ამ ქორწილს მართლაც უამრავი ადამიანი ელოდა. 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ ჯორჯინა როდრიგესს ხელი სთხოვა და დაანონსებული იყო გრანდიოზული, მდიდრული ქორწილი პორტუგალიაში, რომელსაც ბევრი ცნობილი სტუმარი უნდა ჰყოლოდა... თუმცა საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ უმდიდრესმა ფეხბურთელმა ძალიან ვიწრო წრეში აღნიშნა ეს მნიშვნელოვანი დღე და სულ 4 სტუმარი ჰყავდა.
ფოტოები ჟურნალმა "ვოგმა" გამოაქვეყნა.


გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე რონალდო და როდრიგესი შვილებთან ერთად პოზირებენ პორტუგალიაში, ეკლესიაში და შემდეფ - ახალ სახლში გამართული საქორწილო ცერემონიის დროს.



როდრიგესმა განმარტა, თუ რატომ თქვეს უარი მდიდრულ ქორწილზე: „როდესაც პატარა გოგონა ვიყავი, ვოცნებობდი დიდ ციხესიმაგრეზე, დიდ ეტლზე, ყველაზე გრძელ კაბაზე, ბრილიანტებით მორთულ გვირგვინზე. ახლა კი უარს ვამბობ. მინდა რაღაც ინტიმური, ჩემს პარტნიორთან და ჩვენს შვილებთან ერთად, სახლში. რადგან ციხესიმაგრეები, სახლები, კუნძულები, ცხენები, მანქანები - ეს ყველაფერი ყოველდღიურად ხელთ გვაქვს. მაგრამ რაღაც ინტიმური - ჩვენთვის უფრო უჩვეულოა“.





ამავდროულად, წყვილმა აღიარა, რომ ისინი კვლავ გეგმავენ დიდ ქორწილს: „მომავალში დიდი ქორწილი გვექნება, რათა ოჯახთან და მეგობრებთან ერთად აღვნიშნოთ“. თუმცა, როდრიგესმა აღიარა, რომ წელს ისინი ძალიან დაიღალნენ „სამსახურებრივი ვალდებულებებით, შეჯიბრებებით, ბავშვებით“.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვილების გარდა, წყვილის ქორწილში ასევე იმყოფებოდნენ რონალდოს მეგობარი მიგელ პაიშანი, ჯორჯინას და, ივანა როდრიგესი, ესპანელი იუველირი ხოსე როდრიგეს სანგილი და მისი მეუღლე მონიკა გონსალეს მარტინესი.