საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მეუღლემ ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ ქალიშვილის გაბედნიერების ამბავი ამცნო საზოგადოებას. მისი უმცროსი ქალიშვილი ანჩო დაქორწინდა. მან ფოტო ჯერ ქალიშვილთან ერთად გამოაქვეყნა, მერე კი ახალდაქორწინებულების ფოტოებიც გაასაჯაროვა.


ანჩოს რჩეული წყალბურთელი ხვიჩა ჯახაიაა.
ზურაბ ჟვანიას, რომელიც 2005 წელს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, სამი შვილი დარჩა - ლიზა, ბუსა და ანა.

