მსახიობმა ქეთი ხუციშვილმა პოდკასტში "ჩემი ტოლი" ისაუბრა ბავშვობაზე, სამსახიობო გამოცდილებაზე, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა მის ცხოვრებაში, იმაზე, თუ ახლაც როგორი სიამოვნებით უყურებს "ჩცდ"-ს სერიებს და ასევე, ცხოვრებისეულ გარდატეხებსა და ტკივილებზე:
- ცუდი გარდატეხებიც ყოფილა და კარგიც, ჩემს ცხოვრებაში...
ცუდი ის იყო, რომ ბევრი წლის უკან დავკარგე ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები, ჩემსი ოჯახის წევრები — ჩემი და და ჩემი სამი თვის შვილი, გოგო... ეს იმდენად ემოციური იყო, რომ წლები დამჭირდა, გამეთავისებინა და შევგუებოდი, რომ ამ რეალობასთან უნდა მეცხოვრა... გადავლახე, თუ ამას გადალახვა ჰქვია, მაინც მომყვება ეს სტრესი და ეს ყველაფერი ცუდი, აისახა ჩემს ფსიქიკაზე. დღემდე ვმკურნალობ...და, ნუ, გარდატეხა მოხდა, რაღაც-რაღაცებს სხვანაირად შევხედე...
კარგი ის იყო, რომ დაიბადა მერე ჩემი შვილი - გიორგი. ახლა 25 წლის გახდება, საზღვარგარეთ ცხოვრობს, თავისი საქმიანობა აქვს. ძალიან კარგი დამოკიდებულება გვაქვს მე და გიორგის. დედა-შვილი ვართ და მეგობრებიც ვართ... ასეთი დამოკიდებულება გვაქვს მეც და დედასაც და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
...გარდატეხა კი არა — გიორგი რომ გაჩნდა, წნევას ვერ მიგდებდნენ სიხარულით. საერთოდ სამყაროს სხვა თვალით შევხედე და ის იყო კიდევ გარდამტეხი, რომ აღმოვჩნდი ამ ჩემს საყვარელ სფეროში, კამერების წინ... ესენი რომ ნათდება, ყველაფერი მავიწყდება, ეს უკვე ჩემია...