ცნობილი მოდელი მატილდა გვარლიანი საყვარელი ბებოს გარდაცვალებაზე წერს და მასთან ერთად გადაღებულ ემოციურ ვიდეოებს აქვეყნებს.
"მშვიდად განისვენე, ჩემო ანგელოზო. ძალიან მიყვარხარ!" - წერს მატილდა და ბებოს ახალგაზრდობის ფოტოსაც აქვეყნებს.

როგორც ცნობილია, მატილდა დედითაც და მამითაც სვანია და სვანეთში აქვს ცხოვრების დიდი ნაწილი გატარებული. თავისუფალ დროს ახლაც ხშირად ჩადის სვანეთში და იქაური ბედნიერი დღეების შესახებ გამომწერებსაც უზიარებს შთაბეჭდილებებს. მარიამს უფროსი ძმა და უმცროსი და ჰყავს. როცა უგრძელდება უცხოეთში ყოფნა, მშობლები იქ აკითხავენ და ამ სიხარულსაც უზიარებს ხოლმე გამომწერებს.
მატილდა დღეს მსოფლიოს საუკეთესო მოდელების სიაშია. ჩნდება ყველაზე პრესტიჟული გამოცემების გარეკანებზე, გამოდის ცნობილი დიზაინერების ჩვენებებზე და სახელგანთქმული ბრენდების სარეკლამო რგოლებში.