ახალი თეატრის ვარსკვლავები გივიკო ბარათაშვილი და ანასტასია ჭანტურაია დაქორწინდნენ. წყვილს ტრადიციული საქორწინო ცერემონია არ ჰქონია. მათ ბეჭდები გაცვალეს, ნავით გაისეირნეს და ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.





გივიკო ბარათაშვილი 1993 წლის 10 იანვარს დაიბადა მსახიობების ოჯახში. გივიკოს მამა არჩილ ბარათაშვილიც და დედა - ხათუნა ბერძენიშვილი, თეატრის მსახიობები არიან.

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობების ოჯახში გაიზარდა, ერთ-ერთ ინტერვიუში გივიკომ აღნიშნა, რომ თავად სულაც არ უნდოდა მსახიობობა, არც თეატრში სიარული უყვარდა. დიდხანს ფიქრობდა ფეხბურთელობაზე და მხოლოდ სიზარმაცის გამო დაანება თავი, რასაც დღემდე ნანობს. ფიქრობს, რომ გაცილებით უკეთესი ფეხბურთელი დადგებოდა მისგან, ვიდრე მსახიობი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საკმაოდ წარმატებული მსახიობია და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული "ახალ თეატრში", "თავისუფალ თეატრში", "სამეფო უბნის თეატრში" და ა.შ..
საბოლოოდ, მსახიობობა 22 წლის ასაკში გადაწყვიტა, ჩააბარა შესაბამის ფაკულტეტზე და მუშაობაც დაიწყო.
გარდა კინოსა და თეატრისა, გივიკო ფოტოგრაფიით არის გატაცებული და ამბობს, რომ ეს მისი განსაკუთრებული ჰობია.