"15-16 წლის ვიყავი, მამა რომ ამერიკაში წავიდა, 10 წლის მერე ვნახე პირველად... რაღაც ასაკში ძაან გამიჭირდა და მინდოდა მამა გვერდით... პირველად რომ ჩავედი, მეგონა, რომ უცხო ადამიანთან მივდიოდი... ახლა ძმაკაცებივით ვართ..." - დათუნა ტატულაშვილის ემოციური მოგონება მამაზე - მშობლები

"15-16 წლის ვიყავი, მამა რომ ამერიკაში წავიდა, 10 წლის მერე ვნახე პირველად... რაღაც ასაკში ძაან გამიჭირდა და მინდოდა მამა გვერდით... პირველად რომ ჩავედი, მეგონა, რომ უცხო ადამიანთან მივდიოდი... ახლა ძმაკაცებივით ვართ..." - დათუნა ტატულაშვილის ემოციური მოგონება მამაზე

2026-08-14 23:07:33+04:00

ცნობილი იუმორისტები დათუნა ტატულაშვილი და თათია სულუაშვილი ვიკა ბუკიას პოდკასტს სტუმრობდნენ. სხვა თემებთან ერთად, ისაუბრეს საკუთარ ცხოვრებაზე.

დათუნამ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმ დიდი მხიარულებისა და სიცილისა, რასაც სხვებს ანიჭებს, თავად უჭირს სიხარულის და ბედნიერების განცდა და ყველაზე დიდ შვებას მარტოობაში ყავის დალევა ანიჭებს. ისაუბრა ასევე მამის ემიგრაციაზე და თუ როგორ ნახა მამა პირველად ათწლიანი განშორების შემდეგ:

- მამა 2015 წელს წავიდა ემიგრაციაში. თავიდან არ იყო ეს მძიმე ჩემთვის. პირიქით, მიხაროდა, რომ ამერიკაში მიდიოდა, თხუთმეტი-თექვსმეტი წლის ვიყავი და მეგონა, უფრო კარგ ცხოვრებას მოვიწყობდით, მეგონა, მეც მალე ჩავაკითხავდი და მარტივად ვუყურებდი ამ ყველაფერს. მერე რომ ვიზრდებოდი უკვე და ცოტა ისეთ ასაკს მივუახლოვდი, რომ უკვე დიდი ბიჭი ხარ და მაგ დროს ვხვდებოდი, რომ მამა საჭირო იყო..საჭირო კი არა, აუცილებელი... იმიტომ, რომ დედაჩემი ვერ დამიდგებოდა გვერდში, ისეთი რაღაცები მომხდარა ჩემს ცხოვრებაში... ბებიაჩემზე, დედაჩემზე ვგიჟდები, მაგრამ ვერ ეტყვი ხო ყველაფერს?ჰოდა, აი, მაგ დროს გამიჭირდა. უკვე მეფიქრებოდა ხოლმე, რომ აი, მინდა მეც მამა სახლში... ყველას მამა დაჰყვებოდა... მერე ვებუტებოდი მამაჩემს, რა შუაში იყო მამაჩემი? ჩვენთვის წავიდა რეალურად და ჩვენთვის შრომობდა, მაგრამ აი, ვებუტებოდი სულ, ბლოკავდი...

...ათი წლის მერე ვნახე. მთელი გზა, ანუ თოთხმეტი საათი ვიფრინე და არც თვალი მომიხუჭავს, სანამ ჩავფრინდებოდი, იმაზე ნერვიულობით, როგორ უნდა შევხვდე-მეთქი, ან როგორია ახლა... როგორ წავიდე ახლა მასთან ერთად სახლში, დავრჩე... მეგონა, რომ უცხო ადამიანთან მივდიოდი... აეროპორტიდან რომ გამოვდიოდი, არ მინდოდა, რომ დამხვედროდა და დამენახა. მართლა ავცდით ერთმანეთს და აეროპორტიდან უკვე ქუჩაში რომ გამოდიხარ, იქ შევხვდით.

...ჩვეულებრივად ჩავეხუტე და რომ ვეხუტებოდი, არაფერი მიგრძნია იმ პირველ ეტაპზე. მეგონა, რომ ვიღაცას ვეხუტებოდი, უბრალოდ ნაცნობს. მერე აეროპორტიდან უკვე რომ სახლში წამიყვანა და მთელი გზა, ორი საათი ფილადელფიამდე ნიუ-იორკიდან, ნელ-ნელა, ნელ-ნელა, გზაშიც უკვე ვეჩვეოდი. მივედით სახლში.... გათენდა და მერე ეს ზრუნვა რომ დაიწყო — ყავა მომიტანა საწოლში, გავარდა, სადღაც ყავები იყიდა, რაღაცა — და სულ ზრუნავდა, ჩართული იყო... შევეჩვიე... ახლაც სულ ვწერ, ძმაკაცივით მყავს. მამას, როგორც მამას, ისე ვეღარ აღვიქვამ. აი, ძმაკაცად აღვიქვამ. მამა-შვილი ხომ უნდა იყვნენ ძმაკაცები, ეგ მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვანია...

მინდა, ეს ვიდეო ბევრმა ადამიანმა ნახოს და ხანდახან დაფიქრდნენ თავიანთ სიტყვებზე... - თათია სულუაშვილი მშობლებს მიმართავს