44 წლის ნატალია ვოდიანოვას მეექვსე შვილი შეეძინა — ცნობილია ბავშვის სქესიც - მშობლები

44 წლის ნატალია ვოდიანოვას მეექვსე შვილი შეეძინა — ცნობილია ბავშვის სქესიც

2026-09-06 11:15:20+04:00

44 წლის სუპერმოდელი ნატალია ვოდიანოვა მეექვსედ გახდა დედა. მან პარიზში იმშობიარა, სადაც მოდელი მეუღლესთან, ანტუან არნოსთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს. როგორც გაირკვა, წყვილს გოგონა შეეძინა.

ბავშვის სქესს ოჯახი ორსულობის განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვოდიანოვა გოგონას ელოდებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მოდელი ფრანგული Vogue-ის გარეკანზე ცისფერი კაბით გამოჩნდა, თაყვანისმცემლების ნაწილმა ივარაუდა, რომ ბიჭი უნდა დაბადებულიყო. თავად ვოდიანოვა ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებდა, ხოლო მისმა დედამ, ლარისა კუსაკინამ, ჟურნალისტებს უთხრა:

„ნატაშას არ სურს თქვას, ბიჭი დაიბადება თუ გოგო. ეს მისი საქმეა“.

ახლა კი საიდუმლო უკვე გამჟღავნდა — ნატალია ვოდიანოვას გოგონა შეეძინა. ინფორმაცია პირველად თბილისში დაბადებულმა ცნობილმა კინომცოდნემ და ტელეწამყვანმა ეკატერინა მიციტურიძემ გაავრცელა, რომელსაც, მისი თქმით, სასიხარულო ამბავი თავად ნატალია ვოდიანოვამ შეატყობინა

„რა ბედნიერი დღეა! ნატაშა ვოდიანოვამ ახლახან გამიზიარა თავისი სიხარული და ბედნიერება — მან გოგონა გააჩინა! ოჯახში მეექვსე შვილია. საოცრებაა! ლამაზი გოგო ერთდროულად ნატაშასაც ჰგავს და ანტუანსაც“, — დაწერა მან.

ნატალია ვოდიანოვას შვილები

ახალშობილი ვოდიანოვასა და 49 წლის ბიზნესმენ ანტუან არნოს მესამე საერთო შვილია. წყვილს უკვე ჰყავს ორი ვაჟი — მაქსიმი, რომელსაც ზაფხულში 12 წელი შეუსრულდა, და 10 წლის რომანი.

ნატალიას კიდევ სამი შვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან, ბრიტანელ არისტოკრატ ჯასტინ პორტმანთან: უფროსი ვაჟი ლუკასი მალე 25 წლის გახდება, ქალიშვილი ნევა 20 წლისაა, ხოლო ვიქტორს სექტემბერში 19 წელი შეუსრულდება.

როგორც გამოცემა წერს, უფროსი შვილები პატარა დის დაბადებას მოუთმენლად ელოდნენ.

880x1100-0xgkbmd15j-0119125695748868508-1788679206.jpg

„ვფიქრობდით, რომ ჩვენთვის ყველაფერი დასრულებული იყო“

საინტერესოა, რომ ნატალია ვოდიანოვა კიდევ ერთი შვილის გაჩენას საერთოდ არ გეგმავდა. თავად მოდელმა მოგვიანებით გაიხსენა, როგორ გაუჩნდა სურვილი, კიდევ ერთხელ გამხდარიყო დედა:

„მე და ანტუანი ვფიქრობდით, რომ ჩვენთვის ყველაფერი დასრულებული იყო და ბედნიერები ვიყავით ჩვენი ოჯახით. მაგრამ გასულ ზაფხულს კვლავ გამიჩნდა კითხვები. ათი წლით უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, რას შევცვლიდი? როგორი დედა ვიქნებოდი დღეს? ამ კითხვამ ჩემში ცნობისმოყვარეობა გააღვიძა — იქნებ ჯერ კიდევ არ არის ძალიან გვიან? იქნებ ეს კარი ბოლომდე არ დაგვიკეტავს?“

ორსულობა ექვსი თვის განმავლობაში დამალა

მეექვსე ორსულობის შესახებ ვოდიანოვამ უჩვეულო ფორმით განაცხადა — მისი ფოტო წამოზრდილი მუცლით ფრანგული Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდა.

