ნაომი უოტსის გამოჩენას 17 წლის ვაჟთან ერთად კვლავ გამოხმაურება მოჰყვა - მშობლები

ნაომი უოტსის გამოჩენას 17 წლის ვაჟთან ერთად კვლავ გამოხმაურება მოჰყვა

2026-08-22 09:57:12+04:00

ნაომი უოტსი მაიკლ კორსის 45 წლის იუბილესადმი მიძღვნილ წვეულებას უმცროს ვაჟთან, კაისთან ერთად დაესწრო.

57 წლის მსახიობი ფოტოგრაფებისთვის პოზირებდა. უოტსმა ამ შემთხვევისთვის თეთრი ასიმეტრიული ბლუზა და ფართო ტყავის შარვალი შეარჩია, ხოლო მის 17 წლის ვაჟს შავი გამჭვირვალე ზედა და ფართო ზოლიანი შარვალი ეცვა. კაიმ თავისი ლუქი ბაგეტის ჩანთით და ქუსლიანი სანდლებით დაასრულა. ფოტოებს ტრადიციულად, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

original-3-1787379141.webp

original-4-1787379141.webp

კაი მსახიობების, ნაომი უოტსის და ლივ შრაიბერის ოჯახში დაიბადა, რომლებიც 11 წელი იყვნენ ერთად და 2016 წელს დაშორდნენ.

original-5-1787379141.webp

ბავშვობიდანვე თავს ქალად გრძნობდა და სკოლის გამოსაშვებ საღამოზე კაბას იცვამდა. მისი ცნობილი მშობლები ღიად უჭერენ მხარს შვილის არჩევანს. კაი ადრე დედას მოდის ჩვენებებზე ახლდა. ახლა მოდელის კარიერას იწყობს. მას ასევე ჰყავს უფროსი ძმა, ალექსანდრე.

შარლიზ ტერონის დიდი დაბრუნება და გამოჩენა შვილებთან ერთად... - ისევ ალაპარაკდნენ ვარსკვლავზე, რომელიც ბავშვობაში დედის მიერ მამის მკვლელობის მოწმე გახდა, ხოლო ოსკარი სერიული მკვლელის როლმა მოუტანა
16 წლის ასაკში შევიცვალე სქესი და ამან, ფაქტობრივად, სიცოცხლე შემინარჩუნა... - ილონ მასკის მიერ უარყოფილი ტრანსგენდერი შვილის აღიარება და ცრემლები სცენაზე
ნაომი უოტსის ვაჟის ეფექტური გამოჩენა კვლავ აჟიოტაჟად იქცა - კაი ნიუ-იორკში მამასთან ერთად კაბითა და საღამოს მაკიაჟით გამოჩნდა