მადონას 68-ე დაბადების დღე საბერძნეთში, შვილებთან და 30 წლის საქმროსთან ერთად (ფოტოები) - მშობლები

მადონას 68-ე დაბადების დღე საბერძნეთში, შვილებთან და 30 წლის საქმროსთან ერთად (ფოტოები)

2026-08-19 09:57:10+04:00

მადონა 16 აგვისტოს 68 წლის გახდა. წელს, რამდენიმე წლის შემდეგ პირველად, მომღერალმა დაბადების დღე არა იტალიაში, არამედ საბერძნეთში აღნიშნა, სადაც ის მეგობრებთან, 30 წლის საქმროსთან, აკიმ მორისთან და შვილებთან - 29 წლის ლურდთან, 26 წლის როკოსთან, 20 წლის მერსისთან და 13 წლის ტყუპთან, სტელასთან და ესთერთან ერთად იმყოფებოდა. ვარსკვლავმა ზეიმის ამსახველი ფოტო ინსტაგრამზე გააზიარა და დაწერა: „ჩემი დაბადების დღე! ჭამე, ილოცე, შეიყვარე, დალიე, იცეკვე, თეფშები დაამსხვრიე, კატები გამოკვებე! გმადლობ, უფალო!“

original-11-1787119671.webporiginal-9-1787119671.webporiginal-8-1787119671.webporiginal-7-1787119671.webporiginal-6-1787119671.webp

მადონა და მისი სტუმრები კუნძულ კორფუზე კერძო რეზიდენციაში დაბინავდნენ, სადაც იახტით და ვერტმფრენით გასეირნებით ისიამოვნეს და რამდენიმე სადღესასწაულო საღამოც გამართეს. პირველი ზეიმი სოფელ კურამადესში მდებარე ტავერნა „აძარდოში“ გაიმართა. ვახშმისთვის პოპ დივამ აირჩია Dolce & Gabbana-ს ნათელი კაბა ოქროსფერი ნაქარგებით, ყვავილებიანი თავსაბურავითა და ბრჭყვიალა ფეხსაცმლით. ვახშმის შემდეგ სტუმრებმა იცეკვეს, მოუსმინეს მუსიკას და თეფშები ბერძნული ტრადიციისამებრ დაამსხვრიეს. და ბოლოს, იუბილარმა სანთლები ჩააქრო გულის ფორმის ტორტზე, რომელიც „ავი თვალის“ სიმბოლოთი იყო მორთული.

original-1-1787119883.webp

original-10-1787119883.webporiginal-9-1787119883.webporiginal-4-1787119883.webporiginal-3-1787119883.webporiginal-2-1787119883.webporiginal-5-1787119671.webp

სტუმრების ჩაცმულობით თუ ვიმსჯელებთ, მეორე საღამოს თეთრი დრეს-კოდი იყო. ამ შემთხვევისთვის მომღერალმა აირჩია მაქმანებიანი კაბა აქცენტირებული ქამრით. სტუმრები გრძელ მაგიდასთან შეიკრიბნენ და ვახშმის შემდეგ იტალიური ფოლკ ჯგუფის Terraròss-ის მუსიკაზე იცეკვეს, რომელიც ადრეც გამოდიოდა მადონას კერძო ღონისძიებებზე.

მადონა, რომელიც ცნობილია თავისი პროვოკაციული მანერითა და გამომწვევი სამოსით, ორჯერ იყო დაქორწინებული - შონ პენზე და გაი რიჩიზე - და ექვს შვილს ზრდის, რომელთაგან ოთხი აყვანილია. გასულ წელს ის მორისზე დაინიშნა.

მილიარდერი ქმრის გვერდით ბურკაც ჩაიცვა, 50 წლისამ შვილიც გააჩინა და 200 მლნ დოლარიც მიიღო განქორწინებისთვის... - ჯანეტ ჯეკსონის ახალი ცხოვრება
რატომ ჰყავს მაიკლ ჯეკსონის ქალიშვილს 60 წლის მცველი, რომელსაც არავისში არ ცვლის? - კაცი წლებია მას ჩრდილივით დაჰყვება