რა უნდა გავითვალისწინოთ ზურგჩანთის არჩევის დროს, როგორ შევარჩიოთ მისი ზომა, წონა და ფორმა ბავშვის ასაკისა და ფიზიკური მონაცემების მიხედვით - თემაზე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" ორთოპედ-ტრავმატოლოგი ირაკლი ვარძუკაშვილი საუბრობს:
- ზოგადად, ჩანთა ხერხემლის დეფორმაციას არ იწვევს, ეს მითია. ჩანთამ შესაძლოა, დისკომფორტი გამოიწვიოს. ყველაზე მთავარია, ერთი რამ გავითვალისწინოთ: ბავშვი სკოლაში მიდის, ანუ ბავშვობიდან შედარებით სტრესულ გარემოში გადადის. ყველაზე კარგი იქნება, თუ წინასასკოლო პერიოდში ორთოპედთან ერთ ვიზიტს დაგეგმავთ, რათა ბავშვის ხერხემალი და ძვალ-სახსროვანი სისტემა ზოგადად შეფასდეს. გარდა იმისა, რომ ჩანთას შევარჩევთ, სხვა საკითხებიც უნდა გავითვალისწინოთ: ჯდომის მანერა, როგორ დავსვათ, როგორ მივაქციოთ ხერხემალს მეტი ყურადღება, თუ უბრალოდ სტანდარტულად გავუშვათ ბავშვი სკოლაში. ბავშვი შედარებით ჩაკეტილ სივრცეში გადადის, სადაც ჯდომასა და ქცევასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს და ისეთი თავისუფლება აღარ არის. ამიტომ ორთოპედთან ერთი ვიზიტი სასარგებლო იქნება, რათა მან ბავშვსაც და მშობელსაც სწორი მითითებები მისცეს.
ჩანთა ხერხემლის დეფორმაციას არ იწვევს. იგი დისკომფორტს იწვევს და ბავშვები ხშირად ჩივიან ხოლმე. პირველ კლასში ბავშვი ჩანთას დიდად არ ატარებს - მიდის და სკოლაში ტოვებს, რადგან დატვირთული წიგნები და რვეულები ჯერ არა აქვს. ეს პრობლემა უფრო მეორე-მესამე კლასიდან იწყება. პირველ კლასში წელის დისკომფორტი უფრო იმას უკავშირდება, რომ ბავშვს მეტი ხნით ჯდომა უწევს, ნაკლებად აქტიურია და უფრო პასიურ რეჟიმში გადადის.
- ამან შესაძლოა, ასიმეტრია გამოიწვიოს. ყველაზე მთავარია, ჩანთა სწორად შევარჩიოთ, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსიც უნდა გავითვალისწინოთ: ჩანთას სამხრეები ორივე მხარზე უნდა ჰქონდეს და ეს სამხრეები ვიწრო არ უნდა იყოს. სამხრეები შედარებით ფართო უნდა იყოს, რომ ჩანთა ტანზე კარგად მოერგოს. ცალ მხარზე ჩანთის ტარება, რა თქმა უნდა, დისკომფორტსა და ტკივილს გამოიწვევს და ასიმეტრიას განავითარებს. ხერხემლის დეფორმაციას არა, მაგრამ ვიზუალურ ასიმეტრიას ნამდვილად გააჩენს.
- ასეთი მკაცრად გაწერილი ნორმა არ არსებობს, თუმცა ზოგადი რეკომენდაციით, ჩანთის წონა ბავშვის წონის დაახლოებით 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს. მაქსიმუმ 15% იყოს. ცარიელი ჩანთა დაახლოებით ნახევარ კილოგრამს, ანუ 0.5-0.8 კგ-ს უნდა იწონიდეს. ყველაზე მთავარია, გავითვალისწინოთ, რომ ჩანთას რამდენიმე განყოფილება ჰქონდეს. ჯობს, შედარებით მძიმე ნივთები ზურგთან ახლოს მოვათავსოთ და არა წინა ნაწილში, რათა სიმძიმემ ბავშვი უკან არ გადაქაჩოს.
