ირაკლი მაქაცარიას და ლიზა ჩიჩუას ცოტა ხნის წინ მესამე შვილი შეეძინათ, რომელსაც ქეთო დაარქვეს - ბებოს, ცნობილი ექიმის ქეთი ასათიანის პატივსაცემად.
ქეთო წყვილის უფროსი ვაჟის - გიოს სამი წლის დღეობის შემდეგვე დაიბადა. ამ ამბის გამო, გიოს გრანდიოზული დღეობა ოჯახმა ლიზას მესამე მშობიარობიდან ათი დღის შემდეგ აღნიშნა. დღეობას შუათანა ქალიშვილი ნინაც ესწრებოდა, თუმცა მისი ფოტოები აქამდე არ გასაჯაროებულა.
აქამდე საზოგადოება მხოლოდ გიოს იცნობდა.

და ეს-ესაა, ნინაც წარადგინეს მშობლებმა საგანგებო ფოტოსესიით.
"ჩვენი ნინა. უღრმესი მადლობა ჩვენს გამორჩეულ და ერთგულ ადამიანს! @efanovs"- წერს ლიზა.




ნინას ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი წერს, რომ ნინა და გიო ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.