„აი, ეს სამი პროდუქტი იწვევს მსხვილი ნაწლავის სიმსივნის განვითარებას" - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება - მშობლები

„აი, ეს სამი პროდუქტი იწვევს მსხვილი ნაწლავის სიმსივნის განვითარებას" - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

2026-08-16 07:57:52+04:00

გადამუშავებული ხორცპროდუქტების ხშირი მოხმარება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო არჩევანად არ მიიჩნევა. განსაკუთრებით ხშირად საუბრობენ ბეკონზე, სალიამზე, სოსისსა და სხვა გადამუშავებულ ხორცზე, რომელთა რეგულარული მიღება, კვლევების მიხედვით, მსხვილი ნაწლავისა და სწორი ნაწლავის კიბოს მომატებულ რისკთან არის დაკავშირებული. სწორედ ამ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას ექიმი და ინფლუენსერი გიორგი ღოღობერიძე და მშობლებს ურჩევს, ასეთი პროდუქტები ბავშვების ყოველდღიური რაციონის ნაწილად არ აქციონ.

„აი, ეს სამი პროდუქტი იწვევს მსხვილი ნაწლავის სიმსივნის განვითარებას. ეცადეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ისინი თქვენს შვილებს. ბავშვებისთვის ისინი კატეგორიულად არ შეიძლება და არც თქვენთვის არის სასურველი.

პირველი არის ბეკონი, მეორე — სალიამი და მესამე — ჰოთ-დოგი.

ეს სამი პროდუქტი მიეკუთვნება პირველი ჯგუფის კარცინოგენებს. ამიტომ ეცადეთ, რეგულარულად არ მიირთვათ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ეს არის ბეკონი, ჰოთ-დოგი და სალიამის შემცველი სენდვიჩები.

ახლა რატომ? ეს პროდუქტები შეიძლება შეიცავდეს ნატრიუმის ნიტრატსა და ნატრიუმის ნიტრიტს. მათ ხორცპროდუქტებს კონსერვაციისთვის ამატებენ — რათა ხორცი სწრაფად არ გაფუჭდეს. ამასთან, ისინი პროდუქტს აძლევს დამახასიათებელ ფერსა და გემოს.

როდესაც ადამიანი ასეთ პროდუქტებს მოიხმარს, გარკვეულ პირობებში შეიძლება წარმოიქმნას ნიტროზამინები. ეს ნაერთები ორგანიზმში დნმ-ის დაზიანებასთან და სიმსივნური პროცესების განვითარების რისკთან არის დაკავშირებული. ამიტომ ეცადეთ, რომ ბეკონი, სალიამი და ჰოთ-დოგი ბავშვებს არ მისცეთ და უკეთესი იქნება, თუ თავადაც მაქსიმალურად შეზღუდავთ მათ მოხმარებას“, — ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

“სუფთა ჰაერს ნუ გაცვლით მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს ძვირფას სოფელში მეტი ნესტია. დარჩით, გთხოვთ, იმიტომ, რომ წამლების იგივე რაოდენობა თბილისშიც შეიძლება დასჭირდეს ბავშვს”