ირაკლი მაქაცარიას და ლიზა ჩიჩუას მოგზაურობა უფროს ვაჟთან ერთად - წყვილმა ერთად ყოფნის მე-6 წლისთავი აღნიშნა (ფოტოები) - მშობლები

ირაკლი მაქაცარიას და ლიზა ჩიჩუას მოგზაურობა უფროს ვაჟთან ერთად - წყვილმა ერთად ყოფნის მე-6 წლისთავი აღნიშნა (ფოტოები)

2026-09-02 11:35:05+04:00

ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა 4 წელია დაქორწინებული არიან, თუმცა 6 წელი გახდა მათი ერთად ყოფნის და შეყვარებულობის დროიდან. წყვილმა ეს დღე ერთი კვირის წინ აღნიშნა - ირაკლიმ მეუღლეს ვარდების უზარმაზარი თაიგული აჩუქა.

6-years-together-1788334607.jpg

შემდეგ კი უფროს ვაჟთან - გიორგისთან ერთად, სამოგზაუროდ გაემგზავრნენ და ბედნიერი მოგზაურობისფოტოებიც გამოაქვეყნეს.

forever-grateful-for-moments-1-1788334880.jpg

summer-1788334881.jpgforever-grateful-1788334880.jpgforever-grateful-3-1788334880.jpgforever-grateful-for-moments-lik2-1788334880.jpg

როგორც ცნობილია, წყვილს სამი შვილი ჰყავს. გიოსა და ნინას შემდეგ, მესამე შვილი - ქეთო სულ ცოტა ხნის წინ გაჩნდა. სახელი ექიმი ბებიის, ქეთი ასათიანის პატივსაცემად დაარქვეს. ქეთოს დაბადებასაც დაესწრო ირაკლი, როგორც პირველი ორი შვილის. სახლში გაწერისა და დამშვიდების შემდეგ, ლიზამ სოციალურ ქსელში გამომწერების შეკითხვებსაც უპასუხა. მისი თქმით, ბუნებრივად იმშობიარა, გაუტკივარების გარეშე.

ლიზამ სამედიცინო უნივერსიტეტი სულ ახლახან დაამთავრა. რეზიდენტურას ოფთალმოლოგიის მიმართულებით აგრძელებს. მისი თქმით, არ უჭირს დედობის და სწავლის შეთავსება, რადგან გვერდით ირაკლის სახით საუკეთესო ადამიანი ჰყავს.

4-years-of-marriage-and-now-there-are-f-1785420851.jpg

ჩემსა და ლიზას შორის 17 წელია სხვაობა... ამ ასაკში ემოციურად ბევრად მომწიფებული ვარ, ლიზას ასაკში შეიძლებოდა უფრო აფექტური ვყოფილიყავი... ყველაზე მეტად მიყვარს ჩემი მეუღლე და უბედნიერესი ვარ - ირაკლი მაქაცარია
ყველაზე მეტად ძილი მენატრება... - 3 შვილის დედის, 24 წლის ლიზა ჩიჩუას გულწრფელი პასუხები