12 წლის წინ და­კარ­გუ­ლი გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის პი­რად Facebook გვერ­დზე პოს­ტი გა­მოქ­ვეყ­ნდა - მშობლები

12 წლის წინ და­კარ­გუ­ლი გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის პი­რად Facebook გვერ­დზე პოს­ტი გა­მოქ­ვეყ­ნდა

2026-08-19 01:22:12+04:00

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის პირად Facebook გვერდზე ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა.

მოვიდა დრო" (აგრეთვე ითარგმნება, როგორც: "ჩვენ დრომდე"), - წერია გურიკა დადიანიძის Facebook ანგარიშზე.

ვინ დაწერა აღნიშნული პოსტი, ამ დროისთვის უცნობია. უცნობია დამატებითი დეტალებიც.

დადიანიძის ოჯახის ახლობლები შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

"სასწრაფო ინფორმაცია. რამდენიმე წუთის წინ გურიკა დადიანიძის ნამდვილი Facebook-დან დაიწერა ეს პოსტი, რომელიც არის ოსური დიალექტი. იმედია, გამოძიება სასწრაფოდ შეისწავლის ამ გვერდს, რადგან ვფიქრობ, რომ IP-ის მიხედვით ძალიან მარტივია დადგენა, თუ საიდან მოხდა ამ პოსტის ატვირთვა", - ამბობს კობა ახალაძე გავრცელებულ ვიდეოში.

იხილეთ პოსტი

მე არავის არაფერს ვაბრალებ, მაგრამ... ვიღაცას ძალიან არ უნდა, რომ პასუხი აგოს იმ დანაშაულისთვის, რომელიც აშკარად არის ჩადენილი - გურამ დადიანიძის დედის ადვოკატი