მილა იოვოვიჩის უფროსი ქალიშვილი, ევერ ანდერსონი, ვენეციის კინოფესტივალს ესწრება და უკვე რამდენჯერმე გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე, მათ შორის, იოვოვიჩის ყოფილ ქმართან, ცნობილ რეჟისორ ლუკ ბესონთან ერთადაც. სწორედ ლუკ ბესონის ფილმით "მეხუთე ელემენტი" გახდა პოპულარული მილა და ახლა, ევერიც მის ფილმში, "მამა ჯოში" იღებს მონაწილეობას - ევერს ერთ-ერთი მთავარი როლი აქვს.









ევერ ანდერსონი მსახიობ მილა იოვოვიჩის და მისი მესამე მეუღლის, რეჟისორ პოლ ანდერსონის უფროსი ქალიშვილი. ისინი ერთად არიან 2002 წლიდან და 2009 წელს დაქორწინდნენ. ევერს ორი უმცროსი და ჰყავს, დაშიელი და ოშინი.






მილაზ იოვოვიჩი ბოლო ქორწინებამდე ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავი იყო და ერთ-ერთ ულამაზეს ქალადაც მიიჩნეოდა. თუმცა შვილების გაჩენის შემდეგ მიატოვა კარიერა და დედობას მიუძღვნა თავი.

მის ქალიშვილებს, განსაკუთრებით კი ევერს, ძალიან ამსგავსებენ მილას და ხშირია შედარებები. თუმცა ევერს დიდი იმედი აქვს, რომ გამოვა დედის ჩრდილიდან და დამოუკიდებელ კარიერას აიწყობს ჰოლივუდში.