ამერიკაში პოლიციელებმა 163 დაკარგული ბავშვი იპოვეს — რა იმალება ფლორიდის მასშტაბური ოპერაციის მიღმა - მშობლები

ამერიკაში პოლიციელებმა 163 დაკარგული ბავშვი იპოვეს — რა იმალება ფლორიდის მასშტაბური ოპერაციის მიღმა

2026-08-31 14:45:56+04:00

ფლორიდაში სამართალდამცავებმა ხუთდღიანი უპრეცედენტო ოპერაციის ფარგლებში 163 დაკარგული ბავშვი იპოვეს. ბავშვები ორ თვიდან 17 წლამდე ასაკის იყვნენ. ზოგი მათგანი ოჯახიდან გაქცეული იყო, ზოგი ძალადობისა და უგულებელყოფის მსხვერპლი, ზოგიერთ შემთხვევაში კი გამოძიებამ შესაძლო ექსპლუატაციისა და ადამიანებით ვაჭრობის ნიშნები გამოავლინა. თუმცა, ამ საქმის გარშემო გავრცელებული ბევრი დეტალი ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

ფლორიდის ხელისუფლებამ 25 აგვისტოს ოპერაციის შედეგები გამოაცხადა. ეს იყო შტატის ისტორიაში პირველი ამ მასშტაბის ოპერაცია, რომლის მთავარი მიზანი დაკარგული და განსაკუთრებით მოწყვლადი არასრულწლოვნების მოძებნა და მათი უსაფრთხო გარემოში დაბრუნება იყო.

ოპერაციას Florida Department of Law Enforcement (FDLE) ხელმძღვანელობდა. მასში მონაწილეობდნენ ადგილობრივი და ფედერალური სამართალდამცავები, ბავშვთა დაცვის სამსახურები, სოციალური მუშაკები და სხვა ორგანიზაციები.

ოფიციალური მონაცემებით, ხუთი დღის განმავლობაში 163 ბავშვი იპოვეს. ხელისუფლების განცხადებით, ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბავშვის მოძიებისა და დაბრუნების ოპერაციაა არა მხოლოდ ფლორიდის, არამედ ამერიკის მასშტაბით.

0f9en8q-l0q8j3harrd8lhnrwnbrclnuroa2ldcqp2orxavimgfzctoez9wp5qqjsbha686syjqdfofoyqhbxo9hse4i1yrpowywu98-is5zgohe8thpw4cb1gj2dxr46-dsg30exyu9yamnvtkxocqplmqdzznjqelbh5f6-ayzlb96k6ogfomcuaqaekdl-1788173760.jfif

163-ვე ბავშვის შემთხვევაში არ ყოფილა ერთი და იგივე სცენარი. ხელისუფლებას არ უთქვამს, რომ ყველა მათგანი უცხო ადამიანმა გაიტაცა ან ერთი ორგანიზებული ტრეფიკინგის ქსელი აკონტროლებდა. გამოძიების პირველადი შედეგები აჩვენებს სრულიად განსხვავებულ სურათს.ნაპოვნ ბავშვებს შორის იყვნენ არასრულწლოვნები, რომლებიც: სახლიდან გაიქცნენ; მიტოვებულები ან უგულებელყოფილები იყვნენ; ძალადობის მსხვერპლები გახდნენ; ექსპლუატაციის მდგომარეობაში აღმოჩნდნენ; სხვა კრიმინალურ საქმიანობასთან დაკავშირებულ გარემოში იმყოფებოდნენ; ზოგიერთ შემთხვევაში კი, სავარაუდოდ, ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლები იყვნენ.

ოფიციალური განცხადების მიხედვით, ბავშვებს ჰქონდათ ძალადობის, ექსპლუატაციის ან სხვა დანაშაულებრივ გარემოში ყოფნის სხვადასხვა გამოცდილება.

ოპერაცია მხოლოდ ერთ ქალაქში არ ჩატარებულა. ყველაზე მეტი ბავშვი Tampa Bay-ის რეგიონში იპოვეს — 46. შემდეგ მოდიოდა მაიამი, ორლანდო და ა.შ. ჯამში — 163 ბავშვი.მაგრამ ოპერაცია ფლორიდის საზღვრებსაც გასცდა. საერთაშორისო შემთხვევები კი უკავშირდებოდა ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ბრაზილია, კოლუმბია, კანადა, ფინეთი, იტალია, ესპანეთი, ტაივანი და ა.შ.ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი ბავშვის დაკარგვის საქმე უკვე თავიდანვე სცდებოდა ფლორიდის ფარგლებს და სამართალდამცავებს სხვა შტატებისა და ქვეყნების უწყებებთან თანამშრომლობა სჭირდებოდათ.

როგორ იპოვეს ისინი?

