"ვირუსი, რომელიც ახლა ცირკულირებს, ცხელებასთან ერთად გამონაყარს ან ნაწლავის გახშირებულ მოქმედებას იწვევს" - - მშობლები

"ვირუსი, რომელიც ახლა ცირკულირებს, ცხელებასთან ერთად გამონაყარს ან ნაწლავის გახშირებულ მოქმედებას იწვევს" - ივანე ჩხაიძე გავრცელებულ ვირუსზე

2026-08-19 18:36:41+04:00

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი, ივანე ჩხაიძე აცხადებს,რომ ახლა, ქვეყანაში ის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც ცხელებასთან ერთად გამონაყარს, ან ნაწლავის გახშირებული მოქმედებას იწვევს.

მისივე თქმით, შედარებით შემცირებულია ფილტვის ანთების შემთხვევები.

„კლინიკებში მიმართვიანობის მიზეზი ახლა არის ცხელებით მიმდინარე დაავადება, რომელსაც თან ახლავს გამონაყარი და ვირუსული დიარეა, რომელიც დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს.

შედარებით შემცირებულია ფილტვის ანთების შემთხვევები, ბრონქიოლიტი, შეტევითი ხასიათის ხველა და სუნთქვის გახშირებით მიმდინარე დაავადება. ესეც ერთეული უნდა იყოს. მიმართვიანობა სასუნთქი სისტემის დაავადების სიმპტომებით მკვეთრად შემცირებულია. ახლა არ არის სასუნთქი სისტემის დამაზიანებელი ვირუსების მოქმედების პიკი, ახლა უფრო ის ვირუსია, რომელმაც ცხელებასთან ერთად შესაძლოა გამონაყარი გამოიწვიოს, ან ცხელებასთან ერთად ნაწლავის გახშირებული მოქმედება“,- აღნიშნა ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

ინტერპრესნიუსი

​როგორ მოქმედებს სიცხე გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და რა უნდა გავითვალისწინოთ მაშინ, როდესაც ჰაერის მაღალი ტემპერატურაა - ზაზა თელიას რჩევები
ე.წ. ღორის გრიპს პირველი 2 დღე 38 გრადუსი ტემპერატურა ახასიათებს. ხანდახან - 40 გრადუსიც. სახსრების ძლიერი ტკივილი... წყლის მიღების სურვილი არ გაქვს... - რა სიმპტომები ახასიათებს ღორის გრიპს და როდის უნდა მივმართოთ ექიმს აუცილებლად