"მამებო, ბებიებო, ოჯახის სხვა წევრებო, გაუფრთხილდით დედების ნერვულ სისტემას! ორმაგი და სამმაგი სტანდარტები ბავშვისთვის დამაზიანებელია. როდესაც დედა იტყვის, რომ ასეა, „ჩემს შვილთან ამას ვაკეთებთ“ - მიჰყევით..." - მშობლები

"მამებო, ბებიებო, ოჯახის სხვა წევრებო, გაუფრთხილდით დედების ნერვულ სისტემას! ორმაგი და სამმაგი სტანდარტები ბავშვისთვის დამაზიანებელია. როდესაც დედა იტყვის, რომ ასეა, „ჩემს შვილთან ამას ვაკეთებთ“ - მიჰყევით..."

2026-08-31 12:31:57+04:00

ინკლუზიური განათლების სპეციალისტი თინათინ გობაძე სოციალურ ქსელში ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს და იმაზე, თუ რა ბრძოლები უწევთ ხშირად დედებს, რომ სწორედ ისე აღზარდონ შვილები, როგორც თავად მიაჩნიათ სწორად:

- როცა მშობლებთან მაქვს კონსულტაცია, ხშირად იკვეთება ასეთი ქეისები — დედები წუხან: „ვიცი, რომ ჩემს შვილთან არის სწორი, ვიცი, რომ ჩემს შვილთან არ არის ეს რეკომენდებული (ადრეულ ასაკში ტკბილი, ამდენ ხანს ეკრანთან ყოფნა), თუმცა ოჯახის სხვა წევრებს აქვთ სხვა სტანდარტში შენარჩუნებული ბავშვები“. მაგალითად, თუ დედა ეუბნება, რომ ტკბილი — არა, იქით ბებია აჭმევს შოკოლადს, აქეთ — ბაბუა, ან მამა: „ჰო, კარგი, არა უშავს“.

ეს ორმაგი და სამმაგი სტანდარტები ბავშვისთვის პირიქით — დამაზიანებელია და არათუ სიკეთის მომტანი. და თქვენ, თუ თვლით, რომ თქვენ უფრო კეთილები ხართ და ამიტომ აძლევთ ბავშვს იმის უფლებას, რასაც დედა უკრძალავს, ან წესები გაქვთ დაწესებული და არ მიყვებით, ეს უბრალოდ ბოროტებაა, ეს არის ძალიან მიუღებელი ქცევა. თქვენ ასე უბრალოდ აზიანებთ ბავშვის და ასევე დედის ნერვულ სისტემას. ნახეთ, დედები უკვე ვეღარ უძლებენ ამ წნეხის ქვეშ ცხოვრებას! დედებს ძალიან უჭირთ, დედები შველას ითხოვენ — გაიგონეთ მათი ხმა!

დედები, რომლებიც მუდმივად 24/7-ზე არიან... იცით, როგორ შრომაში? შრომაში, რომელიც საერთოდ არ ჩანს, მაგრამ არის ძალიან ძალიან დიდი. ბავშვებზე ზრუნვა, ბავშვების საჭიროებების დაკმაყოფილება — ამას უნდა მართლა ძალიან დიდი რესურსი და კიდევ ის, რომ ბავშვს ეთამაშოს, ბავშვის ასაკის შესაბამისად მისი საჭიროებები დააკმაყოფილოს სწორად და შეუწყოს ხელი განვითარებაში. თქვენ აქეთ დედის ნერვულ სისტემას აზიანებთ. დედა არის მუდმივად შფოთვის ქვეშ, რადგან უწევს ბრძოლა საკუთარ ოჯახის წევრებთან. და ამ დედას დააცადეთ, თქვენთან ბრძოლა ნუ უწევს ამ დედას!

როდესაც დედა იტყვის, რომ ეს ასეა, „ჩემს შვილთან ამას ვაკეთებთ“ - მიჰყევით დედას! თუ გიყვართ თქვენი შვილიშვილი, სხვა წესებს ნუ სთავაზობთ ბავშვს, პირიქით — პატივი ეცით დედის გადაწყვეტილებას და მხარი დაუჭირეთ. დედას ნუ უწევს დამატებით თქვენთან ჩხუბი.

თუ გინდათ, რომ ჯანსაღი ფსიქიკის იყოს ბავშვი, მაშინ გაუფრთხილდით დედის ფსიქიკას! ყველაზე ძვირფასი, რაც შეიძლება მისცეთ დედას საჩუქრად, ეს არის თავისუფალი დრო — დრო მხოლოდ მისთვის, მაგალითად, 20 წუთი ან 1 საათი დღის განმავლობაში. გყავდეთ ბავშვები თქვენ და დედამ გაისეირნოს, მეგობართან ერთად ყავა დალიოს. დედებს სჭირდებათ განტვირთვა, რომ ნერვული სისტემა არ გადაიწვას, რომ შეძლოს, ისევ იყოს პროდუქტიული შვილთან.

ამიტომ, მამებო, ოჯახის სხვა წევრებო, გთხოვთ, შეეშვით ორმაგი და სამმაგი სტანდარტების დაწესებას, გაუფრთხილდით დედების ნერვულ სისტემას! ჯანსაღი ფსიქიკის მქონე დედა განაპირობებს ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ბავშვის არსებობას. ეს, მე მგონი, უნდა გაითავისოს მთელმა მსოფლიომ, რომ დედებზე ზრუნვა პირდაპირ კავშირშია და დედების მშვიდი ნერვული სისტემა პირდაპირ კავშირშია ბავშვების ჯანსაღ ფსიქიკასთან. და ასევე, როდესაც დედა გარეთ გადის — ან, მაგალითად, მაღაზიაში, ან სტუმრად, ან სალონში — ხშირად ესმით კითხვა: „ბავშვი ვის დაუტოვე? სად არის ბავშვი?“ — „მამასთან“. — „უი, რა კარგი მამაა, ზრუნველი!“ რა ვიცი, იგივე კითხვა არ უჩნდებათ, როდესაც დედას ჰყავს შვილი მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ თუ დაიტოვებს მამა, ან კიდევ ბებია — „უი, რა კარგები არიან!“. ჰო, მათი პასუხისმგებლობა არის ასევე, რომ იზრუნონ ბავშვზე, დაიტოვონ ბავშვი და არა მარტო — დედის. ამიტომ, დავამსხვრიოთ ეს სტერეოტიპი, რომ თითქოს მხოლოდ დედის პასუხისმგებლობაა ბავშვის დატოვება და მასზე ზრუნვა. თქვენ კი მიენდეთ დედებს და გაუფრთხილდით მათ ნერვულ სისტემას! ამის აღიარება გინდათ თუ არ გინდათ, დედა არის ღერძი. ბედნიერი დედა, მშვიდი ნერვული სისტემის მქონე დედა განაპირობებს მშვიდი ნერვული სისტემის მქონე ბავშვს. ამას მტკიცებები არ სჭირდება.

„მუცელში ჭია გყავს, კიდევ შეჭამ ტკბილეულს და მავნე საკვებს? — როგორ იქცა ბავშვის შეშინება მშობლების ახალ ვირუსულ მეთოდად
გადამრიეს დედამთილ-მამამთილმა. თვითონ უნდათ ტკბილი და ბავშვებს აბრალებენ. ათასი ხარახურა მოაქვთ... თან მაშინ ააჭრაჭუნებენ, როცა საჭმელად ვემზადებით - კიდევ ერთი პრობლემა ოჯახებში