FDLE-ის ინფორმაციით, ოპერაციის დროს გამოყენებული იყო რეალურ დროში მიღებული სადაზვერვო ინფორმაცია და საველე ოპერაციები ბავშვების ადგილსამყოფელის დასადგენად. სხვადასხვა უწყება იყო ჩართული, ამუშავებდა კონკრეტულ შემთხვევებს და შემდეგ საველე ჯგუფები კონკრეტულ მისამართებსა და ადგილებში გადიოდნენ. ეს იყო ერთიანი, კოორდინირებული გამოძიება, რომელშიც სხვადასხვა უწყების მონაცემები ერთმანეთს დაუკავშირდა.

სამართალდამცავების ამოცანა მხოლოდ ბავშვის პოვნა არ ყოფილა. ნაპოვნ ბავშვებს სპეციალურად მოწყობილ სივრცეში გადაჰყავდათ. იქ მათ ხვდებოდნენ სოციალური მუშაკები, ბავშვთა დაცვის სპეციალისტები, სამედიცინო პერსონალი, დაზარალებულთა დამცველები და ბავშვებზე ორიენტირებული ორგანიზაციები. თუ ბავშვის ოჯახში დაბრუნება უსაფრთხოდ ითვლებოდა, ის ოჯახს უბრუნდებოდა. სხვა შემთხვევებში კი ბავშვები სპეციალურ დაწესებულებებში გადაიყვანეს. პრიორიტეტი იყო ბავშვის უსაფრთხოება.

საჯაროდ არ გამოქვეყნებულა 163 ბავშვის ინდივიდუალური სია, სადაც მითითებული იქნებოდა როდის გაუჩინარდა თითოეული, რამდენი დღე, თვე ან წელი იყო დაკარგული, ვისთან ცხოვრობდა აღმოჩენამდე, კონკრეტულად სად იპოვეს, რა პირობებში იმყოფებოდა, იყო თუ არა ძალადობის მსხვერპლი. ჯერჯერობით ბევრი რამ გამოსაძიებელია და პოლიციას ყველა დეტალი არ გაუმხელია. ფაქტია, რომ ბავშვები იყვნენ დაკარგულები, მათ სახელმწიფო ეძებდა, იყვნენ პატარები და დამნაშავეები მათ იზოლირებულ გარემოში ამყოფებდნენ, რისთვის იყენებდნენ, ესეც ჯერჯერობით არ გაცხადებულა.

ოფიციალურად ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბევრი მათგანი იყო ძალადობის, უგულებელყოფის, ექსპლუატაციის ან სხვა დანაშაულებრივი გარემოს ზემოქმედების ქვეშ.

სამი დაკავება

ოპერაციის პირველ ეტაპზე სამი ადამიანის დაკავების შესახებ გახდა ცნობილი: მაიკლ პრესკოტის, რობერტ ფერალ ელისონის და ჯეიდენ ალენ ჰარვუდის.

operation-statewide-shield-main-1788174169.webp

ხელისუფლება ამბობს, რომ დამატებითი დაკავებები მოსალოდნელია, რადგან რამდენიმე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.

163 ბავშვის პოვნა უდავოდ მასშტაბური მოვლენაა, მაგრამ ამ ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი შესაძლოა ჯერ კიდევ წინ იყოს.

  • ვინ მიაყენა ამ ბავშვებს ზიანი?
  • რამდენი მათგანი იყო რეალურად ტრეფიკინგის მსხვერპლი?
  • რამდენი ადამიანი მონაწილეობდა მათ ექსპლუატაციაში?
  • რამდენ ხანს იყვნენ ბავშვები დაკარგულები?
  • რამდენი მათგანი ცხოვრობდა სახიფათო გარემოში?
  • და იყო თუ არა ერთმანეთთან დაკავშირებული რომელიმე საქმე?

ამ კითხვებზე პასუხი ამ ეტაპზე სრულად არ არსებობს. ხელისუფლება ამბობს, რომ მრავალი გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ახლა იწყება მეორე, შესაძლოა უფრო რთული ნაწილი: დადგენა იმისა, თუ რატომ გაუჩინარდნენ ისინი, ვინ იყენებდა მათ, რა მოხდა მათი დაკარგვის პერიოდში და ვინ უნდა აგოს ამისთვის პასუხი.

16 ბავშვი წლობით ჰყავდათ დატყვევებული პაწაწინა ოთახში, უმძიმეს პირობებში... საკუთარ მშობლებს და ბებია-ბაბუას - პოლიციის მიერ გადარჩენილი და-ძმების მდგომარეობა შემაშფოთებელია (ვიდეო)
10 შვილის დედას წლობით ჰყავდა სახლში დატყვევებული მონა, რომელსაც არაადამიანურად ეპყრობოდა - როგორ იქცა 16 წლის გოგონა ტყვედ
ამ ბავშვებს 2021 წლის შემდეგ მზე არ უნახავთ და გისოსებიან ლოგინში ეძინათ, 8 წლის ტყუპს და მათ 10 წლის ძმას ისევ საფენები ეკეთათ.... - მშობლების მიერ სახლში დატყვევებული ბავშვების წარმოუდგენელი ამბავი