- ჩანთა მხრებს ზემოთ არ უნდა ასცდეს, რომ კისერს დისკომფორტი არ შეუქმნას, და არც დაბლა, დუნდულებამდე არ უნდა ჩამოდიოდეს, რათა მოძრაობისას ტრავმატიზმი აირიდოს. არსებობს რეგულირებადი სარტყელები, რომლებიც არც ძალიან უნდა უჭერდეს და არც მოშვებული იყოს. ჩანთა ზურგზე კარგად უნდა იჯდეს.
- ძალიან მნიშვნელოვანია. იგი არც ძალიან მაგარი უნდა იყოს და არც გადამეტებულად რბილი - ნახევრად მყარი სტრუქტურა უნდა ჰქონდეს და ჰაერს ატარებდეს, რათა ზურგის გაოფლიანება, შემდგომი გაციება და კუნთების ტკივილი აირიდოს.
- დიდი განსხვავება არ არის, უბრალოდ, ასაკის მატებასთან ერთად ჩანთის სიმძიმეც იზრდება. მაღალ კლასებში, სადაც სიმძიმე იმატებს, ჯობს, ჩანთას დამატებითი სარტყეკებუ ჰქონდეს - მკერზეც და წელზეც.
პატარებს ასეთი მძიმე ჩანთები არა აქვთ. გულმკერდისა და წელის დამჭერები ჩანთას ტანზე კარგად აფიქსირებს და მას სხეულთან ერთ მთლიან სისტემად აქცევს.
- აუცილებლად. ეს ღვედები ზემოთ ისე იკვრება, როგორც მთამსვლელების ზურგჩანთებზე. იგი ძალიან კომფორტულია და ბავშვი ტკივილს ან დისკომფორტს აღარ გრძნობს. ასეთ დროს ჩანთა ცალკე ობიექტად აღარ აღიქმება, რაც დიდ კომფორტს ქმნის.
- ბორბლებიანი ჩანთა ზოგადად კარგია იმ ბავშვებისთვის, ვისაც ხერხემლის დეფორმაცია უკვე აღენიშნება. პატარა ასაკში ასეთ ჩანთას ნაკლებად ვურჩევთ, რადგან სხეული ასიმეტრიულად იტვირთება, ზურგის კუნთები კი ჯერ საკმარისად განვითარებული არ არის. ბორბლებიანი ჩანთა შედარებით უფროს ასაკში შეიძლება, გამოვიყენოთ სადაც კუნთოვანი მასა მეტია და ცალი ხელით დატვირთვას უკეთ უძლებს. ის მაინც ასიმეტრიულ დატვირთვას ქმნის, რადგან ბავშვი მას ორი ხელით კი არ ექაჩება, არამედ ცალით დაატარებს. ამიტომ პატარა ასაკში მის გამოყენებას ნაკლებად ვურჩევთ, შედარებით მოზრდილ ასაკში კი - კი ბატონო.
- პირველ რიგში, ეს ვიზუალური მხარეა. შეიძლება, მშობელი პირველ-მეორე კლასელ ბავშვს ყოველდღიურად არ აკვირდებოდეს, მაგრამ თუ ბავშვი დისკომფორტს იგრძნობს, იგი აუცილებლად იტყვის, რომ ზურგი სტკივა. ასეთ დროს ბავშვს წელზევით უნდა გავხადოთ და შევამოწმოთ, აღენიშნება თუ არა ასიმეტრია.
- დიახ, ძალიან მარტივად ჩანს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ასიმეტრია ხერხემლის დეფორმაციას არ ნიშნავს. როგორც კი ვიზუალურ ასიმეტრიას შეამჩნევთ, მაშინვე ორთოპედს უნდა მიმართოთ.
- საქართველოში გავრცელებული შეხედულებით, ტერფის ყოველგვარ დეფორმაციას ბრტყელტერფიანობას უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ ბრტყელი ტერფი ხერხემლის დეფორმაციას იწვევს. იგი დეფორმაციას არ იწვევს, თუმცა დისკომფორტს ნამდვილად ქმნის. პატარა ასაკში ტერფის მკვეთრი დეფორმაცია ნაკლებად სავარაუდოა. ასეთ დროს ბავშვმა სპეციალური ღაბაში (სუპინატორი) უნდა ჩაიცვას, რაც ტერფის დისკომფორტს მოუხსნის. გარკვეულ შემთხვევებში მან შესაძლოა, ზურგის დისკომფორტიც გამოიწვიოს, თუმცა ძალიან ხშირად არა.