რატომ იხრჩობიან ადამიანები ნაპირიდან სულ რამდენიმე მეტრში - ზღვაში დახრჩობის ერთ-ერთი მთავარი საფრთხე და ექიმის გაფრთხილება - მშობლები

რატომ იხრჩობიან ადამიანები ნაპირიდან სულ რამდენიმე მეტრში - ზღვაში დახრჩობის ერთ-ერთი მთავარი საფრთხე და ექიმის გაფრთხილება

2026-09-03 18:58:14+04:00

ზღვაში დახრჩობის საფრთხე ყოველთვის შორს, ღრმა წყალში არ იმალება - განსაკუთრებით საშიში შეიძლება აღმოჩნდეს ნაპირიდან სულ რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებაც. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ე.წ. რიპ-დინებაა, ძლიერი უკუდინება, რომელსაც ადამიანი ხშირად ვერ ამჩნევს, მაგრამ წყალში მოხვედრის შემდეგ მის წინააღმდეგ ცურვა უკიდურესად რთული ხდება.

ექიმიეკა სოხაძესოციალურ ქსელში სწორედ რიპ-დინებების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას და განმარტავს, რატომ შეიძლება პანიკაში ჩავარდნილმა ადამიანმა არასწორი მოქმედებით საკუთარი მდგომარეობა კიდევ უფრო გაირთულოს. მისი თქმით, ასეთ დროს მთავარი არა დინებასთან ბრძოლა, არამედ სწორი მიმართულებით გადაადგილება და ძალების დაზოგვაა.

როგორ ამოვიცნოთ რიპ-დინება, რა უნდა გავაკეთოთ, თუ წყალმა ნაპირიდან გვიტაცა და რატომ არ უნდა ვეცადოთ პირდაპირ ნაპირისკენ ცურვას...

"ყურადღება!

რატომ იხრჩობიან ნაპირიდან 20 მეტრში?

ყოველ ზაფხულს ზღვის კურორტებზე ერთი და იგივე საშინელი სცენარი მეორდება. ადამიანი შედის წყალში გულ-მკერდამდე, რამდენიმე ენერგიულ მოძრაობას აკეთებს, ყვინთავს და როცა ამოყვინთავს - სანაპირო, შეზლონგებითა და პლაჟით, უცებ სამჯერ უფრო შორს აღმოჩნდება.

ტვინი მყისიერად რთავს საგანგაშო სირენას და პანიკურ ბრძანებას გასცემს: მთელი ძალით იცურე ნაპირისკენ.ეს ყველაზე სწრაფი გზაა იმისთვის, რომ თავი დაიღუპო წყალმარჩხ ადგილზე.

თქვენ მოხვდით უკუდინებაში, ანუ რიპში. ამ მოვლენის მექანიკა საოცრად მარტივია.

ტალღები განუწყვეტლივ მოაქანებენ ნაპირისკენ მილიონობით ლიტრ წყალს. ამ კოლოსალურ მასას კი უკან, ზღვაში დაბრუნება სჭირდება. წყალი წყალქვეშა ქვიშის ზოლებს შორის გროვდება, ჰიდროსტატიკური წნევა იზრდება და ყველაზე სუსტ ადგილას ქვიშის ზოლი ირღვევა. წარმოქმნილ დერეფანში უმძლავრესი უკუდინება ჩნდება.

მასაჩუსეტსის ვუდს-ჰოლის ოკეანოგრაფიულმა ინსტიტუტმა შეისწავლა უკუდინებების ჰიდროდინამიკა. მათში დინების სიჩქარე ადვილად აღწევს 2,5 მეტრ წამში, ანუ 9 კილომეტრ საათში. შედარებისთვის: ლეგენდარული მაიკლ ფელპსი თავისი საუკეთესო ფორმის დროს, აუზის წყნარ წყალში, მაქსიმუმ 2 მეტრ წამამდე სიჩქარეს ავითარებდა. ჩვეულებრივი მოცურავე ასეთი სიჩქარის დინებას ვერ გაუმკლავდება.

დინების წინააღმდეგ ცურვის მცდელობისას ადამიანი 90–120 წამში კუნთებში გლიკოგენის მთელ მარაგებს ხარჯავს. პულსი 190-ზე მაღლა ადის, სუნთქვა ირღვევა და იწყება დახრჩობა. განაგრძეთ კითხვა

ბავშვი წყალში იხრჩობა წამებში და უხმოდ - მაშველები იმ მთავარ შეცდომებს ასახელებენ, რაც ყველაზე ხშირად იწვევს ბავშვის დახრჩობას
ამით ბავშვს დახრჩობისაგან დაიცავთ: რა ფერის საცურაო კოსტიუმი უნდა ეცვას ბავშვს, რომ წყალში ჩავარდნისას ადვილად შენიშნონ და თვალშიც მუდმივად გხვდებოდეთ
რატომ იხრჩობიან ხშირად თბილისის ზღვაზე - განსაკუთრებით საშიში ზონები და შეიძლება თუ არა ბანაობა წყალსაცავზე, საიდანაც სასმელი წყალი მოგვეწოდება