ორივე ეჭვმიტანილი იმავე საშუალო სკოლიდანაა, რომელშიც მათი მსხვერპლი სწავლობდა. თუმცა არც ერთს არ დაუმთავრებია - ერთი ექთნობას სწავლობდა კოლეჯში, მეორე კი ტურიზმს.
რუსეთში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე მსოფლიო მედია წერს...
სისასტიკე, რომელსაც ახსნა არ აქვს - სხვაგვარად ვერ აღწერ იმას, რაც მოსკოვის მახლობლად, სოფელ კაბანოვაში მოხდა. 26 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელში 12 წლის ბიჭი გაუჩინარდა. ოჯახმა ბავშვის დაკარგვის შესახებ პოლიციას დაუყოვნებლივ აცნობა - მოზარდი სასეირნოდ გავიდა და სახლში არ დაბრუნდა. სამართალდამცავი ორგანოები მაშინვე ჩაერთნენ ძებნაში და ტერიტორიის შემოწმება დაიწყეს.
ასეთ შემთხვევებში პირველი ნაბიჯებია სარდაფები, მიტოვებული შენობები და ავტოფარეხები - ყველა ადგილი, სადაც ადამიანი შეიძლება უსიამოვნებაში აღმოჩნდეს ან სადაც დანაშაულის მტკიცებულებების დამალვაა შესაძლებელი. ერთი დღის შემდეგ, 27 აგვისტოს, ყველაზე ცუდი ეჭვები დადასტურდა - ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს.
ის აღმოაჩინეს მიტოვებული ყოფილი პროფესიული სკოლის საერთო საცხოვრებლის სარდაფში. მის ცხედარს გულმკერდის, კისრის, მუცლის და ორივე ხელის არეში მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული ცივი იარაღით. ექსპერტის ცნობით, ის წინა დღეს გარდაიცვალა...

მალე კიდევ უფრო საშინელი სურათი გამოჩნდა: მკვლელები არასრულწლოვანი გოგონები აღმოჩნდნენ - 15 და 17 წლის გოგონები. გავრცელებული ვერსიით, მათ ყველაფერი წინასწარ დაგეგმეს და დანაშაულისთვის მოემზადნენ:
„მოამზადეს ხელთათმანები და დანები“.
ერთ-ერთმა დაკავებულმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ დიდი ხანია სურდა სცოდნოდა, „რა არის სისხლი და როგორია მოკვლა“. მეორემ კი აღნიშნა, რომ მკვლელობის მოტივი იყო, მათი ურთიერთობა არ გასაჯაროებულიყო - სავარაუდოდ, გოგონები შეყვარებულები იყვნენ და ეს გარდაცვლილმა იცოდა... მათ კი ეშინოდათ, სოფელში არ გავრცელებულიყო ხმები ამის შესახებ.

სხვა ვერსიით კი შესაძლებელია, სკოლის მოსწავლე გოგონები ბაძავდნენ „კალმარის თამაშის“ პერსონაჟებს, პოპულარულ სატელევიზიო სერიალს, რომელშიც გადარჩენისთვის იბრძვიან და რაღაც "ჩელენჯში" მონაწილეობდნენ. მსხვერპლის დედის თქმით, შოუს შესახებ ჭორები მას შემდეგ გავრცელდა, რაც გამომძიებლები ერთ-ერთი გოგონას სახლში მივიდნენ და მის ოთახში შოუს პერსონაჟების პლაკატები იპოვეს...
როგორც ძიებიდან ჩანს, მათ ბიჭი მიიტყუეს - ერთად გასეირნება შესთავაზეს. იგორიც დათანხმდა და საბოლოოდ მათ მსხვერპლად იქცა. გავრცელებული ცნობებით, მათ ინციდენტი ტელეფონებით გადაიღეს და გაჩერებაზე არ უფიქრიათ, სანამ ყველაფერი არ ბოლომდე არ მიიყვანეს. ამბობენ იმასაც, რომ მათ კიდევ ერთი მკვლელობა ჰქონდათ დაგეგმილი...
ორივე ეჭვმიტანილი იმავე საშუალო სკოლიდანაა, რომელშიც მათი მსხვერპლი სწავლობდა. თუმცა არც ერთს არ დაუმთავრებია - ერთი ექთნობას სწავლობდა კოლეჯში, მეორე კი ტურიზმს.