მეხის დაცემა, მარტივად რომ ვთქვათ, ძალიან ძლიერი ელექტრული დარტყმაა. ჭექა-ქუხილის დროს ღრუბლებში დიდი ელექტრული მუხტი გროვდება. როდესაც ეს მუხტი ღრუბლიდან მიწისკენ განმუხტავს, ვხედავთ ელვას. თუ ელექტრული განმუხტვა მიწას, ხეს, შენობას ან ადამიანს მოხვდა, ამას მეხის დაცემას ვუწოდებთ.
მეხი ადამიანს ყოველთვის პირდაპირ არ ეცემა. ელვა შეიძლება მოხვდეს მის გვერდით მდგომ ხეს, ბოძს ან მიწას და ელექტრული დენი იქიდან გავრცელდეს. სწორედ ამიტომ შეიძლება დაშავდეს ადამიანიც, რომელსაც ელვა უშუალოდ არ შეხებია. მიუხედავად იმისა, რომ მეხი წარმოუდგენლად ძლიერი ელექტრული განმუხტვაა, მისი დარტყმა ყოველთვის სასიკვდილო არ არის. ელვის ზემოქმედება ძალიან ხანმოკლეა და დენის ნაწილი ზოგჯერ სხეულის ზედაპირზე გაივლის, ნაცვლად იმისა, რომ მთლიანად სხეულის სიღრმეში გაიაროს. გარდა ამისა, ყველა დაზარალებულს ელვა პირდაპირ არ ხვდება — დენი შეიძლება ადამიანამდე მიწიდან ან ახლომდებარე საგნიდან მივიდეს. ამიტომ დაზიანების სიმძიმე შემთხვევიდან შემთხვევამდე მნიშვნელოვნად განსხვავდება. სტატისტიკურად, მეხისგან დაზარალებულთა თითქმის 90% გადარჩება
მეხის საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს ჭექა-ქუხილის დროს. ყველაზე მარტივი გამაფრთხილებელი ნიშანი თავად ჭექაა: თუ გაიელვა ან ჭექის ხმა გვესმის, ეს ნიშნავს, რომ ელვა იმდენად ახლოსაა, რომ უსაფრთხო ადგილი უნდა მოვძებნოთ.აუცილებელი არ არის, უკვე წვიმდეს — მეხი შეიძლება იმ ადგილიდან მოშორებითაც დაეცეს, სადაც ძლიერი წვიმაა.
ამიტომ წესი მარტივია: თუ ჭექა გაიგეთ, ნუ დაელოდებით წვიმის დაწყებას — შედით უსაფრთხო ადგილას.
ჭექა-ქუხილის დროს ყველაზე უსაფრთხოა მყარი, მთლიანად დახურული შენობა — სახლი, მაღაზია, ოფისი და სხვა მსგავსი შენობა. გამოდგება ავტომობილიც აწეული ფანჯრებით.ღია ფარდული, გადახურული გაჩერების, კარავი, ღია ვერანდა ან აივანი მეხისგან უსაფრთხო თავშესაფარი არ არის.
არა. მეხის დროს ხის ქვეშ შეფარება ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გადაწყვეტილებაა.
განსაკუთრებით საშიშია მინდორში ცალკე მდგომი მაღალი ხე. მეხი ხშირად ეცემა გარემოსთან შედარებით მაღალ ობიექტებს. თუ ელვა ხეს მოხვდა, ელექტრული დენი შეიძლება ხის ღეროსა და მიწის გავლით ახლოს მდგომ ადამიანზეც გადავიდეს.
ამიტომ ჭექა-ქუხილის დროს ხეს უნდა მოვშორდეთ და არა მის ქვეშ დავდგეთ.
ასევე უნდა მოვერიდოთ ბოძებს, ანძებს, მეტალის ღობეებსა და სხვა მაღალ კონსტრუქციებს.
მეხის დროს ღია ცის ქვეშ სრულიად უსაფრთხო ადგილი არ არსებობს. ამიტომ მთავარი მიზანი დახურულ შენობამდე ან ავტომობილამდე მისვლაა.
თუ ეს შეუძლებელია, უნდა ჩამოვიდეთ გორაკიდან ან სხვა შემაღლებული ადგილიდან, მოვშორდეთ ცალკე მდგომ ხეებს, ბოძებს, წყალსა და მეტალის კონსტრუქციებს.
