მზად ხართ თუ არა ახალი სასწავლო წლისთვის? — სახალისო ტესტი მშობლებისთვის - მშობლები

მზად ხართ ახალი სასწავლო წლისთვის? — სახალისო ტესტი მშობლებისთვის

2026-08-31 07:32:52+04:00

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სულ ცოტა დრო დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა, ნელ-ნელა ისევ სასკოლო რეჟიმს დავუბრუნდეთ. მაგრამ მორალურად რამდენად მზად ხართ ამ სტიქიისთვის? სექტემბერი ხომ დილაადრიან გაღვიძებას, საშინაო დავალებებს, წრეებსა და გადარბენებს ნიშნავს.

ზოგჯერ სკოლაში დაბრუნება ბავშვებისთვის გაცილებით მარტივია, ვიდრე მშობლებისთვის — მათ მხოლოდ სწავლა ევალებათ. მშობლებს კი ერთდროულად სამსახურის, სასკოლო განრიგისა და პირადი ცხოვრების შეთავსება უწევთ და ამ პროცესში ზოგჯერ მოთმინების შენარჩუნებაც უჭირთ.

გთავაზობთ, შეამოწმოთ საკუთარი თავი: უპასუხეთ სულ 5 კითხვას და გაიგეთ, რამდენად მზად ხართ ახალი სასწავლო წლის დასაწყებად.

1. გახსოვთ, რომელ კლასშია თქვენი შვილი?

ა) რა თქმა უნდა, უკვე გადავხედეთ ყველა საგნის ჩამონათვალს.

ბ) რა თქმა უნდა, მახსოვს — მასწავლებელმა მშობლების ჩატშიც დაწერა.

გ) მგონი, კი...

2. ჩვეულებრივ, დილით რომელ საათზე იღვიძებთ?

ა) წელიწადის ნებისმიერ დროს — დილის 6-7 საათზე.

ბ) დაახლოებით 8-9 საათზე.

გ) შუადღემდე ძილი მიყვარს.

3. გახსოვთ რამე სასკოლო პროგრამიდან?

ა) რა თქმა უნდა! თან მთელი ზაფხული ბავშვთან ერთად ვმეცადინეობდით.

ბ) ჰუმანიტარული საგნები — კი, მათემატიკაზე კი ჩვენს ოჯახში ბებია აგებს პასუხს.

გ) უნივერსიტეტში ნასწავლიც კი აღარ მახსოვს!

4. მოგენატრათ მშობლების ჩატები?

ა) უკვე აქტიურად ვეკონტაქტები სხვა მშობლებს.

ბ) დიდად არა, რა თქმა უნდა...

გ) კიდევ 10 წელი სიამოვნებით არ ვნახავდი!

5. 15 სექტემბერს სკოლის საზეიმო ღონისძიებაზე წახვალთ?

ა) რა თქმა უნდა, ყოველ წელს მივდივართ.

ბ) თუ სამსახურიდან გათავისუფლებას მოვახერხებ.

გ) იმედი მაქვს, არა.

შედეგები

თუ პასუხებში უმრავლესობა არის „ა“

არ ვიცით, რისთვის ემზადებოდით, მაგრამ მზად ნამდვილად ხართ!

ახალი სასწავლო წლისთვის ყველაფერი ჯერ კიდევ მაისში მოგიმარაგებიათ, მთელი ზაფხული მეცადინეობასა და განვლილი მასალის გამეორებას დაუთმეთ და მშობლების ჩატშიც ყველა სიახლეს თვალს ადევნებდით. გამოტყდით, სკოლის თვითმმართველობის წევრი ხომ არ ხართ?

თუ პასუხებში უმრავლესობა არის„ბ“

თქვენი დევიზია: „რაც იქნება, იქნება!“

ცოტას ნერვიულობთ, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. ბოლოს და ბოლოს, ეს პირველი სასწავლო წელი ხომ არ არის — აქამდეც გაგვიტანია და ახლაც გავუმკლავდებით!

თუ პასუხებში უმრავლესობა არის„გ“

კიდევ ერთი ზაფხული გჭირდებათ!

დამშვიდდით, ამოისუნთქეთ, ყავა დალიეთ. სასწავლო წლისთვის საერთოდ არ ხართ მზად, მაგრამ ნუ ინერვიულებთ — დიდი ალბათობით, მასწავლებლებიც დაახლოებით იმავე მდგომარეობაში არიან. ნაკლები ნერვიულობა და მეტი ზრუნვა საკუთარ თავზე და ამასობაში პირველი არდადეგებოც მოგვისწრებს.

2026-2027 სასწავლო წლის აკადემიური კალენდარი - რომელ დღეებში დაისვენებენ მოსწავლეები