სასკოლო ფორმების შეძენასთან დაკავშირებით მშობლებს არაერთი კითხვა აქვთ, მათ შორის, რამდენი ერთეულის შეძენა შეუძლიათ ერთ ბავშვზე პირველივე შეკვეთით და არის თუ არა შესაძლებელი სრული კომპლექტის ნაცვლად მხოლოდ კონკრეტული სამოსის, მაგალითად, მხოლოდ პიჯაკის ან მხოლოდ შარვლის, შეძენა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განმარტებით, პირველ შეკვეთაზე თითოეული ბავშვისთვის განსაზღვრულია კონკრეტული მაქსიმალური რაოდენობა, რომელსაც სისტემა ავტომატურად აღრიცხავს.
კერძოდ, ბიჭისთვის პირველ შეკვეთაში მაქსიმუმ ორი პიჯაკისა და ოთხი შარვლის შეძენაა შესაძლებელი, ხოლო გოგონასთვის - ორი პიჯაკის, ორი შარვლისა და ორი ქვედაკაბის.
როგორც მინისტრმა განმარტა, სისტემა თითოეული ბავშვის სახელზე შეძენილ ფორმებს მკაცრად აღრიცხავს. შესაბამისად, მშობელი ვერ შეძლებს, პირველივე შეკვეთაში დადგენილ მაქსიმალურ რაოდენობაზე მეტი ერთეული შეიძინოს.
მაგალითად, თუ მშობელმა ბავშვისთვის უკვე შეიძინა ორი პიჯაკი და ოთხი შარვალი, იმავე ეტაპზე დამატებით პიჯაკს ან შარვალს ვეღარ იყიდის. იგივე პრინციპი მოქმედებს გოგონებისთვის განსაზღვრულ კომპონენტებზეც.
ამასთან, მინისტრის თქმით, სახელმწიფო მუშაობს იმისთვის, რომ გარკვეულ პერიოდში შესაძლებელი გახდეს ფორმების დამატებითი ერთეულების შემოტანა. ეს ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში მშობლებს მომავალში დამატებითი ტანსაცმლის შეძენის შესაძლებლობა ექნებათ.
მინისტრის განმარტებით, მშობლებისთვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სასკოლო ფორმის შეძენა სავალდებულო არ არის.
მშობელს შეუძლია, ფორმა თავად გამოიწეროს ან შეაკერინოს, თუმცა ასეთ შემთხვევაში ის უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილ მოთხოვნებს - მათ შორის, უნდა შეესაბამებოდეს განსაზღვრულ დიზაინს, უნდა ჰქონდეს გერბი და იმეორებდეს დადგენილ ფორმას.
მიქანაძის თქმით, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ფორმების ფასი დამზადების, ტრანსპორტირებისა და ლოჯისტიკის ხარჯებს მოიცავს და მოგებაზე არ არის ორიენტირებული.
პირველკლასელებისათვის ფორმების გაცემა უკვე დაწყებულია. მინისტრის განცხადებით, 15 სექტემბერს პირველკლასელები სწავლას უკვე ახალი სასკოლო ფორმებით დაიწყებენ.
ელექტრონული პლატფორმის formebi.emis.ge -ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლებელია ცალკეული მოდელების შეძენა. სრული კომპლექტის შეძენა სავალდებულო არ არის.
ონლაინ შეძენისას მოსწავლის პირადი ნომერი, სახელი და გვარი უნდა შეიყვანოთ მხოლოდ შეკვეთის დაცულ ფორმაში. ადგილზე შეძენისას მოსწავლის პირად ნომერს კონსულტანტს უკარნახებთ. საბანკო გადარიცხვის შემთხვევაში აუცილებლად თან უნდა იქონიოთ თანხის გადარიცხვის ქვითარი. გაცნობებთ, რომ მონაცემები მუშავდება მხოლოდ პროგრამის მიზნებისთვის.
სასკოლო ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც:
დიახ. კუთვნილ უსასყიდლო კომპლექტს ონლაინ შეკვეთითაც მიიღებთ - ეს ერთეულები კალათაში 0 ₾-ად აისახება და გადასახდელი მხოლოდ მიწოდების საფასური რჩება. კომპლექტის ზემოთ დამატებული ნივთი კატალოგში მითითებული ფასით იყიდება. სურვილის შემთხვევაში, იმავე კომპლექტის ადგილზე, რეალიზაციის პუნქტში მიღებაც შეგიძლიათ.
უსასყიდლოდ გადასაცემი კომპლექტი მოიცავს:
მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, ონლაინ შეძენილი სასკოლო ფორმის გადაცვლის ან დაბრუნების მიზნით, მიმართოს სასურველ რეალიზაციის პუნქტს ან შპს "საგანმანათლებლო რესურსებს".
ქარხნული წუნის აღმოჩენის, ან ზომის შეუსაბამობის შემთხვევებში 14 დღის განმავლობაში შესაძლებელია შესყიდული ფორმის გადაცვლა/დაბრუნება.
ზომის შეუსაბამობის შემთხვევაში მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელია ერთჯერადად. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ქარხნული დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაზე.
სასკოლო ფორმის გადაცვლის ან დაბრუნების შემთხვევაში, ტანსაცმელი უნდა იყოს დაუზიანებელი, შენარჩუნებული ჰქონდეს სასაქონლო სახე, სამომხმარებლო თვისებები, ეტიკეტი და მას არ უნდა აღენიშნებოდეს გამოყენების კვალი.
რეალიზაციის პუნქტების მისამართები იხილეთ ბმულზე.
სასკოლო ფორმებთან და რეალიზაციის პუნქტებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხს მიიღებთ ცხელ ხაზზე: