"მამაკაცი საშინლად აგრესიული იყო, პირობითი ჰქონდა, ნარკომანიის გამო" - ახალი დეტალები შემთხვევაზე, რომლის დროსაც ბავშვს კორპუსიდან ნასროლი სკამი მოხვდა - მშობლები

"მამაკაცი საშინლად აგრესიული იყო, პირობითი ჰქონდა, ნარკომანიის გამო" - ახალი დეტალები შემთხვევაზე, რომლის დროსაც ბავშვს კორპუსიდან ნასროლი სკამი მოხვდა

2026-09-04 13:17:34+04:00

ადამიანის უსაფრთხოების, მისი სიცოცხლის უფლების დაცვა ჩვენს ქვეყანაში სულ უფრო და უფრო რთულდება. დღე არ გავა მკვლელობის, უბედური შემთხვევის, ავარიის და სხვა რამ დანაშაულის ამბავი არ გავრცელდეს. თბილისი შეძრა ბროწეულის ქუჩაზე, ე.წ. დევნილების კორპუსში მომხდარმა ამბავმა - საცხოვრებელი კორპუსის მე-10 სართულიდან 27 წლის მამაკაცის მიერ ნასროლი სკამი 11 წლის მოზარდს - ვატო ნარსავიძეს დაეცა, რომელიც უმძიმესი მოტეხილობებით კლინიკაში რჩება.

ისმის კითხვა შეიძლებოდა თუ არა მომხდარის თავიდან აცილება? - საქმე ისაა, რომ ბრალდებული, რომელიც დაკავებულია, ნარკომომხმარებელია, რომელიც, როგორც ამბობენ, აგრესიულობით აქამდეც გამორჩეოდა. ქვეყანაში ნარკომანიის მასშტაბი მართლაც უსაზღვრო ხდება - თანამედროვე ტექნოლოგიური პირობებში, ნარკორეალიზატორები რა ხერხს აღარ იგონებენ ადამიანების საკუთარ მახეში მოსაქცევად და მათამდე საწამლავის მისატანად. მასშტაბური ნარკოპოლიტიკის გარეშე, ეს პრობლემა ოდნავადაც კი ვერ შემცირდება.

როგორც მეზობელი გვიყვება, ის ამ დღესაც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და დედის მიმართ განსაკუთრებულ აგრესიას იჩენდა. განაგრძეთ კითხვა

როგორ არის 11 წლის ბავშვი, რომელსაც კორპუსიდან ნასროლი სკამი მოხვდა - არასრულწლოვანი კლინიკაშია გადაყვანილი, დაკავებულია ერთი პირი