კანადელი ჯესიკა ფლეტჩერის ამბავი მსოფლიომ გაიგო. ის 11 წლის ბიჭს ზრდის, რომელსაც აუტიზმის ისეთი ფორმა აქვს, ვერბალური კონტაქტი არ შეუძლია და სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით (AAC — დამხმარე/ალტერნატიული კომუნიკაციის მოწყობილობა) ურთიერთობს გარშემო მყოფებთან.
თუმცა ერთხელაც, რესტორანში ყოფნისას, მოწყობილობა გამოირთო (ბატარეა დაუჯდა) და ბიჭს ქაღალდზე დახატული კლავიატურის გამოყენება მოუწია. სწორედ მაშინ გადაწყვიტა ჯესიკამ, რომ ასეთი კლავიატურა მუდმივად ექცია - ხელზე გაიკეთა ტატუს სახით. ახლა ჰანტერს შეუძლია, საჭირო ასოები თითით უჩვენოს, სიტყვები და ფრაზები შეადგინოს. ტატუზე "კი", "არა", "მიყვარხარ" ღილაკებიცაა და ემოციების გამომხატველი გამოსახულებებიც. ეს არის მიგნება, რათა ბავშვს ყოველთვის ჰქონდეს საშუალება, მას მოუსმინონ და გაუგონ.