პირველი ინტერვიუ კაცთან, რომელსაც ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ადანაშაულებს - მშობლები

პირველი ინტერვიუ კაცთან, რომელსაც ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ადანაშაულებს

2026-08-25 13:52:42+04:00

ტელეკომპანია "პირველი" ბაჩუკი ჩხვიმიანთან სატელეფონო ინტერვიუს აქვეყნებს. ეს სწორედ ის კაცია, ვისაც ნატა ვიბლიანი სექსუალურ ძალადობაში სდებს ბრალს. ემიგრაციაში მყოფი ნატა ვიბლიანის თქმით, 9 წლის იყო, როცა მისი ნათლიის ძმამ - ბაჩუკი ჩხვიმიანმა მისი გაიპატიურება დაიწყო და ბაჩუკის გარდა, სოფელში სხვა მამაკაცებიც ძალადობდნენ მასზე. 14 წლისა კი, მისივე მონათხრობის თანახმად, დაორსულდა და ახალგაჩენილი ბავშვი, რომელიც საიდუმლოდ გააჩინა ზუგდიდის სამშობიაროში, მოკლეს ან გაუშვილეს.

ბაჩუკი ჩხვიმიანი ადასტურებს, რომ მართლაც დაუკავშირდნენ სამართალდამცველები და გამოკითხეს, თუმცა არ აღიარებს ბრალდებებს.

ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო - “ჩვენ არ ვითხოვთ შურისძიებას, ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას...”