადაღება გვინდოდა და რეზიკო იყო რეჟისორი. საკმაოდ კარგი კლიპი გადაიღო.და სანამ დავამთავრეთ კლიპის გადაღება, რაღაცა დრო იყო. მერე მე ამერიკაში წავედი, კონცერტი მქონდა. სანამ ჩამოვედი, რაღაც პერიოდი გავიდა... ბოლოს და ბოლოს რომ მივხვდი, რომ ეს ადამიანი საოცარია და როგორ გითხრათ, ჯარისკაცივით მედგა გვერდზე ყოველთვის, ყველა მიმართულებით, ყველა საქმეში, და ისეთ ძალას ვგრძნობდი, პიროვნულ ძალას... რაღაცნაირად გადავწყვიტე, რომ ეს ადამიანი ალბათ გამომადგება... ამას ალბათ მარტო შენ არ წყვეტ, იქ, ზედა ეშელონებიც წყვეტენ...
სანამ გავყვებოდი, მე უკვე ვფიქრობდი, რაღაც გრძნობები მქონდა, საიმისოდ, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა. მაგრამ როდესაც თანაცხოვრება ხდება და კიდევ ძალიან ბევრ რაღაცას სხვანაირად ხედავ, სხვა, ადამიანური თვისებები გიყვარდება ადამიანში. და ეს მოხდა... ოცდაორი წელია უკვე ჩვენ ერთად ვართ და ძალიან ბევრი რაღაცა აღმოვაჩინე ისეთი, რომ აი, ვეძებ ხოლმე, ვეძებ ხოლმე და ვერ ვნახულობ სხვაგან. და მადლობა უფალს, რომ ერთად ვართ.