როგორც ცნობილია, 3 ივნისს ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა მესამე შვილის მშობლები გახდნენ. 3 წლის გიო და ერთი წლის ნინას შემდეგ წყვილს ქეთო შეეძინათ, რომელსაც სახელი ექიმი ბებიის, ქეთი ასათიანის პატივსაცემად დაარქვეს. ქეთოს დაბადებასაც დაესწრო ირაკლი, როგორც პირველი ორი შვილის. სახლში გაწერისა და დამშვიდების შემდეგ, ლიზამ სოციალურ ქსელში გამომწერების შეკითხვებსაც უპასუხა.მისი თქმით, ბუნებრივად იმშობიარა, გაუტკივარების გარეშე. ქეთო უკვე ბუნებრივ კვებაზეა.
მაშინ ლიზამ აღნიშნა, ლიზას თქმით, არ უჭირს დედობის და სწავლის შეთავსება, რადგან გვერდით ირაკლის სახით საუკეთესო ადამიანი ჰყავს. რაც შეეხება სწავლას, უკვე მრავალშვილიანი დედა, სამედიცინო უნივერსიტეტის მე-6 კურსზეა და რეზიდენტურას ოფთალმოლოგიის მიმართულებით აგრძელებს.
ამჯერად ლიზამ კიდევ ერთხელ უპასუხა გამომწერების შეკითხვებს და აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად ძილი ენატრება, ფორმაში კი ასე უცებ გენეტიკის წყალობით ჩადგა.



ლიზამ ოჯახური კადრებიც გამოაქვეყნა. როგორც ცნობილია, წყვილმა ცოტა ხნის წინ გაასაჯაროა ნინას ფოტოები.




ცნობილ წყვილს შორის საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობაა, თუმცა ორივე აღნიშნავს, რომ იდეალური ურთიერთობა აქვთ. ცოტა ხნის წინ "პრაიმ შოუში" ირაკლიმ ამის შესახებ აღნიშნა:
"ჩემსა და ლიზას შორის 17 წელია სხვაობა. მე მიმაჩნია, რომ ყველა ურთიერთობა უნიკალურია. ამ შემთხვევაში ურთიერთობის წარმატება არ არის დამოკიდებული ციფრებზე. გაცილებით მნიშვნელოვანია გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად და ოჯახის შესანარჩუნებლად, რომ ეს ურთიერთობა იყოს აგებული სიყვარულზე, ურთიერთგაგებაზე, ურთიერთპატივისცემაზე, ვიდრე ის, რომ ჩემს პასპორტში პირობითად ერთი ციფრი წერია და მასთან - სხვა. მე მიმაჩნია, რომ ახლა, ამ ასაკში ემოციურად მომწიფებული ვარ და ნებისმიერ სიტუაციას, რაზეც ლიზას ასაკში შეიძლებოდა სულ სხვა რეაქცია მქონოდა, აფექტური ვყოფილიყავი... მეტი რისკი იქნებოდა, რომ ჩვენ, ერთი ასაკის ადამიანები გაცილებით ხშირად ვნახავდით საკამათო თემებს და მეტი კონფლიქტი შეიძლებოდა ყოფილიყო, ვიდრე ახლა. შეიძლება ეს იმაში ვლინდება, რომ უფრო მეტად დამთმობი ვარ. და არ მიმაჩნია, რომ ეს ცუდია. ცოტა უფრო გლობალურად ვუყურებ ამ ურთიერთობას და ვხვდები, რა არის ჩემთვის მთავარი ფასეულობა, ის რაღაც პატარ-პატარა ემოციური, უმნიშვნელო აფეთქებები აღარ მაქვს... აქედან მინდა ლიზას კიდევ ერთხელ ჩემი სიყვარული დავუდასტურო. ყველაზე მეტად მიყვარს ჩემი მეუღლე და ვარ უბედნიერესი. ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ 17-წლიან სხვაობას".