კრიშტიანუ რონალდუმ და ჯორჯინა როდრიგესმა ქორწილამდე ერთი დღით ადრე საქორწინო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც მათი ქონების განაწილების წესებს განსაზღვრავს.
თუმცა ცნობილი ხდება, რომ ქორწილამდე ერთი დღით ადრე, 10 აგვისტოს, რონალდუმ და ჯორჯინამ ლისაბონში ნოტარიუსთან საქორწინო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტის ასლი მოგვიანებით პორტუგალიურმა გამოცემა Jornal de Notícias-მა გაავრცელა.
ხელშეკრულების მთავარი პირობა ქონების განცალკევებაა. მარტივად რომ ვთქვათ, თუ წყვილი მომავალში დაშორდება, ქორწინების პერიოდში დაგროვებული ქონება ავტომატურად 50/50-ზე არ გაიყოფა.
თითოეული მათგანი შეინარჩუნებს იმ ქონებას, რომელიც მის სახელზეა გაფორმებული ან თავად შეიძინა. საერთო საკუთრებად კი მხოლოდ ის აქტივები ჩაითვლება, რომლებიც ორივეს სახელზეა რეგისტრირებული.
ეს შეთანხმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რონალდუს შემთხვევაში, რომლის ქონებაც დაახლოებით 1 მილიარდ ევროდაა შეფასებული. ფეხბურთელს აქვს ძვირადღირებული უძრავი ქონება, კერძო თვითმფრინავი, იახტა, ავტომობილების კოლექცია და სხვადასხვა ბიზნესში წილები. განაგრძეთ კითხვა