ბრიტნი სპირსის ცხოვრებისეული ტრაგედიის მთავარი მომენტი მისი, როგორც დედის, დაუსრულებელი ტკივილებია. როგორც ცნობილია, მასთან არ გაიზარდნენ მისი შვილები - გამუდმებული პრობლემების გამო (ფსიქიკური პრობლემების, კანონთან დაკავშირებული პრობლემების და ა.შ.), რაც, მისი გულშემატკივრების აზრით, იმან გამოიწვია, რომ მას ყველა ექცეოდა, როგორც ნივთს და ფულის წყაროს, და ვარსკვლავობაც უფრო ტანჯვად ექცა, ვიდრე ბედნიერებად. მისმა ყოფილმა ქმარმა ყველანაირ ლაფში ამოსვარა ბრიტნი საჯაროდ და ყველაფერი ქნა, რომ შვილები მას დარჩენოდა და თავად გაეზარდა, ბრიტნის კი ალიმენტები ეხადა...
ბრიტნი სპირსი ორჯერ გახდა დედა: 2005 წლის 14 სექტემბერს მან გააჩინა ვაჟი, შონ პრესტონი, ხოლო 2006 წლის 12 სექტემბერს - მეორე ვაჟი, ჯეიდენ ჯეიმსი. ბრიტნი ცდილობდა ყოფილიყო კარგი დედა და მთელ დროს შვილებზე ზრუნვას უთმობდა, თუმცა სერიოზული კრიზისიც განიცადა. თითქმის ზედიზედ ორი ორსულობის გამო, მშობიარობის შემდგომი დეპრესია ჰქონდა. მას მუდმივი მელანქოლია და შფოთვა ეუფლებოდა, რასაც პაპარაცების მუდმივი ყურადღება ამძაფრებდა.



ტაბლოიდები მის ყველა ნაბიჯს აკვირდებოდნენ და ყველა შეცდომას დასცინოდნენ. ბრიტნიმ აღიარა, რომ უბრალოდ სურდა ყოფილიყო ჩვეულებრივი დედა და საკუთარი შეცდომები დაეშვა, მაგრამ მისი დონის ვარსკვლავს ამის უფლება არ ჰქონდა. ამასობაში, მისი ქმარი მცირე მხარდაჭერას უწევდა: კევინ ფედერლაინი აქტიურად მისდევდა კარიერას და მთელ თავისუფალ დროს წვეულებებში ატარებდა. 2006 წელს პოპ დივამ განქორწინება მოითხოვა.
ტრავმული დაშორების ფონზე, მომღერლის ფსიქიკური მდგომარეობა გაუარესდა და მან რამდენიმე საჯარო კრახი განიცადა - მათ შორის თავის გადაპარსვა და პაპარაცების მანქანის ქოლგით ჩამსხვრევა. ასევე დაიწყო ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება, რისი ხსენებაც ფედერლაინს სასამართლოში არ დავიწყებია. საბოლოოდ, მომღერალი რეაბილიტაციის ცენტრში მოათავსეს და ბავშვებზე მეურვეობა მამას გადაეცა.


შონი და ჯეიდენი იშვიათად ხედავდნენ დედას და ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო შორდებოდნენ ერთმანეთს. ბრიტნი სპირსის ბევრი გულშემატკივარი მის ქორწინებას კევინ ფედერლაინთან და შემდგომ განქორწინებას ასახელებს, როგორც მისი ყველა ტრაგედიის საწყის წერტილს. 2008 წელს მამამისმა აიღო ბრიტნიზე მეურვეობა და ვარსკვლავმა დამოუკიდებლობა მხოლოდ 2021 წელს დაიბრუნა, თუმცა ახლა ის სრულიად სხვა ადამიანია.
მას შემდეგ, რაც კევინ ფედერლაინმა შვილებზე მეურვეობა მოიპოვა, მისი მთავარი პრიორიტეტი მათი საზოგადოების ყურადღებისგან დაცვა იყო. ბიჭები კალიფორნიაში ჩვეულებრივი ბავშვებივით გაიზარდნენ: სკოლაში დადიოდნენ და სპორტით იყვნენ დაკავებულნი. კარგად ურთიერთობდნენ თანატოლებთან და ოჯახური ატმოსფერო დადებითი იყო. კევინ ფედერლაინს ექვსი შვილი ჰყავს სხვადასხვა ქალისგან და მისი ყველა ვაჟი და ქალიშვილი ახლოს არიან.
ბრიტნი სპირსის ყოფილმა ქმარმა ვერ შეძლო შოუბიზნესში ბრწყინვალე კარიერის აშენება და მრავალი წლის განმავლობაში ის ბრიტნისგან გადახდილი ალიმენტით ცხოვრობდა. სხვადასხვა დროს, თანხა თვეში 40 000 დოლარს აღწევდა. ფედერლაინს ხშირად ადანაშაულებდნენ ბრიტნის ხარჯზე მოგების მიღებაში, მაგრამ ის ამტკიცებდა, რომ მან აიღო შვილების აღზრდის რთული ამოცანა და შონისა და ჯეიდენის ერთადერთი სანდო ზრდასრული გახდა.
რა თქმა უნდა, სკანდალებიც იყო. ინტერვიუებში ფედერლაინი რეგულარულად იხსენებდა უხამს ისტორიებს: როგორ დაიჭირა ერთხელ ბრიტნი მისი ვაჟების ოთახში დანით ხელში, ან როგორ აიძულა ბრიტნიმ ბიჭები მასთან ერთად შხაპი მიეღოთ. კევინს ყოველთვის სურდა, რომ მის შვილებს დედასთან მინიმალური კონტაქტი ჰქონოდათ და დროთა განმავლობაში სრულიად დაკარგეს მასთან კავშირი. როდესაც ბრიტნი 2021 წელს მამის მეურვეობისგან გაათავისუფლეს, კევინ ფედერლაინმა შონი და ჯეიდენი ჰავაიზე გადაიყვანა.
თავის მემუარებში კევინმა აღნიშნა, რომ პოპ დივასგან შორს ცხოვრებამ მის ვაჟებს სარგებელი მოუტანა: მათ გადალახეს შფოთვა და უფრო კომუნიკაბელურები გახდნენ. ახლა შონი და ჯეიდენი მუსიკალურ და სამოდელო სფეროში ცდილობენ განვითარებას.




