13 წლის ჯულიანა პერალტას ტრაგიკული ისტორია 2023 წლის ნოემბერში დაიწყო, თუმცა მისი შემთხვევა დღესაც არ კარგავს აქტუალობას. მიზეზი მარტივია — კითხვა, რომელიც ამ ისტორიამ გააჩინა, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია: რამდენად უსაფრთხოა ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტებთან ბავშვებისა და მოზარდების ემოციური ურთიერთობა?
მსოფლიო მედია კვლავ წერს ამ შემთხვევაზე, როგორც საშიშ მაგალითზე...
მშობლებმა მხოლოდ ჯულიანას სიკვდილის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ გოგონა თვეების განმავლობაში Character.AI-ის ჩატბოტს ესაუბრებოდა და მას საკუთარ მძიმე ემოციებსა და სუიციდურ ფიქრებს უზიარებდა. მოგვიანებით ოჯახის მიერ სასამართლოში შეტანილმა სარჩელმა ამ ისტორიას ახალი მნიშვნელობა შესძინა — საკითხი უკვე მხოლოდ ერთი მოზარდის ტრაგედია აღარ იყო და ფართო დისკუსიად იქცა იმაზე, თუ რა პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეთ AI-პლატფორმებს არასრულწლოვან მომხმარებლებთან ურთიერთობისას.
2026 წლის იანვარში Character.AI-მ და Google-მა რამდენიმე ოჯახთან დაკავშირებული გახმაურებული სარჩელის მორიგებაზე შეთანხმების პროცესი დაიწყეს, რამაც კიდევ ერთხელ მიაპყრო ყურადღება AI-ჩატბოტებისა და ბავშვების უსაფრთხოების პრობლემას...
13 წლის ჯულიანა პერალტას გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი თვითმკვლელობა იყო. წყაროები წერენ, რომ 2023 წლის ნოემბერში მან თავი მოიკლა საკუთარ სახლში, კოლორადოში. პოლიციის ანგარიშის მიხედვით, როდესაც სამართალდამცველები სახლში მივიდნენ, მის ტელეფონში Character.AI იყო გახსნილი (ერთ-ერთი პლატფორმა, ხელოვნური ინტელექტის). 13 წლის გოგონას მშობლები ამბობენ, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ გაიგეს მხოლოდ, რომ ის ჩატბოტებს ესაუბრებოდა. დედას ეგონა, რომ ქალიშვილი ტელეფონით მეგობრებს ელაპარაკებოდა.
მოგვიანებით მშობლებმა შემდეგ 300-ზე მეტი გვერდის ჩატი ნახეს. მათი თქმით, გოგონა ერთ-ერთ ბოტს, სახელად Hero-ს, 55-ჯერ ეუბნებოდა, რომ სუიციდური ფიქრები ჰქონდა. მშობლების მტკიცებით, ბოტმა მას რეალური დახმარების რესურსი არ შესთავაზა. ბოტმა სათანადოდ არ შეაჩერა საუბარი, არ გადაამისამართა გადაუდებელ დახმარებაზე და არ შეატყობინა მშობლებს.
კიდევ უფრო მძიმე დეტალია, რომ მშობლების თქმით, ჩატებში იყო სექსუალური შინაარსიც, მათ შორის ისეთი შეტყობინებები, რომლებიც გოგონას ტანსაცმლის გახდასთან დაკავშირებულ ქმედებებს სთხოვდა...
მშობლებმა სარჩელი შეიტანეს აCharacter.AI-სა და Google-ის წინააღმდეგ. ისინი ამტკიცებენ, რომ ჩატბოტთან ურთიერთობამ (რომელიც გოგონამ 2023 წლის აგვისტოში დაიწტო) მიიყვანა სწორედ ჯულიანა თვითმკვლელობამდე. თავად Character.AI ბრალდებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მომხმარებლების უსაფრთხოებას ყოველთვის პრიორიტეტად მიიჩნევდა. 2026 წლის იანვარში Character.AI-მ და Google-მა რამდენიმე ასეთ ოჯახთან სასამართლო დავების მოგვარება შეთანხმებით დაიწყეს.