ნოე სულაბერიძემ და ჯანეტ ქერდიყოშვილმა შუათანა ქალიშვილის - ლილის დღეობა და უმცროსის - ემის ნათლობა ერთად აღნიშნეს. პირველი ფოტოები და ვიდეოები ღონისძიებიდან მომღერალმა ანრი ჯოხაძემ გამოაქვეყნა, რომელიც ბავშვებთან ერთად შესანიშნავად გაერთო. იქვე იყო მისი ნათლული - გიორგი გასვიანის ვაჟი გალა.


მოგვიანებით ნოემაც გამოაქვეყნა იუბილარის ფოტო.


ხოლო ჯანეტმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ პატარა ემი ქანდაში მონათლეს, მამა სერაფიმესთან და მის ნათლობას მისი ოჯახის წევრები და ნათესავები ესწრებოდნენ. მათ შორის, ნოეს უფროსი ქალ-ვაჟი, ჯანეტის მშობლები, უმცროსი ძმა და ნათლიები.