მას შემდეგ, რაც ბიჭები 18 წლის გახდნენ, მათ დედასთან ურთიერთობის აღდგენა დაიწყეს, მაგრამ ბრიტნის მუდმივმა სკანდალებმა და პროვოკაციულმა ქცევამ ხელი შეუშალა მათ დაახლოებას. შონი და ჯეიდენი ახლაც იშვიათად ხედავენ დედას, მაგრამ წლების განმავლობაში სრული გაუცხოებისა და კონფლიქტის შემდეგ, ეს პროგრესია.
როდესაც ბრიტნის ვაჟები დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხედავენ მას, ბრიტნი ხშირად ურეკავს და ძვირად ღირებულ საჩუქრებს უგზავნის, რათა მისი ხანგრძლივი არყოფნა კომპენსირდეს.
როგორც სუპერვარსკვლავის შვილები, შონი და ჯეიდენი სულ ყურადღების ცენტრში არიან, მაგრამ ცდილობენ პირადი ცხოვრება კონფიდენციალურად შეინახონ. სწორედ ამიტომ, ისინი განზრახ ერიდებიან დედასთან საჯარო გამოჩენებს და 2022 წელს გამოტოვეს მისი და სემ ასგარის ქორწილი და შემოიფარგლნენ მილოცვის ტექსტით. ჰავაიზე გადასვლამდე, კევინი ვარსკვლავს პირადად არ დაემშვიდობა და არც შვილებს მისცა ამის საშუალება - ბრიტნიმ ახალი ამბებიდან შეიტყო.
შონს და ჯეიდენს კვლავ აქვთ წყენას დედის მიმართ, მაგრამ ისინი მომწიფდნენ და აღარ სურთ მხოლოდ ნეგატიურ წარსულზე ფიქრი. ისინი შეშფოთებულნი არიან ბრიტნი სპირსის ჯანმრთელობისა და ფსიქიკური მდგომარეობით, ამიტომ მოითხოვეს, რომ მან კიდევ ერთი რეაბილიტაციის კურსი გაიაროს. ამ სიტუაციამ არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. ბევრი იმასაც ამბობდა, რომ ბრიტნი ამჯერად შვილების მეურვეობის ქვეშ მოექცა...
ზოგიერთმა ადამიანმა დაიწყო წერა, რომ ბრიტნი ალკოჰოლიზმს დაუბრუნდა და რომ მისი სამკურნალოდ გაგზავნის გადაწყვეტილება სწორი იყო. სხვები აღნიშნავდნენ, რომ მას შემდეგ, რაც მომღერალი სარეაბილიტაციოდ წავიდა, მისი ვაჟები დაუყოვნებლივ გადავიდნენ მის უზარმაზარ კალიფორნიულ სახლში და მისი ძვირად ღირებული მანქანებით დაიწყეს სიარული. თავად ბრიტნი ამაზე არაფერს ამბობს. მას მიეცა შესაძლებლობა, გამოასწოროს ურთიერთობა შვილებთან და ამბობს, რომ ახლა მისი ერთადერთი ამოცანაა, ყოველდღე სთხოვოს მათ პატიება წარსული შეცდომებისთვის.


