მასწავლებელმა 6 წლის მოსწავლეს გაარტყა და შესარცხვენად კლასში მისი გაშიშვლება სცადა, ბავშვი იქვე ჩაიკეცა და გარდაიცვალა — ტრაგედია, რომელმაც ინდოეთი შეძრა - მშობლები

მასწავლებელმა 6 წლის მოსწავლეს გაარტყა და შესარცხვენად კლასში მისი გაშიშვლება სცადა, ბავშვი იქვე ჩაიკეცა და გარდაიცვალა — ტრაგედია, რომელმაც ინდოეთი შეძრა

2026-08-24 11:43:34+04:00

ინდოეთში 6 წლის ბავშვის გარდაცვალებამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა — საკლასო ოთახში დამონტაჟებული კამერის ჩანაწერში ჩანს, როგორ ექცევა მასწავლებელი მცირეწლოვან მოსწავლეს უხეშად, რამდენიმე წამში კი ბავშვი გონებას კარგავს და მასწავლებელს ხელებში უვარდება.

შემთხვევა 20 აგვისტოს, ინდოეთის ანდჰრა-პრადეშის შტატის ქალაქ ვისახაპატნამში, Little Garden School-ში მოხდა. გარდაცვლილი ტამანა პრანაი ტეჯი იყო.

რა მოხდა საკლასო ოთახში

მედიის ცნობით, იმ დღეს მასწავლებელი ბავშვების საშინაო დავალებებს ამოწმებდა. გავრცელებულ ჩანაწერში პრანაი შეშინებული და ატირებული ჩანს.

მასწავლებელი ბავშვს თავისკენ ექაჩება, ანჯღრევს და პერანგის ღილების გახსნას ცდილობს, შემდეგ კი სახეში ხელს ურტყამს. ბავშვის დედის თქმით, მასწავლებელი ბავშვის გაშიშვლებას და კლასელების წინაშე დამცირებას ცდილობდა, რადგან დავალება არ ჰქონდა შესრულებული.

c76feac3-2eb8-486f-8ecf-aecff4d993be-1787558017.png

კადრებში ასევე ჩანს, რომ ის ბავშვის ტანსაცმელს ეხება და პერანგის ღილების გახსნას ცდილობს, შემდეგ კი ხელს ურტყამს.

ამის შემდეგ პრანაი რამდენიმე წამით გაუნძრევლად დგას, შემდეგ კი უეცრად გონებას კარგავს და მასწავლებელს ხელებში იმეცება. მასწავლებელი ბავშვის გონზე მოყვანას ცდილობს.

12935891-01f0-45e7-a2b3-c76bd0b6b39b-1787558045.png

ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს და გარდაცვალება დაადასტურეს.

დედის თქმით, ბავშვს იმ დილით სკოლაში წასვლის ეშინოდა

ტრაგედიას კიდევ უფრო მძიმე გარემოება ახლავს.

პრანაიის დედამ, საი ლაკშმიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბავშვი იმ დილით სკოლაში წასვლამდე შეშინებული იყო. მისი თქმით, შვილს საშინაო დავალების ნაწილი შესრულებული არ ჰქონდა და ეშინოდა, რომ ამის გამო მასწავლებელი სცემდა.

The New Indian Express-ის ცნობით, მშობლებმა განაცხადეს, რომ ბიჭს იმ დილით სკოლაში წასვლა არ სურდა, რადგან დავალება ბოლომდე არ ჰქონდა შესრულებული. საბოლოოდ ის მაინც წავიდა სკოლაში, თუმცა ოჯახის თქმით, უგუნებოდ იყო და აქტივობებში მონაწილეობა არ სურდა.

ოჯახს მომხდარის შესახებ თითქმის ორი საათის შემდეგ შეატყობინეს. პრანაიის გარდაცვალების შემდეგ ოჯახის წევრები და ნათესავები სკოლისა და საავადმყოფოსთან შეიკრიბნენ და მასწავლებლისა და სკოლის ადმინისტრაციის წინააღმდეგ ზომების მიღება მოითხოვეს.

d687723c-7edf-4b1b-8824-07090b6d006d-1787558333.png

რამ გამოიწვია 6 წლის ბავშვის სიკვდილი?

ეს ამ საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი და ჯერჯერობით პასუხგაუცემელი კითხვაა.

ოჯახი მიიჩნევს, რომ ბავშვის უეცარი კოლაფსი მასწავლებლის მოქმედებებით გამოწვეულ უკიდურეს შიშსა და სტრესს მოჰყვა. სოციალურ ქსელებში და ზოგიერთ მედიასაშუალებაში გაჩნდა ვერსიაც შესაძლო გულის გაჩერების შესახებ.

პოლიციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ სიკვდილის ზუსტი სამედიცინო მიზეზი ექსპერტიზის დასკვნით უნდა დადგინდეს.

8ca7f097-3b9c-49bb-9df6-bc65106d19cb-1787558504.png

ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის

სამწუხაროდ, ამ შემთხვევამდე არც თუ ისე დიდი ხნით ადრე მოსწავლეების შესახებ არაერთი მძმე შემთხვევა გახმაურდა. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ არაერთი მათგანი კერძო სკოლაში მოხდა — დაწესებულებებში, რომლებსაც მშობლები ხშირად სწორედ უკეთესი გარემოსა და უსაფრთხოების იმედით ირჩევენ.

ჯაიპურში კერძო სკოლის 9 წლის მოსწავლე ამაირა სკოლის შენობის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა. მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ხანგრძლივი ბულინგის მსხვერპლი იყო და დახმარებას ითხოვდა. დასავლეთ ბენგალში კი კერძო სკოლის 6 წლის მოსწავლის სექსუალურ ძალადობაში სკოლის თანამშრომელი დაადანაშაულეს, რის შემდეგაც ის დააკავეს. კიდევ ერთ შემთხვევაში, აჯმერში, მოსწავლეებისა და მშობლების შეიჭრნენ შენობაში, რომლებიც სკოლის ხელმძღვანელს მოსწავლე გოგონების შევიწროებაში ადანაშაულებდნენ.

რატომ უწოდეს ინდოეთის სირცხვილი, როგორ ძალადობდა მასზე ცნობილი ვარსკვლავი და როგორ ცხოვრობს დღეს „ყველაზე ლამაზ მის მსოფლიოდ აღიარებული აიშვარია რაი
ეჭვიანმა ქმარმა 15 წლით გამოკეტა უფანჯრებო სახლში... - იზოლაციაში მან კედლებზე ხატვა და ძერწვა დაიწყო და ინდოეთში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სახალხო ხელოვანად იქცა