გორში ავარიას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა. მძღოლი, სავარაუდოდ, მთვრალი იყო - "საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა... მშობ­ლე­ბი ემიგ­რა­ცი­ა­ში ჰყავს და შე­საძ­ლოა ჯერ არ იცოდ­ნენ...“ - მშობლები

გორში ავარიას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა. მძღოლი, სავარაუდოდ, მთვრალი იყო - "საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა... მშობ­ლე­ბი ემიგ­რა­ცი­ა­ში ჰყავს და შე­საძ­ლოა ჯერ არ იცოდ­ნენ...“

2026-09-06 13:08:35+04:00

გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ჟურნალისტი გოგა აფციაური წერს:

“კიდევ ერთი მსხვერპლიანი ავარია გორში.

როგორც ჩანს, გორში მომხდარი ტრაგედია, როცა მთვრალმა მძღოლმა დედა-შვილი დახოცა, ბევრისთვის ჭკუის სასწავლებელი არ აღმოჩნდა. წუხელ ახალდაბის გზაზე მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა. მძღოლი სავარაუდოდ მთვრალი იყო. მოსწავლე საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა. შეგნებულად არ ვამბობ სკოლას და მოსწავლის ვინაობას. მშობლები ემიგრაციაში ჰყავს და შესაძლოა ჯერ არ იცოდნენ.

ნებისმიერი მთვრალი მძღოლი პოტენციური მკვლელია“.

ჩემი გოგოების სამართალმა პური ჭამა... ბავშვებს აბრალებდა ბოლო წუთამდე, რომ დაეჯახა - ავარიაში დაშავებული გოგონების დედა მძღოლის სასჯელზე წერს
ზებრაზე გადადიოდნენ, როდესაც სწრაფად მოძრავი მანქანა დაეჯახათ - გორში დედა-შვილი ავარიას ემსხვერპლა