სულ რამდენიმე დღის წინ, ტიკტოკზე გავრცელებულ მორიგ "ტრენდს" კიდევ ერთი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა - 15 წლის ამერიკელი გოგონა, ლეა პრესონი, კომაში ჩავარდა და მდგომარეობიდან ვეღარ გამოვიდა მას შემდეგ, რაც მონაწილეობა მიიღო ტიკტოკზე გავრცელებულ სახიფათო ჩელენჯში - ე.წ. „Benadryl Challenge“-ში. ეს ჩელენჯი მონაწილეებს მოუწოდებს დიდი რაოდენობით მიიღონ ალერგიის საწინააღმდეგო ცნობილი პრეპარატი, რათა ჰალუცინაციები გამოიწვიონ. თუმცა მაღალი დოზა იწვევს კრუნჩხვებს, გულის რიტმის დარღვევას, ასევე ხდება სუნთქვის გაჩერებისა და სიკვდილის მიზეზი...
წლების განმავლობაში სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი ტიკტოკის პლატფორმაზე, რომელიც, სამწუხაროდ, ყველაზე უკონტროლოა და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სახელმწიფომ აკრძალა, ზოგან კი მოზარდებს შეეზღუდათ მასზე წვდომა, ბევრგან და მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც, 5-6 წლიდანაც კი იციან ბავშვებმა, რა არის ტიკტოკი და ადრეული ასაკიდან უყურებენ და უსმენენ მათი ასაკისთვის სრულიად შეუფერებელ და ხშირად - საშიშ კონტენტს.
ამჯერად ტიკტოკის სახიფათო ტრენდებზე ვისაუბრებთ და კიდევ ერთხელ მივმართავთ მშობლებს, თუ მოზარდს მაინც აქვს წვდომა სოციალურ ქსელზე, აუცილებლად აკონტროლეთ, რას უყურებს და ჩაურთეთ შესაბამისი ფუნქციები, რაც ბლოკავს ასაკისთვის შეუფერებელ კონტენტს.
მონაწილეები ცდილობენ ჟანგბადის მიწოდების შეწყვეტას (სუნთქვის შეკავება ან ყელზე ზეწოლა), რათა გონება დაკარგონ და „ეიფორია“ იგრძნონ.
შედეგები:

იღებენ ალერგიის წამლის (დიფენჰიდრამინის) ძალიან დიდ დოზებს ჰალუცინაციების გამოსაწვევად.
შედეგები:

ორი ადამიანი მესამე მონაწილეს ახტუნავებს და შემდეგ ფეხებში ურტყამს, რის შედეგადაც ის ზურგით ან თავით ეცემა.
შედეგები:

ადიან პირამიდად დაწყობილ რძის ყუთებზე.
შედეგები:

ისხამენ სპირტს, სანიტაიზერს ან სხვა აალებად ნივთიერებას და ცეცხლს უკიდებენ.
შედეგები:

მონეტას ან ლითონის საგანს აჭედებენ ნახევრად შეერთებულ დამტენსა და ელექტროროზეტს შორის.
შედეგები:

სარეცხ კაფსულებს ღეჭავენ და ყლაპავენ.
შედეგები:

დეოდორანტის, საღებავის, კომპიუტერის საწმენდი სპრეის ან სხვა ქიმიური ნივთიერებების ორთქლს ისუნთქავენ.
შედეგები:

სკოლებიდან ნივთების მოპარვასა და ვანდალიზმს იღებენ ვიდეოზე.
შედეგები:

მოძრავი მანქანიდან გადმოდიან და გზაზე ცეკვავენ.
შედეგები:

ხომ აბსურდული და სულელური ჩანს ერთი შეხედვით ყველა ეს "დავალება"? თუმცა ფაქტია, სოციალური ქსელების ეფექტი, პოპულარობის სურვილი, მიბაძვა თუ გარკვეული მენტალური პრობლემები ხდება მიზეზი, რის გამოც ადამიანები, განსაკუთრებით მოზარდები, ვერ აანალიზებენ აბსურდულობას და საფრთხეებს და ხშირად ლეტალურ შედეგამდე მიდიან...
მოზარდის დაცვა ასეთი "ჩელენჯებისგან" მხოლოდ „არ გააკეთო“ ტიპის გაფრთხილებით იშვიათად მუშაობს. უფრო ეფექტურია ინფორმირებულობა, ნდობა და ციფრული გარემოს გაცნობა.
პირველ რიგში, თავად იყავით ყოველთვის ინფორმირებული, რა ხდება გარშემო. როდესაც მსგავსი სიახლე ჩნდება, გამოიყენეთ როგორც საუბრის მიზეზი:
მიზანია არა ლექციის წაკითხვა, არამედ მისი აზრის მოსმენა.
ბევრ მოზარდს ჰგონია, რომ „ყველა ამას აკეთებს“.
აუხსენით, რომ:
სჯობს იცოდეთ:
თუ მოზარდი გენდობათ, უფრო დიდი შანსია გითხრათ, როცა რაიმე საეჭვოს წააწყდება.
4. აუხსენით მედიკამენტების საფრთხე
ბევრი ჩელენჯი დაკავშირებულია ჩვეულებრივ ხელმისაწვდომ ნივთებთან:
მოზარდებმა ხშირად არ იციან, რომ "აფთიაქში იყიდება" არ ნიშნავს "უსაფრთხოა დიდი დოზით".
მოზარდმა უნდა იცოდეს:
„თუ რაიმე სისულელე გააკეთე ან ვინმე გაძალებს, შეგიძლია მომიყვე და პირველ რიგში დაგეხმარები.“
ბევრი ტრაგედია იმიტომ მძიმდება, რომ ბავშვები დახმარებას გვიან ითხოვენ.
საფრთხის ნიშნები შეიძლება იყოს:
ეს ნიშნები ავტომატურად პრობლემას არ ნიშნავს, მაგრამ ყურადღებას იმსახურებს.
პლატფორმებს, მათ შორის TikTok-ს, აქვთ:
ეს სასარგებლო ინსტრუმენტებია, თუმცა ნდობას ვერ ჩაანაცვლებს.
თუ ვიდეოში ადამიანი:
ეს უკვე არა „ჩელენჯია“, არამედ ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საფრთხეა.
კვლევებიც და პრაქტიკაც აჩვენებს, რომ ყველაზე დაცულები არიან ის მოზარდები, რომლებსაც მშობელთან ნორმალური კომუნიკაცია აქვთ. მშობელი, რომელიც იცის რას უყურებს შვილი, ვისთან მეგობრობს ონლაინ და შეუძლია განსჯის გარეშე მოუსმინოს, ბევრად უფრო ეფექტურად იცავს შვილს, ვიდრე მხოლოდ აკრძალვები.