მიწაზე გაწოლა არ შეიძლება. თუ მეხი ახლოს დაეცა, ელექტრული დენი შეიძლება მიწაშიც გავრცელდეს და რაც უფრო დიდი ზედაპირით ეხება სხეული მიწას, მით მეტი შესაძლებლობაა, დენმა სხეულში გაიაროს. მეხის დენი მიწაშიც ვრცელდება. მიწა დენს ერთ წერტილში არ „ყლაპავს“ — მეხის დაცემის ადგილიდან ელექტრული დენი მიწის ზედაპირზე და მის გასწვრივ სხვადასხვა მიმართულებით ვრცელდება და დაშორებასთან ერთად სუსტდება. ამიტომ ახლოს დაცემულმა მეხმაც შეიძლება ადამიანი დააზიანოს, მიუხედავად იმისა, რომ ელვა უშუალოდ მას არ მოხვედრია.
თუ რამდენიმე ადამიანი ერთადაა, ერთმანეთზე მჭიდროდ მიყრდნობაც არ არის კარგი — სასურველია ერთმანეთისგან დაშორება, რათა ერთი განმუხტვის შემთხვევაში რამდენიმე ადამიანი ერთდროულად არ დაშავდეს.
არა. ჭექა-ქუხილის დაწყებისთანავე უნდა ამოვიდეთ ზღვიდან, ტბიდან, მდინარიდან ან აუზიდან და შევიდეთ დახურულ შენობაში.
მყარი შენობა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სახლში ნებისმიერი მოქმედება უსაფრთხოა.
მეხის ელექტრული დენი შეიძლება შენობაში ელექტროგაყვანილობის, კაბელების ან წყლის მილების საშუალებით გავრცელდეს. ამიტომ ჭექა-ქუხილის დროს არ არის რეკომენდებული სადენში შეერთებული ელექტრომოწყობილობებთან შეხება. გამორთვა თუ გნებავთ, ჯობია ელვის დაწყებამდე გამორთოთ.
ასევე სჯობს ამ დროს არ მივიღოთ შხაპი და არ ვრეცხოთ ჭურჭელი, რადგან ელექტრული დენი შესაძლოა სანტექნიკის სისტემაშიც გავრცელდეს.
მობილური ტელეფონის გამოყენება შეიძლება, თუ ის დამტენზე არ არის შეერთებული.
მეხი არ არის საგანი, რომელიც ფანჯრიდან „შემოფრინდება“. ეს ელექტრული განმუხტვაა.
თუმცა მეხის დენი სახლში ნამდვილად შეიძლება გავრცელდეს — მაგალითად, თუ ელვა შენობას, ელექტროგადამცემ ხაზს ან სხვა დაკავშირებულ სისტემას მოხვდა. დენი შეიძლება გავრცელდეს სადენების, კაბელების, მილებისა და სხვა გამტარი ნაწილების საშუალებით.
სწორედ ამიტომ ჭექა-ქუხილის დროს სახლში ყოფნა უსაფრთხოა, მაგრამ მაინც საჭიროა გარკვეული წესების დაცვა.
არა. აივანი სახლის შიდა სივრცე არ არის. იგივე ეხება ღია ტერასასა და ვერანდას.
თუ ჭექა გვესმის, აივნიდან ოთახში უნდა შევიდეთ და ღია კარ-ფანჯარასთან არ დავრჩეთ.
წვიმის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ მეხის საფრთხემ ჩაიარა. ჭექა-ქუხილის ღრუბელი შეიძლება უკვე გვშორდებოდეს, მაგრამ ელვის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობდეს.
უსაფრთხოების გავრცელებული წესია: ბოლო ჭექის გაგონებიდან მინიმუმ 30 წუთი დაველოდოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გავიდეთ გარეთ.
მეხდაცემულ ადამიანთან შეხება უსაფრთხოა.
მის სხეულში ელექტრული მუხტი არ რჩება და დახმარებისას დენი თქვენზე არ „გადმოვა“.
პირველ რიგში უნდა გამოვიძახოთ 112 და შევამოწმოთ, არის თუ არა ადამიანი გონზე და სუნთქავს თუ არა.
თუ ადამიანი არ სუნთქავს ნორმალურად, საჭიროა გულ-ფილტვის რეანიმაციის დაწყება. თუ ახლოს არის ავტომატური დეფიბრილატორი (AED), მისი გამოყენებაც შეიძლება.
თუ ადამიანი გონზე მოვიდა და ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს, სამედიცინო შემოწმება მაინც აუცილებელია. ძლიერმა ელექტრულმა დარტყმამ შეიძლება გამოიწვიოს გულის რიტმის დარღვევა, დამწვრობა, ნერვული სისტემის დაზიანება და სხვა პრობლემები, რომლებიც გარეგნულად მაშინვე არ ჩანს.