მანამდე მოდელის ორსულობაზე ჭორები უკვე ვრცელდებოდა. ყურადღება მიაქციეს იმასაც, რომ სხვადასხვა ღონისძიებაზე ვოდიანოვა თავისუფალი სილუეტის კაბებს ირჩევდა. თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად მხოლოდ ჟურნალის გამოსვლის შემდეგ დადასტურდა.

„ნატაშა ყოჩაღია. ექვსი თვის განმავლობაში შეძლო ყველაფრის საიდუმლოდ შენახვა!“ — ამბობდა მაშინ მოდელის დედა.

supermodel-natalia-vodianova-natasupernova-in-dior-shot-by-me-1788679591.jpg

ნატალია ვოდიანოვასა და ანტუან არნოს სიყვარულის ისტორია

ნატალია ვოდიანოვამ და ანტუან არნომ ერთმანეთი ჯერ კიდევ 2008 წელს გაიცნეს. არნო მაშინ Louis Vuitton-ის წარმომადგენლის სტატუსით მივიდა სარეკლამო გადაღებაზე, რომელშიც ვოდიანოვა მონაწილეობდა. იმ პერიოდში მოდელი ჯერ კიდევ გათხოვილი იყო და პატარა შვილები ჰყავდა, ამიტომ მათი ურთიერთობა გაცნობას არ გასცდენია.

თუმცა არნოს მოგვიანებით უთქვამს, რომ ნატალიამ პირველივე შეხვედრისას განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა:

„როდესაც ნატალია პირველად დავინახე, მაშინვე შემიყვარდა. საქმე მხოლოდ სილამაზეში არ არის — მას განსაკუთრებული აურა აქვს, რომელიც გიზიდავს. ნატალიას კი ეს შეხვედრა არც კი ახსოვს“.

updated-photo-for-website-natalia-vodianova-1788679628.jpg

სამი წლის შემდეგ, როდესაც ორივე თავისუფალი აღმოჩნდა, არნომ ნატალია პაემანზე მიიწვია. ურთიერთობა თანდათან განვითარდა და მოგვიანებით ბიზნესმენმა ვოდიანოვას პარიზში მასთან საცხოვრებლად გადასვლა შესთავაზა.

„მახსოვს, როგორ შევთავაზე ნატალიას ჩემთან, პარიზში გადმოსვლა და ერთად ცხოვრება. მან ჩუმად შემომხედა თვალებში და მკითხა: „ხომ გესმის, რომ მარტო არ გადმოვალ?“ მე ბედნიერი ვიყავი“, — იხსენებდა არნო.

წყვილი ოფიციალურად 2020 წელს დაქორწინდა, როდესაც მათ უკვე ორი საერთო შვილი ჰყავდათ.

supermodel-natalia-vodianova-natasupernova-in-dior-shot-by-me-1-1788679609.jpg

ანტუან არნო ფრანგი ბიზნესმენი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახის წარმომადგენელია. ის LVMH-ის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მილიარდერ ბერნარ არნოს ვაჟია და მისი ერთ-ერთი მემკვიდრეა. არნოს ოჯახს ეკუთვნის წილი ფუფუნების ინდუსტრიის გიგანტ LVMH-ში, რომლის პორტფელშიც Louis Vuitton, Dior, Givenchy, Fendi და სხვა ცნობილი ბრენდებია.

პირველად 19 წლის ასაკში გავხდი დედა, ეს ნორმა მეგონა... მინდა გავიგო, ახლა როგორი დედა ვიქნები... - 44 წლის ნატალია ვოდიანოვა მე-6 ორსულობაზე
რუს კონკიად წოდებული 44 წლის სუპერმოდელი, ფრანგი მილიარდერის ცოლი ნატალია ვოდიანოვა მეექვსე შვილს ელოდება